Turebi Ge

საბერძნეთი - მეტეორას მონასტრები

"ცასა და დედამიწას შორის გამოკიდებული" მეტეორას მონასტრები ის ადგილია, რომელიც საბერძნეთის მონახულებისას must visit ადგილებში შედის. აქ სამონასტრო ცხოვრება X-XI საუკუნიდან დაიწყო და 1988 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს. სამონასტრო კომპლექსში 24 ეკლესია-მონასტერი შედის, აქედან კი მოქმედი მხოლოდ ექვსია. ტაძრები ქვიშაქვის კლდოვან მასივებზეა აღმართული და ერთი შეხედვით მათ ბუნებრივ გაგრძელებას წააგავს. ნისლიან ამინდებში ისინი თითქოს ზეცაშია გამოკიდებული  - სწორედ აქედან მოდის მათი ბერძნული დასახელებაც.

 

8048362019_b9d07e4d9b_z

 

მეტეორას დამაარსებელი ბერები თავდაპირველად გამოქვებულებში ცხოვრობდნენ. შემდეგ ნელ-ნელა დაიწყეს მაღალ კლდეებზე მონასტრების მშენებლობა, რამაც დღევანდელ სურათამდე მიგვიყვანა. ძნელია იმის წარმოდგენა, რამხელა ჯაფა დაადგათ ამხელა კლდეებზე საშენი მასალების ასაზიდად.

 

Agios_Nikolaos_Anapafsa

  Roussanou_Monastery_Meteora_-_Greece

 

რა უნდა გავითვალისწინოთ მეტეორაზე მოგზაურობისას?

  • აქ მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი გაზაფხული და შემოდგომაა
  • გზადაგზა ძალიან ბევრი სერპანტინია, ამიტომ, თუ მგზავრობისას ცუდად ხდებით, ჯობია წინასწარ მიიღოთ ზომები
  • მონასტრებში შესვლა ფასიანია - რამოდენიმე ევრო ღირს. საფასურს ადგილზე იხდით.
  • ჩაიცვით შესაბამისად - ვინაიდან მონასტრები ფუნქციონირებს, წესები ისეთივეა, როგორც ყველა ტაძარში - გრძელი კაბა და თავსაფარი (შარფი) .

 

8048353202_40c0d498dc_z

8048356490_99bd4001c3_z 

8048362861_3e0eb63ff4_z

 

სამონასტრო ცხოვრება აქ ყველაზე აქტიური XV-XVI საუკუნეებში იყო, შემდეგ ნელ-ნელა განიცადა უკუსვლა. დღეს, როგორც აღვნიშნეთ, სულ ექვსი მოქმედი ტაძარია : ფერისცვალების მონასტერი (დიდი მეტეორა), წმინდა ბარბარეს მონასტერი (რუსანუ), ღირსი ვარლაამის მონასტერი (ყოველთა წმიდათა), წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის მონასტერი, წმინდა სტეფანეს მონასტერი და წმინდა სამების მონასტერი.

 

8048362994_8326717061_z

 

მონასტრები ვიზიტორთათვის ღიაა დილის ცხრიდან შუადღის 1 საათამდე და შუადღის სამიდნ 5 საათამდე (ზაფხულის და ზამთრის სეზონზე, შესაბამისად). ყველა მონასტერს საკუთარი "დასვენების დღე" აქვს, ამიტომ ვიზიტი წინასწარ უნდა დაიგეგმოს მონასტრის კალენდრის შესაბამისად. შაბათ-კვირას ყველა მონასტერი ღიაა.

 

8048364717_08b7c355c7_z

8048366054_342397055d_z

201311082127541092

cliffs-of-meteora-photo-there-are-six-monasteries-built-on-the-rocks-of-meteoragreece_meteora_monastery_5   meteora-03

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
31 %