ზამთრის სეზონი ახალი კურორტებით - რა ფასები იქნება გოდერძის და თეთნულდის კურორტებზე

წლევანდელ ზამთრის სეზონს საქართველო ორი ახალი კურორტით ხვდება. ბაკურიანის და გუდაურის გარდა, დამსვენებლებს გოდერძის უღელტეხილი და თეთნულდი ელოდება. სეზონი პირველად სწორედ სამცხე-ჯავახეთის და აჭარის დამაკავშირებელ გოდერძის უღელტეხილზე, 5 დეკემბერს გაიხსნება. კურორტი დამსვენებლებს ორ საბაგირო ხაზს შესთავაზებს, ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრი იქნება. რვაადგილიანი საბაგიროს გარდა, დამსვენებლები ექვსადგილიანი ბაბლითაც ისარგებლებს. საბაგიროს დღიური აბონიმენტის ღირებულება 30 ლარი იქნება, ერთი ასვლის ფასი კი 5 ლარი. სტუმრების მისაღებად აშენდა 2 სასტუმრო, რომელიც 26 და 36 ვიზიტორზეა გათვლილი და სასტუმროს ტიპის კოტეჯი, რომელიც მზად არის 72 ადამიანის მისაღებად. სასტუმროს ორადგილიანი ნომრის ღირებულება 60 ლარი იქნება, ოთხადგილიანის - 100 ლარი. ტრანსპორტი კურორტი მიმართულებით ბათუმიდან იმოძრავებს. გოდერძის უღელტეხილი 15 დეკემბერს გაიხსნება სეზონი სვანეთში, თეთნულდზე. აქ ვიზიტორების განკარგულებაში 3 საბაგირო გზა იქნება, რომლის უმაღლესი წერტილიც ზღვის დონიდან 3065 მეტრზეა. სასრიალო ტრასების სიგრძე ჯამში 25 კილომეტრზე მეტია. თეთნულდის ახლოს კოტეჯები ჯერჯერობით არაა აშენებული. ამის გამო, დამსვენებლებს განთავსება მესტიის სასტუმროებში მოუწევთ. კურორტამდე ასასვლელად კი დაახლოებით ნახევარი საათი დასჭირდებათ. tetnuldistrasa-cr-739x428 წყარო: ambebi.ge  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
0 %
B. საერთოდ არ მივმართავ
38 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
63 %