turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

გრანადას გამოქვაბულების ბოშები

ესპანეთში, ქალაქ გრანადაში ერთი საოცარი უბანია - მიტოვებულ გამოქვაბულებში განსაკუთრებული ადამიანები ცხოვრობენ.

გრანადაში, საკრომონტეს უბნის მიღმა გორებზე მიტოვებული გამოქვაბულების ქალაქია შეფენილი, სადაც გამოქვებულის ბოშების საზოგადოების (Roma (gypsy) cave community) წევრები ცხოვრობენ. 500 წლის წინ აქ ნამდვილი ბოშები ოჯახებად ცხოვრობდნენ, ბოლო წლებში კი მსოფლიოს ყველა კუთხიდან მოაწყდნენ მოგზაურები. აქ არიან თანამედროვე ბოშები, ჰიპები, უბრალოდ, განდეგილები, რომლებმაც უარი თქვეს საზოგადოებაში ცხოვრებაზე და აქ გადმოსახლდნენ. ამჟამად აქაურობა ტურისტების საყვარელ სანახაობადაა ქცეული.  30-40 ადამიანი აქ მუდმივად ცხოვრობს, დანარჩენები მოდიან, რამოდენიმე თვე ჩერდებიან და შემდეგ გზას აგრძელებენ. გამოქვაბულების უმეტესობას ელექტროენერგია მიეწოდება - სადენებით ან აქვე დამონტაჟებული მზის ბატარეების ხარჯზე. ზოგიერთ მათგანში ტელევიზორსაც შეხვდებით. გამდინარე წყალი და საპირფარეშო ხშირად საერთო აქვს რამოდენიმე მეზობელს. აქ შეგიძლიათ თქვენც მიხვიდეთ, რომელიმე მათგანი აუცილებლად შეგიპატიჟებთ საკუთარ გამოქვაბულში. ღამის გათევა უფასოა, საკვებიც. აქ მცხოვრებთა უმეტესობა ფულს საზოგადოებრივადგილას დაკვრით, ან სხვა ნიჭის საშუალებით შოულობს. sacromonte-cave-community-1200x1200ასე გამოიყურება გამოქვაბულები დღეს.   sacromonte-cave-hallway-1200x1200ხედი გამოქვებულის შიგნიდან. sacromonte-cave-home-1200x1200ამ გამოქვებულის კარის ზემოთ მზის ბატარეაა დამონტაჟებული. sacromonte-cave-kitchen-1200x1200სამზარეულო - პატარა და ფერადი. როგორც ხედავთ, ელექტროდენი აქაც არის.   sacromonte-granada-view-1200x1200ასეთი ხედები იშლება გამოქვებულების ქალაქიდან. sacromonte-gypsies-luis-1200x1200ეს ლუისია, კანარის კუნძულებიდან. sacromonte-gypsies-senegal-1200x1200ეს კი ელა, რომელიც აქ სენეგალიდან ჩამოვიდა. sacromonte-gypsies-sorina-1200x1200ორინა, რუმინეთიდან  - დღეს საკვებს ის ამზადებს. sacromonte-gypsies-tania-1200x1200ტანია, ესპანეთიდან და მისი ძაღლი ვანდა. sacromonte-gypsy-cave-1200x1200სახლები მართალია პატარაა, მაგრამ აქ არსებული მეგობრული, მხიარული და ტავისუფალი ატმოსფერო ისაა, რასაც ყველა მოგზაური ეძებს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
29 %
გააჩნია მიმართულებას
32 %