Turebi Ge

მოერაკის იდუმალებით მოსილი ლოდები

მსოფლიოში არსებობს ადგილი, სადაც ღმერთები ბოულინგს თამაშობენ. რასაკვირველია ეს ხუმრობაა, მაგრამ ახალი ზელანდიის სანაპიროზე მართლა შეგიძლიათ ნახოთ უზარმაზარი, იდეალურად მრგვალი და გლუვი ზედაპირის მქონე ლოდები, რომლებიც კოეხოხეს სანაპიროზე მდებარეობენ. ეს სანაპირო ოტაგოს რეგიონში, მოერაკსა და ჰემპდენს შორის მდებარეობს. საინტერესოა, საიდან გაჩნდა აქ ეს ლოდები? მართლა ბუნების მიერაა შექმნილი?     article1607moeraki-boulders-001მოერაკის ლოდები უზარმაზარი ზომის მრგვალი ლოდებია, რომლებიც მთელ სანაპიროზეა მიმოფანტული. სახელი მათ მოერაკის დასახლების საპატივსაცემოდ მიიღეს, რომელიც ლოდებისგან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. 300 მეტრი სიგრძის პლაჟზე ასობით მრგვალი ლოდია მიმოფანტული. დიამეტრი 0,5 მეტრიდან იწყება და ყველაზე დიდები 2.2 მეტრამდე აღწევენ.  ზოგიერთი ლოდის ზედაპირი აბსოლუტურად გლუვია, ზოგიერთი ოდნავ ხორკლიანია და სტრუქტუირებული, რომელიც ერთი შეხედვით კუს ბაკანს მოგვაგონებს. ზოგი ლოდი პლაჟზე, ქვიშაზე დევს, ზოგი წყალშია განთავსებული.  ზოგიერთი ლოდი წყლის, ქარის და მზის გავლენით უკვე გამსკდარია და ნაწილებად დაშლილი.   moeraki-boulders-002moeraki-boulders-003ლოდები მეცნიერებმა რენდგენის სხივების და სხვა დახმარე საშუალებებთ გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ისინი ქვიშის და თიხისგანაა შექმნილი, რომელიც ცემენტად ქცეული კალციტითაა გაქვავებული. ცემენტაციის დონე განსხვავდება  - ლოდის ცენტრში შედარებით რბილია და იოლად ემორჩიელბა გარემო ფაქტორების ზეგავლენას. ლოდების ზედაპირისკენ უკეთაა ცემენტირებული და ზედაპირის უმეტესი ნაწილი კალციტისგან შედგება. როგორ შეიძლებოდა ასეთი ლოდები წარმოქმნილიყო? ამაზე ერთგვაროვანი პასუხი არ არსებობს. ამის შესახებ უამრავი ვერსია არსებობს. ხალხში გავრცელებული ლეგენდების თანახმად, ეს უცხოპლანეტური სიცოცხლის ნაკვალევია, კატასტროფაში მოხვედრილი ხომალდების ნაშთები, ან დინოზავრების გაქვავებული კვერცხები. მეცნიერები ლოდების წარმოშობას სხვანაირად ხსნიან: ლოდები 65 -56 მილიონი წლის წინაა წარმოქმნილი. ლოდების ცენტრში არსებული მასის ანალიზმა აჩვენა, რომ ლოდების ფორმირება ოკეანის ფსკერზე დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც წყლის დონემ ნელ-ნელა დაიწია და პლაჟთან უფრო ახლოს აღმოჩნდნენ, სადაც მტკნარი წყლის ზეგავლენით ლოდების ზედაპირის ცემენტირების პროცესები დასრულდა.     moeraki-boulders-005მაორის ხალხის ლეგენდების მიხედვით, ეს საკვებია - კარტოფილი, გოგრა და ა.შ., რომელიც აქ მითიური კანოეს - არაი-ტე-ურუს დაღუპვის შედეგად გამოირიყა. კანოემ კატასტროფა კოეხოხეს სანაპიროსთან განიცადა - აქ უზარაზარი კლდოვანი მასივია - თქმულებების მიხედვით ეს გამორიყული კაპიტანის სხეულია.    moeraki-boulders-007moeraki-boulders-008დედამიწაზე ასეთი ფორმის ლოდები სხვაგანაც გვხვდება, მაგალითად აშშ-ში, კანადაში, ისრაელში, კოსტა-რიკაში, მაგრამ მხოლოდ ახალ ზელანდიაშია მათი ყველაზე დიდი კონცენტრაცია. ახალ ზელანდიაში კიდევ ორი ასეთი ადგილია: "კოუტუს ლოდები" და "კატიკის ლოდები". ამ ადგილბში სფეროსებრი ფორმების გარდა გვხვდება ოვალური, დისკის ფორმის და ბრტყელი ლოდები, რომლების ცენტრში ნაპოვნია პლეზიოზავრების და მოზოზავრების ძვლები.   moeraki-boulders-009moeraki-boulders-011 მოერაკის ლოდები ძალიან პოპულარულია ტურისტებს შორის. ამ ულამაზესი პეიზაჟების ფონზე ფოტოების გადაღება ტურისტების საყვარელი საქმიანობბაა. ყოველწლიურად აქ 100 ათასამდე ტურისტი ჩამოდის. moeraki-boulders-013moeraki-boulders-018moeraki-boulders-025moeraki-boulders-031moeraki-boulders-033
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
31 %
გააჩნია მიმართულებას
31 %