30 April 2018
  • 5465 ნახვა

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები.

სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩიე, სადაც აეროპორტიდან გასვლისთანავე მივხვდი, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება მივიღე. კვიპროსის დედაქალაქი ნიქოზიაა, რომლის ნაწილიც თურქეთის მხარეს ეკუთვნის. ადგილობრივები ძალებს არ იშურებენ დასახმარებლად. ინგლისური ყველა ასაკის ადამიანმა იცის.

ტრანსპორტი:  ლარნაკას აეროპორტიდან გამოსული ქალაქში გასასვლელად აეროპორტის მეორე სართულზე  უნდა ახვიდეთ, სადაც ავტობუსების გაჩერებაა. ქალაქისკენ  N 425 და N429 ავტობუსები დადის...  სატრანსპორტო სისტემა ცოტა მოუწესრიგებელია. საზ. ტრანსპორტი საათში ერთხელ დადის, თუმცა ხანდახან შეიძლება არც მოვიდეს : ) ქალაქში მგზავრობა 1,50€ ღირს. ნებისმიერი სასტუმრო ჰკითხეთ მძღოლს, მე ზუსტად სასტუმროსთან გამიჩერა და ძალიან მარტივად მივედი. ჩემი სასტუმრო  (Larco Hotel) ცენტრთან ახლოს იყო, საზ.ტრანსპორტის გამოყენება მხოლოდ
აეროპორტისათვის მომიწია. გირჩევთ ფეხით შემოიაროთ მთელი ლარნაკა.

ლარნაკა

 კვიპროსზე ქალაქებს შორის გადაადგილება ძალიან მარტივია. ჩემი რჩევაა, კვიპროსზე თქვენი სტუმრობა მხოლოდ ლარნაკას მონახულებით არ შემოიფარგლოს.

კვიპროსი

ლარნაკა

წმ.ლაზარეს ტაძარი

ლარნაკა - ნიქოზია 

ლარნაკადან ავტობუსები სხვადასხვა ქალაქებში ფინიკუდესის სანაპიროზე მდებარე გაჩერებიდან გადიან. კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ჩასვლა დაგეგმილი მქონდა, თუმცა ნაციონალური მარშის გამო, რომელიც ყოველი წლის 25 მარტს ტარდება, გზები გადაკეტეს და დაგეგმილ დროს ვერ წავედი. ვიფიქრე, ამ საღამოსაც  დავრჩი ლარნაკაშითქო:) საღამოს გზა დროზე ადრე გაიხსნა და გამოჩნდა intercity-ს ავტობუსი, რომელიც ნიქოზიასკენ მიაშურებდა : ) აქაც გავიფიქრე, რომ ძალიან მიმართლებდა მარტო მოგზაურობაში. სასწრაფოდ ავფრინდი ავტობუსში, იმდენად გვიანი იყო, არ ვიცოდი უკან დავბრუნდებოდი თუ არა, მთავარია დანიშნულების ადგილას მოვხვედრილიყავი. ლარნაკადან ნიქოზიაში ზუსტად 1 საათში ჩავედი. 2 გზის ბილეთი 7€ ღირს, თუ 1 გზას იყიდით - 4€. თუ ორი გზის ბილეთს იყიდით, ბილეთი აუცილებლად შეიანახეთ, რათა შემდეგ გზაზე აჩვენოთ მძღოლს. შეგიძლიათ intercity-ს ნებისმიერ ავტობუსს გამოყვეთ. აუცილებლად ჰკითხეთ ან გამოართვით მძოლს განრიგი, ჩემსავით ბოლო რეისს რომ არ გაჰყვეთ, ისიც შემთხვევით))) ნიქოზიამ დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია ჩემში. როგორც ადილობრივმა მითხრა, ნიქოზია ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია და ძალიან ჭირს სამსახურის შოვნაო...საკმაოდ ძვირი იყო საკვები ობიექტები, რომლის ფასებსაც ვერც შევადარებ ლარნაკას.

ნაციონალური მარში- ლარნაკა

ნიქოზია -ლარკანაკვება/ვაჭრობა :

ტურისტებისათვის ლარნაკა საკმაოდ იაფი ქალაქია, როგორც კვებისათვის, ასევე -  ვაჭრობისთვის.  ლარნაკაში რამოდენიმე რესტორანი და კაფე უნდა გამოვყო მომსახურებით და ფასებით. Ocean Basket & Alexander Restaurant Larnaca ორივე ფინიკუდესის სანაპიროს რესტორანთა სიაშია. ძალიან გემრიელი სალათი შეგიძლიათ მიირთვათ სულ რაღაც 4 ევროდ Λαζαρής - Lazaris BakeryBar -ში, სუპერ სტაფის მომახურებით, განსაკუთრებით ბარმენის დასამახსოვრებელი ვიზუალით.))) ყავის J) Lazaris Bakery Bar - წმ. ლაზარეს ტაძრის მიმდებარედ მდებარეობს.

ლარნაკა - აია ნაპა

ადგილი, რომელიც იბიცას შემიძლია შევადარო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ აია ნაპა ძალიან იაფია. ლარნაკადან 50 წუთში ხართ აია ნაპაზე. კვიპროსზე ჩასულები აია ნაპაზე აუცილებლად უნდა მოხვდეთ. ლარნაკადან აია ნაპაზე კვლავ INTERCITY-ს ავტობუსით წახვალთ, რომელიც ფინიკუდესის გაჩერებიდან მიდის. ორი გზა 7€. ლარნაკადან ჩასული ავტობუსი აია ნაპაზე პარკთან აჩერებს, აქედან ახლოს არის ავტობუსის გაჩერება, რომელიც ფანტასტიურ ნისი ბიჩთან გაივლის, რადგან მე ძალიან მეჩქარებოდა და თითოეულ წუთს ვითვლიდი და არც ჩანდა ტრანსპორტი, ტაქსით წავედი - 8 ევროდან 4 ევროზე ჩამოვიყვანე ტაქსის ტარიფი)))

აია ნაპა, კვიპროსი მარტის შუა რიცხვებში, ამინდი იყო სასწაული. ლურჯი ზღვა, მზე... ნაკლები ტურისტი და სიწყნარე... მხოლოდ იმას გაფიქრებს, რომ კვიპროსი ის ადგილია, სადაც კიდევ ერთხელ და არა ერთხელ, აუცილებლად უნდა დაბრუნდე, თუნდაც მარტო. ნისი ბიჩზე მდებარე მხოლოდ ერთი რესტორანი იყო ღია, სადაც ძალიან მისაღები ფასებია. ქალაქში მხოლოდ რამოდენიმე კაფე ფუნქციონირებდა.

aia napa

მოკლედ, აია ნაპა არის ის ადგილი, სადაც ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები. ერთადერთი, რაზეც გული ძალიან მწყდება პაფოსის ნახვა ვერ მოვასწარი:( კიდევ ერთი მიზეზი, რატომ შეიძლება დავბრუნდე კვიპროსზე. მარტო მოგზაურობა, თან კვიპროსზე - არის ის, რასაც ვერანაირი საჩუქარი შეედრება.


მსგავსი
18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...

08 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 2 - ბონი

როცა მოგზაურობის შანსი გეძლევა და ხვდები შენთვის სასურველ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ერთი ქალაქით არ უნდა დაკმაყოფილდე რამდე...

02 May 2017

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმც...

10 April 2017

ევროპის ნაკლებად ცნობილი საზაფხულო მუსიკალური ფესტივალები

ზაფხულის ბუნიობა, რეიკიავიკი, ისლანდია 16-19 ივნისი ფართი, რომელსაც არასდროს სძინავს! &n...

31 March 2017

ჯადოსნური დღესასწაული პოლონეთში

უვიზო მიმოსვლამ ევროპაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააადვილა. პოლონეთის მიმართულებით მოგზაურობა საქართველოდან მარტივიცაა და საკმაოდ...