Turebi Ge

მსოლიოს 5 საოცრება, რომელიც ახლა უნდა აღმოაჩინოთ

ტალახისგან ნაშენი ციხე-სიმაგრე, ჭა რომელსაც ათასობით საფეხური აქვს... ეს ადგილები ძალიან ცოტა ადამიანს თუ უნახავს, მიუხედვად იმისა, რომ შეიძლება მსოფლიო საოცრებების სტატუსს იმსახურებდნენ

1. ჯენეს დიდი მეჩეთი, მალი

6878460-1000-1456404251-p02hbs6n6877660-1000-1456404251-djenne4 ჯენეს დიდი მეჩეთი უდიდესი ტალახის აგურით ნაგები შენობაა მსოფლიოში და მრავალ არქიტექტორთა მიერ სუდანურ-საჰელიური არქიტექტურული სტილის უდიდეს მიღწევად მიიჩნევა. მეჩეთი ალიში, ქალაქ ჯენეში მდებარეობს, მდ. ბანის დელტაზე. მის ადგილას პირველი მეჩეთი აიგო მე-13 საუკუნეში, ამჟამინდელი სტრუქტურა კი 1907 წლით თარიღდება. ეს მეჩეთი ამჟამად აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე განთქმულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ჯენეს ძველ ქალაქთან ერთად მეჩეთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი. სამწუხაროდ დღეს მეჩეთი ტურისტებისთვის დახურულია.

2. ჩანდ ბაორი, ინდოეთი

6878410-1000-1456404251-p02hbss26878710-1000-1456404251-Chand-Baori-1 ასეთი ჭების შენება ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე-მეოთხე საუკუნეებში ხდებოდა და მათი რაოდენობა ათასებს ითვლიდა. თავდაპირველი მარტივი კონსტრუქციები ნელ-ნელა განვითარდა და საბოლოოდ ულამაზეს და ურთულეს არქიტექტურულ ქმნილებებად იქცა. ჭები მარადიული სიცოცხლის სიმბოლო გახდა და მის აშენებაში უამრავ მდიდარ ადამიანს მიუძღვის წვლილი, რომელთა შორის ქალებიც იყვნენ. აქიტექტურულ იკომპლექსი ჩანდ ბაორი პატარა სოფელთან, აბანერისთან მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხურებიანი ჭაა. ჭის სიღრმე 30 მეტრამდე აღწევს და 3500 საფეხურისგან შედგება.

3. ფორტი კუმბალგარი, ინდოეთი

6878510-1000-1456404251-KumbhalgarhgreatwallofIndia10   6878210-1000-1456404251-p02hdkt2

4. შეიხ ლუტფულას მეჩეთი, ირანი

6878610-1000-1456404251-Nasiral-mulkmosqueFisheyeview

6878310-1000-1456404251-Sheikh_Lotfallah_Esfahan

მეჩეთი ისპაანში მდებარეობს. სეფევიდების ეპოქის ღირსებული წარმომადგენელის მშენებლობა 17 წლის მანძილზე მიმდიანრეობდა (1602-1619  წლებში). მეჩეთის არაჩვეულებრივობა რამოდენიმე მიზეზითაა განპირობებული.  მიუხედავად ისლამური არქიტექტურის ძალიან მკაცრი მოთხოვნებისა, მას მას არც ერთი მინარეთი არ აქვს. მეჩეთს ასევე არ აქვს შიდა ეზო. ეს შეიძლება იმითაა განპირობებული, რომ მეჩეთი მხოლოდ შეიხის ჰარამხანის წევრებისთვის იყო განკუთვნილი და სხვას არავის შეეძლო აქ მოხვედრა.

5. დერავარი, პაკისტანი

6878760-1000-1456404251-544b77116737d6877860-1000-1456404251-Derawar-Fort-in-Bahawalpur-Pakistan-Samis-Photography დერავარი კვადრატული ფორმის ნაგებობაა, რომელიც 1733 წელს აშენდა. ციხე-სიმაგრე 40 ბასტიონისგან შედგება, რომელიც პაკისტანის უდაბნოს გადაყურებენ. კედლების სიმაღლე ზოგ ადგილას 30 მეტრამდე აღწევს, ხოლო პერიმეტრი 1500 მეტრია. აქ ტურისტები ძალიან იშვიათად ჩადიან და ძალიან ცოტას თუ სმენია ამ ადგილის შესახებ.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
31 %