14 უცნობი, მაგრამ აუცილებლად სანახავი ტურისტული მიმართულება. ნაწილი I

ნახეთ ქვეყნებში იმაზე მეტი, ვიდრე ცნობილი ტურისტული ღირსშესანიშნაობებია, რადგან ზოგჯერ შეიძლება პატარა ქალაქმა უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინოს, ვიდრე ცნობილმა მეგაპოლისმა.

1. ივუარი, საფრანგეთი

ამ ლამაზი სოფლის ასაკი 700 წელზემეტია. უამრავი ომის, ბუნებრივი კატასტროფების და ცივილიზაციის ზეწოლის მიუხედავად, სოფელს პირვანდელი, ისტორიული იერსახე აქვს შენარჩუნებული.  ის საფრანგეთის ყველაზე ლამაზი სოფლების სიაში შედის. ივუარის მოსანახულებლად საუკეთესო დრო ზაფხულია, როცა ქუჩები გამწვანებულია და ნაირფერი ყვავილებითაა დაფარული. ყვავილებს შეხვდებით ყველგან - ფანჯრების რაფებზე, ტროტუარებზე, კაფეების გასაფორმებლად დაა.შ.  ყველაზე ძველი ნაგებობები აქ მეთორმეტე საუკუნით თარიღდება.

2. კენგურუს კუნძული, ავსტრალია

6788910-1000-1455951735-301-3

ავსტრალიის სიდიდით მესამე კუნძული ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან მდებარეობს.  ეს ისა დგილია, სადაც დიდებს და პატარებს თანაბრად უხარიათ მოგზაურობა და ერთნაირი ინტერესით აკვირდებიან გარემოს.  კუნძულის ტერიტორიის დაახლოებით მესამედი ეროვნულ პარკებს, კონსერვაციულ პარკებს და ნაკრძალებს უკავია. კუნძულის ფაუნას წარმოადგენენ კენგურუები, ვალაბები, ყავისფერი ბანდიკუტები, როზენბერგის ვარანები, კუსკუსები, იქედნისებრნი და ახალზელანდიური სელაპები.
6790610-1000-1455951735-555
6789010-1000-1455951735-301აქ შეიძლება შეხვდეთ თავისუფლად მოსეირნე კენგურუებს, კოალებს და იხვნისკარტებს. მწვანე ველები, რბილი კლიმატი და ოკეანის სიახლოვე სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის. ეს საუკეთესო ადგილია ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ.

3. ციხე-სიმაგრე ბურტანჟი, ნიდერლანდები

6788260-1000-1455951735-314
ბურტანჟის ციხე ცნობილი ორიგინალური პროექტირების წყალობით გახდა - ზემოდან გადაღებისას ის ვარსკვლავს გავს. ეს ციხე-სიმაგრე ოთხმოცწლიანი ომის დროს ააშენეს, როცა ნიდერლანდები ესპანეთისგან დამოუკიდებლობის მისაღებად იბრძოდა.
6788210-1000-1455951735-315ციხის ასეთი ფორმა თავდაცვისთვის უფრო ხელსაყრელი იყო. ომის შემდეგ ბურტანჟი რამოდენიმეჯერ გააფართოვეს და გაამაგრეს. დღეს აქ ტარდება ექსკურსიები, ეწყობა ბრძოლების ინსცენირება და ეს ადგილი ლამაზ სასეირნო მოედანს წარმოადგენს.

4. ალბარასინი, ესპანეთი

6790760-1000-1455951735-14
6790060-1000-1455951735-13-1
ალბარასინს ხშირად უწოდებენ ვარდისფერ ქალაქს.  ეს დასახელება ქალაქმა მუსულმანების პერიოდში, მეცხრე-მეთორმეტე საუკუნეებში მიიღო. აქ ყველაფერი ლამაზია  - ძველი, დაკლაკნილი ქუჩები, ციერა-დე-ალბარასინის გორები, რომლებიც ქალაქს ზემოდან დაყურებენ, ძველი სახლები და ის კოლორიტი, რომელიც ამ ქალაქს ხდის უნიკალურს.  ალბარასინს კარგად შემონახული დამცავი კედელი აქვს, რომელიც შუა საუკუნეებში აშენდა. აქვეა 18 კილომეტრი სიგრძის აკვედუკი, რომელიც რომალების დროს აშენდა. როგორცხედავთ, ქალაქში სეირნობისას თავისუფლად შეიძლება ისტორიაში ჩაძირვა.

5. დევონშირი, ინგლისი

6790360-1000-1455951735-42
დევონი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საგრაფოა და ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.  დევონი ერთერთი პირველი დასახლებული ტერიტორია იყო ინგლისში, ისტორიული მონაცემების მიხევით.  დევონი კურორტების, მეთევზეთა სოფლების და საზღვაო პორტების სიუხვით გამოირჩევა და მხატვრების საყვარელ დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს. ამ ადგილებში დაიბადა "დეტექტივების დედოფალი" აგატა კრისტი და ცნობილი მეზღვაური სერ ფრენსის დრეიკი.
6790110-1000-1455951735-11
6789860-1000-1455951735-9უფრო მეტიც, "ბასკერვილების ძაღლში" აღწერილი მოვლენები ქვეყნის ამ აწილში ვითარდება. დევონი ინგლისის ნამდვილი სავიზიტო ბარათია, კოლორიტული ლანდშაფტების, მკაცრი თავდაჭერის, მყუდრო სახლების და იდუმალებით მოსილი გზების.

6. ჰოკაიდო, იაპონია

6790710-1000-1455951735-500-1

თუ ოდესმე იაპონიაში მოხვდებით, აუცილებლად მოინახულეთ ჰოკაიდოს კუნძული. პერფექციონისტმა, ესთეტიკის და სილამაზის მოყვარულმა იაპონელებმა აქ ნამდვილი სამოთხე შექმნეს.  ზამთრობით ტურისტებს და მოთხილამურეებს ჰოკაიდოს ველური ბუნება და თოვლიანი მთები იზიდავს, ხოლო ზაფხულობით შირეტოკოს ნახევარკუნძულიდან დელფინებზე და ვეშაპებზე დაკვირვება, კუშაროს ტბაზე თევზაობა და კანოეთი სეირნობა და მთა ასაჰიზე ლაშქრობებს მოწყობაა პულარული. აქვეა ტოია ონსენის ცხელი წყაროები და ბიეის ლავანდის მინდვრები.

7. მონსანტო, პორტუგალია

6788360-1000-1455951735-176788310-1000-1455951735-18
ოდესღაც მონსანტო ბეირა-ბაიშას პროვინციის ცენტრი იყო. ეს პატარა ქალაქი გრანიტის ლოდებს შორისაა ჩამალული.  ასეულობით წლების მანძილზე ქალაქის იერსახე თითქმის არ შეცვლილა, ამიტომ 1938 წლს ეს პატარაქალაქი "ყველაზე პორტუგალიურ სოფლად" დასახელდა.
ნაწილი II
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %