turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ფაიფურის უდაბნო

აშშ-ს სამხრეთით, საკრამენტოს მთებსა და მდინარე რიო-გრანდეს შორის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი უდაბნო მდებარეობს. შეფერილობის გარდა, მისი ქვიშის შემადგენლობაც ძალიან უჩვეულოა. მიუ-მექსიკოს შტატში მდებარე თვალისმომჭრელად თეთრ უდაბნოს აპაჩები "ფაიფურის უდაბნოს" ეძახიან. ის ზღვის დონიდან 1291 მეტრზე მდებარეობს, 710 კვადრატულ კილომეტრ ფართობს იკავებს და აშშ-ს ნაციონალური ძეგლის სტატუსი აქვს. 1-Пустыня Белых Песков в лучах заходящего солнца3-Аппетитные дюны Фарфоровой пустыни3-Аппетитные дюны Фарфоровой пустыни1
ქათქათა თეთრი დიუნები ერთი შეხედვით მარადიულ თოვლს მოგვაგონებს, სინამდვილეში კი  თაბაშირის ერთ-ერთი ნაირსახეობის უწვრილესი კრისტალებისგან შედგება, რომელსაც სელენიტი ეწოდება. როგორც წესი, ასეთი კრისტალები წყალში ისხნება, მაგრამ უდაბნოში  წყლის დეფიციტია, შესაბამისად, მთელი ის თაბაშირი, რომელიც წვიმების შედეგად მიმდებარე მთებიდან ირეცხება, დაბლობზე ჩამოდის და თეთრქვიშიან უდაბნოს ქმნის.  ჩვეულებრივი ქვიშისგან განსხვავებით, სელენიტი მზის სხივს შთანთქმის მაგიერ ირეკლავს, ამიტომ არ ცხელდება და აქ ფეხშიშველი სიარული წელიწადის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი თავისუფლად შეიძლება. თავის წარმოშობას ეს უდაბნო ზღვას უნდა უმადლოდეს, რომელიც აქ ასი მილიონი წლის წინ მდებარეობდა. ზღვა დროთა განმავლობაში ნელ-ნელა დაშრა და წყალში გახსნილი სელენიტი გამოილექა. იმ ადგილას, სადაც წყლის ზედაპირი იყო, სელენიტის სქელი ფენა გაჩნდა. შემდეგ, ტექტონიკური ძვრების შედეგად სან-ანდრეასის და საკრამენტოს მთები წამოიმართა ზედაპირზე, რომლებმაც საშუალება არ მიცეს თეთრ ქვიშას, ქარების შედეგად გაფანტულიყო. გარდა ამისა, ეს მთები უდაბნოს თეთრი ქვიშის მუდმივად განახლებად რესურსს წარმოადგენს.
4-Огромная дюна в пустыне Белых Песков5-Одинокая юкка среди белоснежных песков Фарфоровой пустыни
აქ არსებული დიუნების სიმაღლე ზოგჯერ 18 მეტრამდე აღწევს. დიუნების საშუალო სიგრძე 40 კმ-ა, ხოლო საშუალო სიმაღლე 8 მეტრია. აქაური ქვიშები არასტაბილურია და მუდმივად მოძრაობაში იმყოფებიან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. მოძრავი ქვიშები ძალიან ართულებს მცენარეული საფარის წარმოქმნას - მოძრავ ნიადაგზე ფესვის მოკიდება რთულია. ამიტომ, მიუხედავად წელიწადში 200 მმ-მდე ნალექისა, მცენარეულობა ღარიბია. რაც შეეხება ფაუნას - მისი მცირერიცხოვანი წარმომადგენლები უდაბნოს საზღვრებს ანიჭებენ უპირატესობას. ცენტრალურ ნაწილში ალაგ-ალაგ შეხვდებით ხვლიკებს, მღრღნელებს.
6-Тополь с длиными корнями среди белых песков Фарфоровой пустыни7-Флора пустыни Белых Песков8d82ebe0
თეთრიქ ვიშის უდაბნოსთან ბევრი ლეგენდაა დაკავშირებული. მოსახლეობა იძახის, რომ ბოლო 50 წლის მანძილზე აქ ხშირად ხედავენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. სხვა მოსაზრების მიხედვით, მექსიკის ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მცხოვრები ინდიელები ხშირად მოდიოდნენ ამ ფანტასტიურ ადგილას  წინაპრების სულებთან საბაასოდ. ეს ამბები უდაბნოს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის ტურისტებისთვის. ერთი შეხედვით უსიცოცხლო უდაბნოში დაგებულია საავტომობილო გზები და გაყვანილია საცალფეხო ბილიკები.
8-Ящерицы необычного цвета в пустыне Белых Песков9-Посетители катаются на специальных санках в пустыне Белых Песков12-Гипсовые кристаллы Фарфоровой пустыни сияют, словно снег, в лучах солнца14-Растительность Фарфоровой пустыни15-Фарфоровая пустыня в Нью-Мексико18-Белоснежные дюны Фарфоровой пустыни в Нью-Мексикоf29f3e52
მეოცე საუკუნეში ამ ფანტასტიურ პეიზაჟებს სამხედრო იარაღის გამოსაცდელად იყენებდნენ. 1945 წელს სპეციალურ პოლიგონზე ატომური ბომბიც კი ააფეთქეს. დღეს კი უდაბნო ოჯახური დასვენების, პიკნიკების და ექსკურსიების ადგილია. აქვე ქირავდება ქვიშის დიუნებზე სასრიალო ციგები. ზოგჯერ კი საჰაერო ბურთების შოუც იმართება.
ბუნების ამ ძეგლის მონახულება შესაძლებელია ყოველდღე, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე. წელიწადის დროის მიხედვით საათები მცირედ ვარირებს.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
29 %
აზიაში
2 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
16 %