ტაიტი - საფრანგეთის პოლინეზიის მარგალიტი

თვალწარმტაცი პლაჟები, მუქი, ვულკანური წარმოშობის ქვიშა, კამკამა ლურჯი ოკეანე და კაშკაშა მზე ღია ბარათის პეიზაჟს მოგვაგონებს. ყველაფერს ამას ფრანგულ პოლინეზიაში, ტაიტიზე იპოვით. ტაიტი — კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, საფრანგეთის პოლინეზიაში მდებარე საზოგადოების კუნძულთა ჯგუფში (Îles de la Société). ეს მთაგორიანი კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით.,

 

 15102518244_628b28e36b_z

 

უამრავი პატარა სასტუმრო, სტუმართმოყვარე მასპინძლები და საოცარი ბუნება დასვენების იდეალურა ადგილად აქცევს აქაურობას.

 

15103000313_13283a7b88_z

 

აქ ერთადერთი ოფიციალური ენაა ფრანგული, თუმცა ადგილობრივ, ტაიტურ ენაზე მოსაუბრეც საკმაოდ ბევრი მოქალაქეა. კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს დედაქალაქი პაპეეტე. აქაა ერთადერთი აეროპორტი მთელს რეგიონში, ქალაქის ცენტრიდან 5 კმ-ით მოშორებით.

 

  15103021263_3b9bdf27b4_z   15103154343_bd04280b2d_z კუნძულის შიდა ნაწილში ულამაზესი ტყე და ხეობებია.

 

15103166123_9ba63c1918_z15536392759_0708c117d6_z

 

ნოემბრიდან აპრილამდე, ტაიტიზე სველი სეზონია. ყველაზე წვიმიანი თვე იანვარია (335 მმ). უმშრალესი თვეა აგვისტო (48 მმ). საშუალო წლიური ტემპერატურაა 21 °C - 31 °C. ტემპერატურის ყველაზე დაბალი, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირებულია 16 °C, ხოლო ყველაზე მაღალი 34 °C. ტაიტიზე მდებარეობს ფააას საერთაშორისო აეროპორტი. ძირითადი ადგილობრივი ავიაკომპანიაა ეარ ტაიტი ნუი. გადაადგილების კიდევ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა ბორანი.

 

15536588619_056cee823a_z   15536731269_861a3906d4_z   15537004158_751290cf71_z   15537612810_e144b6c65d_z   15537779530_7865ff1be8_z ტაიტის ცენტრალური ნაწილი თითქმის დაუსახლებელია. აქ განსაკუთრებით ბევრი პატარა ნაკადულია. 15698796506_4ba9e64dbe_z   15698918106_a10506d6cc_z   15698926936_6801955cd1_z   15720367151_4f7912ddfc_z   15724190712_7628727a56_z

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %