14 May 2018
  • 8133 ნახვა

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს.

მეღვინეობა, კულინარია, ადგილობრივი ფოლკლორი, საოჯახო მეურნეობა, ყვავილების ბაღი - ეს ყველაფერი ერთ  სივრცეში არის თავმოყრილი .

,,ღვინის ეზო N1 ‘’ -ტურისტული ობიექტია, რომელიც მთლიანად ოჯახის კონცეფციაზეა დაფუძნებული. აქ ყველას თავისი როლი აქვს - მასპინძელი აუცილებლად კართან შეგეგებებათ და საკუთარ კარ- მიდამოს დაგათვალიერებინებთ. აგიხსნით, თუ როგორ აყენებს ღვინოს, გაჩვენებთ მამა-პაპისეულ სამი თაობის მარანს, ქვევრიდან დაგაგემოვნებინებთ ღვინოს, თავად მიიღებთ მონაწილეობას არყის გამოხდის პროცესში, გამოაცხობთ დედას პურს და ხაჭაპურს, მოირგებთ ქართულ ეროვნულ სამოსს, მოამზადებთ კერძებს  და ოჯახის წევრებთან ერთად სუფრას მიუჯდებით. თამადობას მასპინძელი გაგიწევთ!ღვინის ეზოეს ყველაფერი კი თბილისიდან 160 კილომეტრის სავალზე, ყვარლის რაიონ, სოფ. ახალსოფელში. სოფელი გარშემოტყულია კავკასიონის მთების საუცხოო ხედებით და მდინარეებით, მდიდარია ისტორიული ძეგლებით (ღვთისმშობლის ეკლესია მე - 6 საუკ.)  

იდეა ამ ოჯახის მასპინძელს, თიკა დუღაშვილს ეკუთვნის, რომელმაც გადაწყვიტა თბილისი მიეტოვებინა და საცხოვრებლად სოფელში გადასულიყო.

იდეა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუჩნდა და  გადაწყვიტა მთელი ოჯახი ჩაერთო ამ საქმეში. მისი სახლი და ვენახები  ქინძმარაულის მიკროზონაში მდებარეობს.ღვინის ეზო N1 - თიკა დუღაშვილიბუნების ყველა სიკეთე და უნიკალური მიკროკლიმატი საჩუქრად მიიღო, დანარჩენი კი საკუთარი ხელით მოაწყო, არაკომერციულად. ადამიანებთან ურთიერთობა, დღესასწაულების მოწყობა და მასპინძლობა თიკას საყვარელი საქმეა, ამ ყველაფერს კი მისი გამოცდილებაც უწყობს ხელს - პროფესიით ჟურნალისტი და მუსიკოსია.

 „ღვინის ეზო N1“-ში ყველა ნივთს სიძველესთან აქვს კავშირი. სახლის ასაშენებლად გამოყენებული წითელი აგური და რიყის ქვა აქაურობის მშვენებაა, ეზოში ქვევრები, კრამიტი და ხის კასრებია, თონე პურს და ნაზუქს ელოდება, საოჯახო მარანში თიხის ჭურჭელი, ტრადიციული ღვინის საწური და მიწაში ჩაფლული ქვევრებია. ხის მოწნული კალათები, ჩალის ქუდი თუ გასაშრობად გამოკიდებული სანელებლები აქაურობის სურნელს უფრო ამძაფრებს. მარნის თაროებზე ოჯახში დამზადებული კომპოტები და მურაბები მიმზიდველად გამოიყურება, ოჯახის ტრადიციას ბევრი რამ მოგიყვება. ძველი საკერავის მანქანა რაფაზე შემოუდევთ, ძველი აკვანიც აქვეა, არც ძველებური საანგარიშო დავიწყებიათ. სეზონის მიხედვით აქ ხილისა და ბოსტნეულის შეთავაზებებიც იცვლება, გაზაფხულის პირს არე-მარეს ყვავილები იფერება უკვე, თავს ფისოც ბედნიერად გრძნობს და მზეს ეფიცხება.ღვინის ეზონ N1 - wine Yard N1სუფრა კახური შეთავაზებებით ხშირად იშლება, აქ ხელმოცარული არც სტუმარია და ამ სოციალური ტურიზმის გემოც სწორედ ესაა. მასპინძელ-სტუმარი თათარასაც ერთად ამზადებს, ჩურჩხელასაც ერთად ამოავლებს საშემოდგომოდ, ყველა სეზონს თავისი ხიბლი აქვს და აქ იწყება სტუმრების აღფრთოვანება - მასტერკლასები, გაუგო გემო ნამდვილ კახეთს.

„საკუთარი ხელით ვარემონტებ, არავის ვბაძავ, მჯერა ჩემი ხედვის“, - ამბობს თიკა და ამ რეალობაში კონკურენტსაც ვერ ხედავს, ზუსტად იცის რა უნდა და ეს სურვილები სხვებისგან განსხვავებულია. ხშირად უყვებიან ვინ რა გააკეთა, რა სერვისი და პროდუქტი გამოიტანა, მაგრამ არ აღელვებს, საკუთარ ინტუციას მიჰყვება და უმეტესად ის არ ღალატობს.

იცის როგორიც არ უნდა იყოს მარანი, როგორი სახლიც არ უნდა გქონდეს, ადამიანი მაინც უმთავრესია, მასთან მისული უცხოელი სტუმარია და არა ტურისტი, სჯერა, რომ ეს გადამდებია...კახეთი„მინდა ნამდვილი ცხოვრება დავანახო, ხილს როგორ ვკრეფთ, პურს როგორ ვაცხობთ, რა დღესასწაულები გვაქვს დჩა ამ დღესასწაულებს როგორ ვხვდებით. ჩემი პროფესია მეხმარება, ოდესღაც თავად ვასწავლიდი ხალხურ სიმღერებს და ჩვენს განსაკუთრებულ სერვისად კახეთის ეთნოგრაფიული ელემენტების გაცნობა ვაქციე“, - ამბობს და ამაყია, რომ უცხოელ სტუმრებთან ერთად იხტუნავა კოცონზე ჭიაკოკონობას, მათთან ერთად დააცხო ტრადიციული ქართული პასკა, მასტერკლასებშიც ჩაერთო ტრადიციული კერძების მოსამზადებლად, უყურა ტრადიციულ ჭიდაობასაც, ისტორიული ძეგლებიც დაათვალიერებინა, ქართული სიმღერაც მოასმენინა... მერე ჩამოჯდა მათთან ერთად და უამბო საქართველოზე, თავს იწონებს კახეთით, როგორი იყო სხვადასხვა პერიოდის გავლენა და როგორია დღეს. ეს მისთვის მნიშვნელოვანია და ამბობს, უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ბოთლში ჩამოსხმული ღვინო, ღვინის ფასი კი უკვე გითხარით ნამდვილად იცის - ჯერ პაპისგან, მერე მამისგან და ახლა უკვე თავადაც...ღვინის დეგუსტაციაღვინის ისტორიები უხვად აქვს: დუღაშვილების ქვევრზე დამღა შეინიშნება, ხარისხის ეს ნიშანი ქართულ მეთუნეობაში გვხვდება. თურმე დამღას თიხისგან ამზადებდნენ და ის მხოლოდ მექვევრე ოსტატს ეკუთვნოდა, მემკვიდრეობით არ გადაიცემოდა. ყოველი მექვევრე დამღის დადების უფლებას თავად შრომითა და გამოცდილებით მოიპოვებდა.

„ღვინის ეზოს'' მარანში 6 ზედაშე ქვევრია, სტუმრებს სიამოვნებით უხსნიან ზედაშეს მნიშვნელობას, რას ნიშნავს ეს ქართული კულტურისთვის... „თუ მარანში ზედაშე არ არის, მას არ შეიძლება ვუწოდოთ მარანი“ - იკითხება სულხან-საბას ლექსიკონში. ზედაშე - წმინდა ადგილია ოჯახში, რომელსაც სალოცავად იყენებდნენ; ზედაშეს ქვევრში ეკლესიისთვის შესაწირი ღვინო მზადდებოდა; ხშირად ზედაშის ქვევრი წინასწარვე იყო განკუთვნილი რომელიმე დღესასწაულისათვის, მაგალითად, გიორგობისთვის, მარიამობისთვის, შობისთვის…

„ჰოლანდიის ჩრდილოეთით ვცხოვრობდი და სტერეოტიპული მოსაწევის დედაქალაქიდან, ამსტერდამისგან სრულიად განსხვავებული გარემო დამხვდა, სულ სხვა აგროკულტურა იყო, შევხვდი გახსნილ, თავისუფალ ხალხს, ვსტუმრობდი იქაურ უბრალო ადამიანებს. მაინტერესებდა, როგორ ცხოვრობდნენ, რა იყო მათი ტრადიცია, ეთნოსი და მივხვდი რომ ეს არის ნამდვილი ტურიზმი, ეს არის შესაძლებლობა გაიგო როგორ ცხოვრობს ადგილობრივი მოსახლეობა“, - ამბობს თიკა.ღვინის ეზო კახეთშიმხოლოდ ინტუიცია მაინც არ არისო საკმარისი, ადგა და გიდების სკოლაში ისწავლა. აქ კიდევ სხვა თვალით შეხედა ტურიზმს, შეისწავლა თანამედროვე ბაზრის მოთხოვნები და სერტიფიცირებული გიდიც გახდა. ბევრი ქვეყანა მოიარა და იცის, რომელ ქვეყანაში რა უნდათ. ამ მოთხოვნებს კი საკუთარ შეთავაზებებში აუცილებლად იყენებს, ამიტომაც შეძლო მთელი კახეთის ერთ ეზოში მოქცევა და სტუმრების მოზიდვა.ღვინის ეზოახლა გეგმები აქვს, საქმეს განვითარება სჭირდება, დასაქმებაც მნიშვნელოვანია და ამ პროცესში ადგილობრივების ჩართვაც განიზრახა. საჯინიბოს მოწყობას გეგმავს, პროექტიც უკვე თითქმის მზად აქვს და გრანტის მოძიებას ცდილობს. მანამდე ისევ საკუთარი ხელით მოწყობილ-გალამაზებული ორი ოთახი Booking-ზე განათავსა და შრომამ დააჯილდოვა კიდეც, შეკვეთებიც უკვე მიიღო. ახლა ისევ მოლოდინშია - გააცნოს საქართველო ახალ სტუმრებს.


მსგავსი
05 January 2018

სპეციალური მიმართვა გუდაურის ვიზიტორებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. "ძვირფას...

18 September 2017

ჭილის ტბა - თბილისის ყურისძირში

თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა. ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ და...

09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის ...

07 March 2017

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უ...

15 February 2017

ისრაელში ცეცხლის გარდამოსვლის დღისთვის განსაკუთრებული წესები იმოქმედებს

2017 წელს ცეცხლის გადმოსვლის ცერემონია გაიმართება 15 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში. ათასობით მომლოცველი დ...

09 February 2017

საუკეთესო ადგილები ზვიგენთან ერთად ცურვისთვის

მოგზაურობის, წყალქვეშა აქტივობების და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ზვიგენე...

06 February 2017

10 ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულება მსოფლიოში

კლასიკური, მყუდრო ადგილები, სადაც ნამდვილ სიყვარულს შეიგრძნობთ - National Geographic-ი ყველაზე რომანტიული ტურისტული მიმართულებე...

30 January 2017

5 საუკეთესო ადგილი მარტო მოგზაურობის მსურველი ქალებისთვის

"ჭამე, ილოცე, შეიყვარე" - ეს ერთ-ერთია იმ ფილმებიდან, რომელიც არაერთი ქალისთვის შთაგონება გამხდარა. თუ თქვენც ასეთი ქ...

26 January 2017

10 საუკეთესო მუსიკალური ფესტივალი 2017 წლის ზაფხულისთვის

მზე, მუსიკა, მეგობრებთან ერთად გართობა - ეს იდეალური ზაფხულია. თუ აქტიური დასვენების მოყვარული ხართ და საზაფხულოდ ევროპაში მოგზ...

18 January 2017

10 საუკეთესო კუნძული თაფლობისთვის გასატარებლად

დაგვეთანხმებით, რომ საქორწინო მოგზაურობა უნდა იყოს დასამახსოვრებელი, თუმცა საუკეთესო მიმართულების შერჩევა ზოგჯერ საკმაოდ რთულია...