ზღაპრული გუდამაყარის ხევი
გუდამაყარი მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში. მას ცალი მხრიდან ესაზღვრება მთიულეთი, მეორე მხრიდან კი ხევსურეთი და ფშავი. გუდამაყარი ხევისგან გამოყოფილია კავკასიონის მთავარი ქედით, ხოლო ფშავ-ხევსურეთისაგან - გუდამაყრის ქედით. ამ ქედზე გადიოდა გვიანდელი ხანის ქართლისა და კახეთის სამეფოთა საზღვარი. ისტორიულ წყაროებში გუდამაყრელებს იხსენიებს ლეონტი მროველი - ქართველთა განმანათლებელი ნინო სხვა მთიელებთან ერთად წობენში მათ ქრისტიანობას უქადაგებდა. გუდამაყრის მხარის ისტორიულ ძეგლთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადრინდელი ფეოდალური ხანის მახვილის ციხე, რომელიც ბაკურხევის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მახვილივით აზიდულ მთაზე.
























მთა
19 ოქტომბერი 2015

27579
გაზიარება










