ჩინეთის წითელი სანაპიროები

ყოველ წელს, შემოდგომობით, შუანტაი-ჰეკოუს ნაკრძალში, ლიაოჰეს მდინარეზე, ჩინეთში განლაგებული პლაჟი წითელ ფერში იღებება. პლაჟის სახელიც აქედან მომდინარეობს - პანჯინის წითელი სანაპირო. ეს სანაპირო ქალაქ პანჯინიდან 30 კილომეტრში, სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. საიდან მოდის წითელი შეფერილობა? საქმე იმაშია, რომ ლიაოჰეს ნაპირები ზღვის წყალმცენარით -  Sueda-თია მოფენილი. ზრდის პერიოდში -აპრილიდან მაისამდე ისინი ჩვეულებრივ მწვანე ფერისაა, ხოლო სექტემბრის დასაწყისიდან, როცა ჭკნობას და კვდომას იწყებენ, წითლად იღებებიან. სწორედ ამ დროს აწყდება აქაურობას ტურისტების უზარმაზარი ნაკადი. ფოტოებზე კარგად ჩანს წითელი ხალიჩა, რომელიც კილომეტრების მანძილზე გადაჭიმული.

 

article2889

panjin-red-beach-001   panjin-red-beach-003

 

სანაპირო ნაკრძალის ტერიტორიის ნაწილია, რომელიც 600 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული. ნაკრძალის უდიდესი ტერიტორია მნახველებისთვის დახურულია და მხოლოდ მის მცირე ნაწილზე შეიძლება შესვლა, სადაც ტურისტებისთვის აშენებულია ხიდები, დასასვენებელი ადგილები, პანორამული მოედნები და ა.შ. მხოლოდ ეს პატარა ტერიტორიაც კი საკმარისია ბუნების სილამაზით დასატკბობად და მასშტაბების აღსაქმელად. წყალმცენარეები სილამაზის გარდა ძლიან სასარგებლოებიც არიან. მათ შემადგენლობაში შედის აგარ-აგარი, რომელიც საკონდიტრო საქმეში გამოიყენება სუფლეს, მარმელადის, ზეფირის, ჯემის და კონფიტიურის დასამზადებლად. ის მდიდარია ვიტამინებით და ისეთი მიკროელემენტებით როგორიცაა  იოდი, რკინა, კალციუმი.  

 

panjin-red-beach-004   panjin-red-beach-005panjin-red-beach-007   panjin-red-beach-009???????????????????????????????????? ,

 

აქ მსოფლიოში ყველაზე დიდი ლერწმის ჭაობი მდებარეობს, სადაც უამრავი უნიკალური ეკოსისტემაა, ხოლო თუ გაგიმართლებთ, შეიძლება იაპონურ წეროებს მოკრათ თვალი.  

 

  panjin-red-beach-015   panjin-red-beach-018   

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %