12 January 2018
  • 5038 ნახვა

Georgian Airways-ი პირდაპირი ფრენების ახალ მიმართულებებს ამატებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ 2 ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს. ფრენები საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ ათენსა და სალონიკში შესრულდება.

ათენისკენ ავიამიმოსვლა 2018 წლის 26 მარტიდან დაიწყება და კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 186 ევროდან იწყება. რაც შეეხება სალონიკს, აქ ფერენების შესრულებას Georgian Airways-ი 28 მარტიდან დაიწყებს, ორმხრივი ავიაბილეთის საწყისი ფასი 167 ევროა. ფრენები აქაც კვირაში ორჯერ შესრულდება.

გარდა ამისა, მარტის თვეშივე, კერძოდ 25 მარტიდან Georgian Airways ბარსელონას და ბოლონიის მიმართულებითაც იფრენს. თბილისი-ბარსელონა-თბილისი – პირდაპირი ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება; თბილისი-ბოლონია-თბილისი კი – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.


მსგავსი
09 January 2018

ქოროღლის ციხეზე ტურისტული ბილიკის მოწყობა იგეგმება

თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს. მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დ...

27 December 2017

კურორტ გომარდულში ზამთრის სეზონი იხსნება

აჭარის კურორტ გომარდულში ზამთრის სეზონი 30 დეკემბერს იხსნება. სეზონის გახსნის აღსანიშნავად კურორტზე მოეწყობა საახალწლ...

22 December 2017

საახალწლო ღონისძიებების განრიგი თბილისში

თბილისში საახალწლო ღონისძიებების განრიგი ცნობილია. წელს აქტივობები თბილისის ცენტრის გარდა, გარეუბნებშიც დაიგეგმა.  ...

20 December 2017

საახალწლო ღონისძიებები ბათუმში

აჭარის დედაქალაქი ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს ახალი წლისთვის მრავალფეროვან პროგრამას სთავაზობს.  25 დეკემბ...

12 December 2017

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბერს გაიხსნება

მესტიიდან ჰაწვალის კურორტზე ასასვლელად მხოლოდ რამდენიმე წუთი იქნება საჭირო. მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგირო 23 დეკემბე...

12 December 2017

ქუთაისი-რიგა - WizzAir-ის ახალი მიმართულება

 ავიაკომპანია „ვიზეარი” რიგის მიმართულებით ახალ ავიამიმართულებას ამატებს! ავიაკომპანია „ვიზეარ...

05 December 2017

ქუთაისიდან დუბაიში პირდაპირი ფრენები შესრულდება

ავიაკომპანია  Flydubai ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების შესრულებას იწყებს. 14 ივნისიდან დუბაი-ქუთაისის მიმართულებით...

29 November 2017

თბილისში James Blunt-ის კონცერტი გაიმართება

ბრიტანელი პოპ-მომღერლის, James Blunt-ის კონცერტი თბილისში 26 მაისს გაიმართება. მუსიკოსი თბილისს მუსიკალური ფესტივალის "დამ...

01 November 2017

იმერული ღვინის ფესტივალი თერჯოლაში

იმერული ღვინის ტრადიციული ფესტივალი ქალაქ თერჯოლაში 5 ნოემბერს გაიმართება. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მუნიციპალიტეტის ყველა...

26 October 2017

საქართველოში ნოემბრიდან საჰაერო ტაქსები იფრენენ

ნოემბრიდან საქართველოში ,,საჰაერო ტაქსები” იფრენს. ამ ეტაპზე, კომპანია ,,აჭარა ჯგუფი” ფრენებისთვის ლიცენზიას ელოდებ...