turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
Turebi Ge
მთა date 22 ოქტომბერი 2015 count 7102

თუშეთი ჩაბუდებული ბუნების სული

თუშეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. იქ, ზამთარში  თოვლი  5–6 თვის განავლობაში არ დნება. ხოლო ზაფხულში ტემპერატურა  14-15 გრადუსია. თუშეთის ჰავა კონტინენტურია.  სეტყვა იშვიათი მოვლენაა,  ხორხოშელა კი   უფრო ხშირადაა. თუშეთის ფლორა  მრავალფეროვანია, მდიდარია ენდემური და უძველესი სახეობებით. თუშეთის ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 32000 ჰა-ს. ძირითადად გავრცელებულია  ფიჭვნარი და არყნარი. თუშეთის ტყეებში და მათ გარეთაც მრავლადაა კენკროვანი და ტყის ხილის მცენარეულობა. თუშეთის ტყეები სხვა ნიშნითაცაა უნიკალური– იქ არის ტყის ისეთი ტიპები, რომლებიც სხვაგან თითქმის არ აღნიშნულა: არყნარ-ფიჭვნარი სუბალპური ბალახეულით, არყნარ-ცაცხვნარი ბუჩქნარებით, ფიჭვნარი დეკათი და სხვა.  ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე გვხვდება, რაც კავკასიისათვის უნიკალური შემთხვევაა. თუშეთის აზიდულ მთებში ბინადრობს  ჯიქი, რომელიც მთელ კავკასიაში ერთეული ინდივიდების სახით არის შემორჩენილი  და  წითელ წიგნშია შეტანილი. თუშეთში ტბები ძალიან ცოტაა და ზომითაც პატარებია. მათგან აღსანიშნავია ორეთის (უძირო) ტბა, რომელიც ტურისტებისთვის შედარებით ადვილი მისასვლელია. თუშეთში ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი თებულოსმთაა 4492 მ , ყველაზე დაბალი  კი 1490 მ – მდინარე თუშეთის ალაზანი ,  დაღესტნის საზღვართან.  

1

8a0a96e04411

40d59820a0c7e860652c6527768a495fმთა-თუშეთი.

1434705460_94363

1438240383_0

1438240383_7

a13fde47b2434c769f538dca0ef12f37

abanoebi-tushet

dd634719df06

img_0224

maxresdefault

Oct-24_2014_500

p18aqameud2boicl1pa11nve117p5  tusheti-036

tusheti-047

tusheti-0171

Tusheti_Road

მსგავსი სიახლეები