24 ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ადგილი დედამიწაზე. ნაწილი I

მათთვის ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს დედამიწაზე უამრავი ადგილი, ძეგლი და საინტერესო ლანდშაფტი არსებობს. ადგილები, რომლებიც პირველი დანახვისთანავე ჟრუანტელს გგვრის და დიდი ხნის მანძილზე არ გავიწყდება.

1. ძველი ებრაული სასაფლაო, პრაღა, ჩეხეთი

9731610-R3L8T8D-950-3e21a51e10615e414ea97f1be4c3ba41_970x9723710-R3L8T8D-950-cc8f67d7401638d0c506d1a914750abe_970x-1 ამ სასაფლაოზე ადამიანებს დაახლოებით ოთხი საუკუნის განმავლობაში მარხავდნენ, 1439 წლიდან 1787 წლამდე. მიწის არც ისე დიდ მონაკვეთზე დაახლოებით 100 ათასი მიცვალებულია დაკრძალული, ხოლო საფლავის ქვების რაოდენობაა დაალოხებით 12 ათასს აღწევს. შედარებით ძველ საფლავებს მიწით ფარავდნენ და მათ ადგილას ახლებს აკეთებდნენ. ამ ტერიტორიაზე არის ადგილები, სადაც საფლავების იარუსების რაოდენობა 12-მდე აღწევს. დროთა განმავლობაში მიწამ დაიწია და შედეგად არამარტო ძველი საფლავის ქვები გამოჩნდა, არამედ ახლებიც უსწორმასწოროდ გადაიხარა.

2. თოჯინების კუნძული, მექსიკა

9734460-R3L8T8D-950-181f2d9038504def7db2ada26e95aac6_970x მექსიკაში, დედაქალაქიდან სამხრეთით პატარა კუნძული  – “La Isla de la Munecas” მდებარეობს, რომელის ესპანურიდან თარგმანში “თოჯინების კუნძულს ” ნიშნავს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ტურისტული ატრაქციონია. ეს ისტორია მაშინ დაიწყო, როცა განდეგილი, სახელად ჯულიან სანტანა საცხოვრებლად ამ კუნძულზე გადმოვიდა. მან გაურკვეველი მიზეზის გამო მიატოვა ცოლი და ცხოვრების უკანასკნელი 50 წელი განდეგილობაში გაატარა. ლეგენდის მიხედვით, ამ კუნძულზე სასირნოდ სამი პატარა გოგონა მოვიდა. შემთხვევით ერთ-ერთი მათგანი დაიხრჩო, ხოლო მისი სული ამ დგილებში დარჩა და გამვლელებს “აწუხებდა”. ჯულიანი ის ადამიანი იყო, ვინც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბავშვი იპოვა და ვერ შეძლო მისი გადარჩენა (თუმცა ოფიციალური წყაროებით ეს არ დასტურდება). შემდეგ კი მდინარეზე მოტივტივე თოჯინა დაინახა, ჩათვალა რომ გოგონას ეკუთვნოდა და ხეზე დაკიდა. შემდეგ, გარდაცვლილი გოგონას სულის დასამშვიდებლად თოჯინების შეგროვება და გამოფენა განაგრძო.  

3. კუნძული ჰაშიმა, იაპონია

9724710-R3L8T8D-950-025502511e1bede599dc841712751ff1_970x9737110-R3L8T8D-950-498deffefe82115cc86452102647eb02_970x ჰაშიმა ერთ-ერთია იმ 505 დაუსახლებელი კუნძულიდან, რომელიც ნაგასაკის პრეფექტურაში, იაპონიაში მდებარეობს.  კუნძული 1887—1974 წლებში ქვანახშირის მომპოვებელ-საწარმო დასახლებას წარმოადგენდა. თავის დროზე ის ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ადგილად ითვლებოდა. როდესაც ქვანახშირის მოპოვება არარენტაბელური გახდა, შახტა დახურეს და მოსახლეობაც ნელ-ნელა გაიფანტა. დღეს ეს კუნძული გამოირჩევა დაუსახლებელი და მიტოვებული შენობებით და მის გარშემო შემოვლებული დამცავი ჯებირით. ჰაშიმას ასევე მოიხსენიებენ როგორც „კუნძულ მოჩვენებას“.

4. Capela dos Ossos, პორტუგალია

9757460-R3L8T8D-950-5d94f33df55fa7fcd64fd8b3440f2b87_970x9757410-R3L8T8D-950-966480eccf4533ca04b10515887b6018_970x ადამიანის ძვლების გამოყენებით დეკორირებული სამლოცველო მეთექვსმეტე საუკუნეში ააშენა ფრანცისკანელმა ბერმა.  ასეთი მორთულობის მიზანი იმის შეხსენება იყო, რომ  ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დროებითია. სამლოცველოს ჭერზე შემდეგი ფრაზა გამოსახული: "Melior est die mortis die nativitatis" (გარდაცვლების დღე დაბადების დღეზე უმჯობესია). სამლოცველო მცირე ზომისაა, მაგრამ მის გასაფორმებლად დაახლოებით 5 000 ადამიანის ძვლებია გამოყენებული.

5. თვითმკვლელების ტყე, იაპონია

9758160-R3L8T8D-950-28911594994f854f4e2b432def454656_970x აოკიგაჰარა, რომელსაც არაოფიციალურად თვითმკვლელების ტყეს ეძახიან იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს და ეროვნულ პარკს წარმოადგენს, მაგრამ ყველაზე მეტად იმითაა ცნობილი, რომ თვითმკვლელობის პოპულარული ადგილია. უამრავი ადამიანი აქ სპეციალურად თავის მოსაკლავად მიდის.  კუნძულის განსაკუთრებული რელიეფის წყალობით, აქ უცნაური სიჩუმე დგას. ასევე, არ მუშაობს კომპასი. (მეცნიერების განმარტებით, ეს მიწისქვეშ არსებული რკინის მადნების დამსახურებაა).  ყოველწლიურად აქ 10-დან ასამდე მიცვალებულს პოულობენ. ითვლება, რომ სან-ფრანცისკოს გოლდენ გეითის შემდეგ ეს ყველაზე პოპულარული ადგილია თვითმკვლელთათვის. თვითმხილველების თქმით, საკმარისია ბილიკს ცოტათი გადაუხვიო, რომ მაშინვე იპოვი წამლების შეფუთვებს, მიცვალებულების პირად ნივთებს და ა.შ... ტყის შესასავლელში წარწერაზე ვკითხულობთ: " თქვენი ცხოვრება თქვენმა მშობლებმა გაჩუქეს. იფიქრეთ მათზე ან თქვენს საკუთარ ოჯახზე. თქვენ არ უნდა იტანჯებოდეთ მარტოობაში. დაგვირეკეთ ნომერზე 22-0110"  

6. მიტოვებული ფსიქიატრიული საავადმყოფო, პარმი, იტალია

9761460-R3L8T8D-950-bb7da626fd24659fea76df782b1a03a8_970x ბრაზილიელმა მხატვარმა ჰერბერტ ბაგლიონემ ამ შენობისგან არტ-ობიექტი შექნა. ნახატების მეშვეობით მხატვარი  აქ გამეფებული ატმოსფეროს გადმოცემას ცდილობდა. ახლა საავადმყოფოში უხილავი სულების გარდა ყოფილი პაციენტების ალეგორიული ნახატებიც დაგხვდებათ.

7. წმინდა გიორგის ეკლესია, ჩეხეთი

9724360-R3L8T8D-950-4e6d6483140099f88c98ecbda7e84865_970x ჩეხეთის სოფელ ლუკოვაში მდებარე ეკლესია 1968 წელს მიატოვეს, როდესაც დაკრძალვის ცერემონიის დროს სახურავი ჩამოინგრა. უამრავი წლის მანძილზე მიტოვებულ ეკლესიას ხელოვანმა იაკობ ჰარავამ მეორე სიცოცხლე აჩუქა, როცა გადაწყვიტა აქაურობა სკულპტურებით შეემკო.  სკამებზე მდუმარედ მჯდარი, სახედაფარული მოჩვენებები აქაურობს მისტიურ იერს ანიჭებს და მნახველებს დიდი ხნის მანძილზე მიყვებათ შთაბეჭდილებები.

8. კატაკომბები, პარიზი, საფრანგეთი

9765210-R3L8T8D-950-cc9b31873484efc168341b4e27e37ded_970x9765160-R3L8T8D-950-4eba308605b7c19caf1600d007e56a2a_970x სხვადასხვა წყაროების მიხედვით, კატაკომბების სიგრძე 187-დან 300 კილომეტრამდეა. მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული, კატაკომბებში დაახლოებით ექვსი მილიონი ადამიანის ნაშთები ინახება. გვირაბებში ჰაერი მშრალია, ალაგ-ალაგ კი პარიზის რევოლუციისდროინდელ წარწერებს შეხვდებით, სადაც ავტორი მეფეს წყევლის და აძაგებს.  მნახველებისთვის კატაკომბების მხოლოდ მცირეა ნაწილია გახსნილი. ნაწილი IIნაწილი III
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
31 %
გააჩნია მიმართულებას
31 %