ტბა კადოს ზღაპრული პეიზაჟები

ტბა კადო, რომელიც ტეხასის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში, ლუიზიანას საზღვართანაა განლაგებული, ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და იდუმალებით მოსილი ტბაა. აქაური პეიზაჟები ერთი შეხედვით პრეისტორიულ ეპოქას მოგვაგონებს. ძველი, უზარმაზარი ხეები, ტოტებზე ჩამოკიდებული ხავსი და იმის შეგრძნება რომ რომელიმე მოსახვევს იქით დინოზავრი შემოგვეფეთება.ტბა სრულიად შემთხვევით შეიქმნა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, როცა მდინარე რედრივერი ხეების და სხვა ბუნებრივი ნაგვის  გიგანტური საცობით ჩაიხერგა.  კადოს ტომის ინდიელების თქმულებების მიხედვით კი ტბა ძლიერი მიწისძვრების სერიის შემდეგ ჩამოყალიბდა. სწორედ მათ სახელს ატარებს ეს ტბაც. დღეს ეს ტერიტორია დაცული ტერიტორიების ნუსხაში შედის.   article2167   caddo-lake-001caddo-lake-002კადოს ტბის ფართობი დაახლოებით 106 კვადრატული კილომეტრია. აქ 190 სახეობის ხე და ბუჩქი, 75 სხვადასხვა სახეობის ბალახოვანი მცენარე და ლიანების 42 სახეობა იზრდება. მცენარეულობის გარდა აქაურობა ფაუნითაც მდიდარია - მარტო ჩიტების 220 სახეობას ვხვდებით. ფაუნის მრავალფეროვნებიდან 45 სახეობა გადაშენების პირას მდგომ ან იშვიათ სახეობებს მიეკუთვნება.მაგრამ ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობა აქ ქვიპაროსების ტყეებია, რომლებიც ყველაზე დიდები არიან მსოფლიო მასშტაბით. ზოგიერთი მათგანის სიმაღლე 50 მეტრს აჭარბებს. ხეების უმეტესობის ასაკი მინიმუმ 100 წელია, ხოლო ზოგი მათგანი 700 წელსაც  ითვლის.   caddo-lake-003   caddo-lake-004   caddo-lake-005   caddo-lake-006   caddo-lake-007 ის კვიპაროსები, რომელბიც წყალში იზრდებიან, ხშირად იკეთებენ სპეციფიურ წანაზარდებს, რომლებსაც "კვიპაროსების მუხლებს" ეძახიან. მეცნიერები არ არიან დარწმუნებულები, რა ფუნქციას ასრულებენ ეს გამონაზარდები. ზოგი თვლის, რომ წყალში მდგომ მცენარეს სიმყარეს აძლევს, რომ ძლიერმა ქარმა არ მოგლიჯოს, ზოგი კი ჟანგბადის წყაროდ მოიაზრებს. caddo-lake-008   caddo-lake-009   caddo-lake-010კვიპაროსების ტოტებიდან ხავსებია ჩამოწოლილი, რომლებიც ზაფხულში რუხი, ხოლო ზამთარში ხასხასა მწვანე ფერისაა. ტბის წყალი კამკამა და სუფთაა, სიღრმე სამი მეტრია და ნავით გადაადგილებისას თევზების შემჩნევაც არ წარმაოდგენს პრობლემას. ტბის ზედაპირის დიდი ნაწილი მწვანე მცენარეების ფენითაა დაფარული, რაც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ჭაობში მოგზაურობთ. ალაგ-ალაგ ლოტოსის ულამაზეს ყვავილებსაც შეხვდებვით, caddo-lake-012   caddo-lake-013   caddo-lake-016   caddo-lake-018ტბის ნაპირას ქალაქი Uncertain მდებარეობს,. სახელწოდება თარგმანში "გაურკვევლს" ნიშნავს. ეს ქალაქი, რომელიც დალასიდან სამი საათის გზაზე მდებარეობს, მხოლოდ ტურისტების და ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს. აქ უამრავი ხალხი ჩამოდის კვიპაროსების ტყის სანახავად. სურვილის შემთხვევაში შესაძლლებელია ბუნგალოს და ძრავიანი ნავის დაქირავება.  ტბაზე რეგულარულად ეწყობა ექსკურსიები. caddo-lake-019   caddo-lake-021   caddo-lake-022
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %