თოჯინების მისტიური კუნძული მექსიკაში

მექსიკაში, დედაქალაქიდან სამხრეთით პატარა კუნძული  - “La Isla de la Munecas” მდებარეობს, რომელის ესპანურიდან თარგმანში "თოჯინების კუნძულს " ნიშნავს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტურისტული ატრაქციონია. ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა განდეგილი, სახელად ჯულიან სანტანა საცხოვრებლად ამ კუნძულზე გადმოვიდა. მან გაურკვეველი მიზეზის გამო მიატოვა ცოლი და ცხოვრების უკანასკნელი 50 წელი განდეგილობაში გაატარა.   07905336-3d89-4055-8513-f5506996e534d9f0798012222bd1e2e6b54674fbbc27_large   dolls isla de las munecas   ლეგენდის მიხედვით, ამ კუნძულზე სასირნოდ სამი პატარა გოგონა მოვიდა. შემთხვევით ერთ-ერთი მათგანი დაიხრჩო, ხოლო მისი სული ამ დგილებში დარჩა და გამვლელებს "აწუხებდა". ჯულიანი ის ადამიანი იყო, ვინც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბავშვი იპოვა და ვერ შეძლო მისი გადარჩენა (თუმცა ოფიციალური წყაროებით ეს არ დასტურდება). შემდეგ კი მდინარეზე მოტივტივე თოჯინა დაინახა, ჩათვალა რომ გოგონას ეკუთვნოდა და ხეზე დაკიდა. შემდეგ, გარდაცვლილი გოგონას სულის დასამშვიდებლად თოჯინების შეგროვება და გამოფენა განაგრძო.  ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ჯულიანი ამ კუნძულს ტოვებდა, ახალი თოჯინების შეგროვება იყო. ეძებდა ნახმარ თოჯინებს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა, ხშირად საჭმელშიც კი ცვლიდა.   imageIMG_0805_2.img_assist_custom-600x450   isla.munecas.3isla.munecas.4   Isla-De-Las-Munecas_3   munecas-1-624x467 სამწუხაროდ ჯულიანი 2001 წელს გარდაიცვალა. ცხედარი მისმა ნათესავმა იპოვა ზუსტად იმავე ადგილას, სადაც ოდესღაც გოგონა დაიღუპა.  ჯულიანის გარდაცვალების შემდეგ თოჯინების მოტანა ვიზიტორებმა გააგრძელეს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %