პარიზი აღარ არის ყველაზე რომანტიული ქალაქი
ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, თავიდან გადახედეს ყველაზე რომანტიული ქალაქების სიას. გაგიკვირდებათ და, პარიზი აღარ...
თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს.
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა.
„გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს. იდეის ფარგლებში, გვსურს, ტურისტული ნიშნულების დამონტაჟება, საინფორმაციო ბანერების განთავსება და ქოროღლის ციხის განათება, რაც ჩვენი აზრით, კოჯრის, როგორც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.
მისი თქმით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები, რათა სამუშაოების განხორციელება უფრო ეფექტურად, შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს“, - განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა.
ქოროღლის ციხე კოჯორში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას „აგარათა“ ციხეს უწოდებდნენ, შუა საუკუნეებისთვის კი - „აზეულას.“ ციხის საბოლოო სახელი „ქოროღლი“ (აზერბაიჯანულად ქორ - ბრმა), მე-18 საუკუნეში გაჩნდა, რომელიც აზეულას ტყისთვის თავშეფარებულ განდეგილთან დაკავშირებულ თქმულებას უკავშირდება.
ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით, თავიდან გადახედეს ყველაზე რომანტიული ქალაქების სიას. გაგიკვირდებათ და, პარიზი აღარ...
მოგზაურობის მოყვარულთათვის სასიამოვნო სიახლე გვაქვს. ავიაკომპანია Wizz Air 6 ახალი ავიამიმართულებას ამატებს:...
რომი, დიუსელდორფი, ბუდაპეშტი, მიუნხენი, ათენი - ავიაკომპანია “Myway Airlines” ახალ მიმართულებებზე ფრენები ზ...
Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...
ქართული ავიაკომპანია MyWay Airlines-ი ევროპის მიმართულებით იწყებს ფრენებს. როგორც „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, MyWay...
ავიაკომპანია WizzAir-ი ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით ფრენებს აჩერებს. ბოლო რეისი ქუთაისი-ბუქარესტი და ბუქარესტი-ქუთაისის მ...
29 ივლისს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ...
4 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპ...
ამბროლაურში, სოფელ კრიხში კემპინგის და კომფორტის მოყვარულებისთვის სრულიად განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო გაიხსნა. ულამაზესი ...
ყაზბეგში, სოფელ გველეთში არსებულ ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გიდებისგან გახდა ცნობილი. მა...