turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ევროპის 20 პატარა ქალაქი, რომელიც ჯერ არ აღმოგიჩენიათ (ნაწილი II)

ვიზალიბერალიზაცია ის მიზეზია, რომლის გამოც კიდევ ერთხელ უნდა წავიდეთ ევროპაში და ცნობილი ტურისტული ქალაქების მიღმა ის პატარა ქალაქები აღმოვაჩინოთ, რომლებიც ჯერ არ წაულეკიათ ტურისტებს.

11. ილოკორტოორმიუტი, გრელანდია

16499560-R3L8T8D-1000-1280px-Tasiilaq_-_Greenland_summer_2009

ამ პატარა ქალაქის დასახელების წაკითხვა ისეთივე მარტივია, როგორც აქ მოხვედრა. ანუ საკმაოდ რთული. გრელანდიის ამ სანაპიროზე მხოლოდ კვირაში ერთხელ მიდის საზღვაო ტრანსპორტი. სხვა შემთხვევაში კი ვერტმფრენის გამოყენება მოგიწევთ, თუმცა აქაურობის ნახვა ყველა გასაჭირს დაგავიწყებთ, რომელიც შეიძლება გზაში შემოგხვდეთ.

12. რეინე, ნორვეგია

16499710-R3L8T8D-1000-reine-lofoten-norway-wallpaper_005c

რეინე მეთევზეთა პატარა სოფელია. ტბის პირას განლაგებული სოფელი, რომელსაც თავზე უზარმაზარი მწვერვალი დაყურებს - იდეალური ადგილია მათთვის, ვისაც მეგაპოლისების ხმაურისგან დროებით განმარტოების სურვილი აქვს.

13. ოდენსე, დანია

დანიაში მოსახლეობის სიდიდით მესამე ქალაქია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პატარა ქალაქების შარმი მაინც დაყვება. ოდენსე კუნძულზეა გაშენებული და დანიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია; 1000 წლის იუბილე მან 1988 წელს აღნიშნა.

14. ფრაიბურგი, გერმანია

16500310-R3L8T8D-1000-Beautiful-Place-Street-Shop-1440x2560

ქალაქის დაარსების ოფიციალური თარიღი 1120 წელია. მასზე კი ყველაზე უკეთ ფოტო მოგვითხრობს. აქ დაახლოებით 230 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის სავიზიტო ბარათს ფრაიბურგის საკათედრო ტაძარი წარმოადგენს, რომელსაც აქ ჩასული თითქმის ყველა ტურისტი სტუმრობს, სამახსოვრო ფოტოს გადასაღებად.

15. გიორემე, თურქეთი

16500510-R3L8T8D-1000-Hill-over-Goreme გიორემე ადრეული ქრისტიანების კლდოვანი ქალაქია. კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

16.  გენტი, ბელგია

16500610-R3L8T8D-1000-IMG_5241 ბრიუგესგან განსხვავებით, გენტი ნაკლებად პოპულარული ტურისტული მიმართულებაა, თუმცა არანალებ ლამაზი და მომხიბლავია.  თავდაპირველად დაარსდა, როგორც ახალშენი, მდინარეების - შელდისა და ლისის შერწყმის ადგილზე. შუა საუკუნეებში კი  ჩრდილოეთი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და მდიდარ ქალაქად იქცა. წარსული დიდების კვალი კი ახლაც ატყვია.

17 . ტორუნი, პოლონეთი

16501560-R3L8T8D-1000-99076091_o ეს ის ქალაქია, სადაც ცნობილი ასტრონომი, ნიკოლოზ კოპერნიკი დაიბადა.  ტორუნი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. მშვიდი, წყნარი და ევროპული ატმოსფეროთი გაჟღენთილი ქალაქი  შეიძლება თქვენი ყველაზე საყვარელი ადგილი გახდეს ევროპაში.

18. როტენბურგ-ობ-დე-ტაუბერი, გერმანია

16501660-R3L8T8D-1000-roads21 არაფერი გეცნობათ? უოლტ დისნეიმ ამ ქალაქის პეიზაჟები "პინოქიოს" გადასაღებად გამოიყენა.  ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის შედის 1270 წელს აშენებული სახელოსნოც. დღეს ის მუზეუმადაა ქცეული და 11 ოთახისგან შედგება. დიზაინი ზუსტად იმეორებს წარსულ ტრადიციებს. 700 წლის განმავლობაში აქ სრიულიად ხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. შენობაში არაა შეყვანილი თანამედროვე კომუნიკაციები, მათ შორის ელექტროდენი და წყალი და მაქსიმალურადაა შენარჩუნებული პირველადი სახე.

19. აროზა, შვეიცარია

16501760-R3L8T8D-1000-IMG_68011

ამ ფოტოზე ზაფხულია, თუმცა  პოპულარობა ამ ადგილმა ზამთრის ტურიზმით მოიპოვა. ეს სამთო-სათხიმალური კურორტი შვეიცარიის ალპებში მდებარეობს და ინლისის სამეფო ოჯახის წარმომადგენლების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. როგორც ფიქრობთ, ღირს აქ სტუმრობა?

20. ბერგენი, ნორვეგია

16501860-R3L8T8D-1000-img_0154

1299 წლამდე ნორვეგიის დედაქალაქი, ხოლო 1830 წლამდე კი ქვეყნის უდიდესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ქალაქი უმსხვილესი საპორტო და ნავთობსამრეწველო ცენტრია. ქალაქში არის უნივერსიტეტი. ბერგენის შუასაუკუნეების დროინდელი სანაპირო ზოლი იუნესკოს მსოფლიო ფონდის მემკვიდრეობის ნაწილია. 2000 წელს ბერგენი ევროპის ერთ-ერთ კულტურულ დედაქალაქად დასახელდა.

ნაწილი I

 
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
49 %
არა
24 %
გააჩნია მიმართულებას
27 %