turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

14 ნივთი, რომელიც ყველა მოგზაურის ხელბარგში უნდა იყოს

travel-essentials-numbered1 რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მხოლოდ თვითმფრინავის ტრაპზე ასულს და სავარძელში გემრიელად მოკალათებულს გაგხსენებიათ, რომ რაიმე აუცილებელი ნივთი ჩემოდანში ჩადეთ და არა ხელბარგში? იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილოთ, ჩვენ აუცილებელი ნივთების სიას გთავაზობთ. 1. სათვალე 2. სათვალის მყარი ბუდე - იმისათვის, რომ შემთხვევით ჩვენი ძვირფასი (ან არც ისე) სათვალე არ გატყდეს. დამეთანხმებით, სათვალის ყიდვა საკმაოდ შრომატევადი პროცესია და მოგზაურობისას ზოგჯერ ამისი დრო საერთოდ არ გვაქვს. 3. წიგნი - საკითხავად. ან ქინდლი, ან ნუკი. შეიძლება ჟურნალიც. რაიმე მსუბუქი და გასართობი. წითხვისას დრო ძალიან სწრაფად გადის. 4. დამატებითი წყვილი ფეხსაცმელი - მოსახერხებელი, რბილი, დაკეცვადი "ბალეტკები". თუ ბევრ სიარულს აპირებთ, აუცილებლად ჩააგდეთ. იმ შემთხვევაშიც გამოგადგებათ, თუ ბარგი დაიგვიანებს ან დაიკარგება.
5. ყურსასმენები -  არასოდეს იცი, ვინ მოხვდება შენს გვერდით სავარძელზე, ან როდის დაიწყებს ჭირვეული ბავშვი ტირილს.
6. ფოტოკამერა - ბარგში კამერის ჩაბარება არც ისე კარგი იდეაა. არასოდეს იცი, რისი გადაღება მოგინდება. მგზავრობისას, როცა დრო გაქვს, შეიძლება ფოტოების გადასათვალიერებლად და დასახარისხებლადაც მოიცალო. როგორც წესი მოგზაურობისას გადაღებული ფოტოების 1/4 მაინც წასაშლელია. ან ბევრი ერთნაირი კადრია და საუკეთესოს არჩევას საჭიროებს.
7. მაკიაჟის ჩანთა- სადაც ყველაზე-ყველაზე აუცილებელი ნივთები დევს. მათ შორის travel size სახის კრემი და ჰიგიენური პომადა. აქვე - ტკივილგამაყუჩებელი და ის წამლები რაც შეიძლება უცებ დაგჭირდეს.
8. ლეპტოპის დამტენი.
9. სასუსნავი - რაიმე მცირე ზომის და კალორიული. ტკბილი სტრესის მოხსნის საუკეთესო საშუალებაა, გაძლევს  ენერგიას და საერთოდაც, გემრიელია.
10. დამატებითი ბატარეა მობილურისთვის - თანამედროვე სმარტფონები უამრავ ფუნქციას ასრულებენ იმისათვის, რომ უყურადღებოდ დატოვოთ და დამატებითი ენერგიის წყარო არ გაითვალისწინოთ.
11. საფულე და დოკუმენტები.
12. საღეჭი რეზინი - ყურების დაგუბების საუკეთესო წამალია აფრენისას და დაფრენისას საღეჭი რეზინის ღეჭვა.
13. ხელის სადეზინფექციო საშუალება - ტურისტის საუკეთესო მეგობარი. 14. დამატებითი მაისური/ჟაკეტი - კონდიცირებას რომ თავი დავანებოთ, არასოდეს იცი, რითი შეიძლება უცებ დაგესვაროს ან/და გამოსაცვლელი გაგიხდეს. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
28 %
გააჩნია მიმართულებას
33 %