Turebi Ge

24 ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ადგილი დედამიწაზე. ნაწილი II

მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს, დედამიწაზე უამრავი ადგილი, ძეგლი და საინტერესო ლანდშაფტი არსებობს. ადგილები, რომლებიც პირველი დანახვისთანავე ჟრუანტელს გგვრის და დიდი ხნის მანძილზე არ გავიწყდება.

9. ქალაქი სენტრეილია, პენსილვანია, აშშ

9768360-R3L8T8D-950-2a78cd7219213003bbca0e4b03930f47_970x (1) 1981 წლიდან 2010-იან წლებამდე ქალაქის მოსახლეობა ათასიდან 7 ადამიანამდე შემცირდა. ამის მიზეზი 50 წლის წინ გაჩენილი მიწისქვეშა ხანძარია, რომელიც დღესაც გრძელდება. მაღაროში გაჩენილმა ხანძარმა აიძულა მოსახლეობა, დაეტოვებინათ სახლები და თავშესაფარი სხვაგან ეძებნათ.

10. მაკოდესევას მაგიური ბაზარი, ტოგო

9769910-R3L8T8D-950-58f9e64f3de8e30d6fbb5cfc2bd070eb_970x   9769710-R3L8T8D-950-c35deac4d4aaf0461d14f7cf3c18542c_970x ვუდუს ბაზარი მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ტურისტების საყვარელი ადგილია. ბაზარი ქალქ ლომეში მდებარეობს. ტოგოს, განას და ნიგერიის მაცხოვრებლები დღემდე მისდევენ უძველეს რელიგიას - ვუდუს, სადაც მთელი ეს ბალახები, სუვენირები და მასალები გამოიყენება. აქ შეიძლება იყიდოთ მსხვილფეხა რქოსანი საქონlis თავის ქალა, მაიმუნის გამომშრალი თავის ქალები, გამომშრალი ბალახი, ჭიები და ხოჭოები. აქ შეგიძლიათ საკუთარი თვალით ნახონ, როგორ კლავენ და ანაწევრებენ ცხოველებს.

11. "ჭირიანი" კუნძული, იტალია

9770410-R3L8T8D-950-02d8518f9a0a3cc448bdc8e4883ee1a8_970x პოველია ვენეციის ლაგუნიs ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კუნძულია. ამტკიცებენ, რომ რომის იმპერიის დროიდან მოყოლებული კუნძული შავი ჭირით დავაადებულთა იზოლაციისთვის გამოიყენებოდა. აქ შავი ჭირით გარდაცვლილი დაახლოებით 60 ათასი ადამიანია დაკრძალული. იძახიან, რომ გარდაცვლილი ადამიანის სულები დღესაც დაეხეტებიან ამ კუნძულზე. კუნძულის ცუდი რეპუტაცის კიდევ უფრო მყარდება ხალხში მოარული ჭორებით, რომელთა თანახმადაც აქ არსებულ ფსიქიატრიულ კლინიკაში პაციენტებზე საშინელ ექსპერიმენტებს ატარებდნენ. პარანორმალური მოვლენების მკვლევარები კუნძულს მსოფლიოს ყველაზე საშინელ ადგილებს შორის ასახელებენ.

12. ჯვრების გორა, ლიტვა

9771260-R3L8T8D-950-f4a736cd797f7e7aac219a5a37eb2633_970x ამ ერთ დროს არაფრით გამორჩეულ გორაკზე დაახლოებით 50 ათასი სხვადასხვა ზომის და მასალისგან ნაკეთები ჯვარია აღმართული. ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ აქ სასაფლაოა. სინამდვილეში ეს ასე არაა. ხალხური ლეგენდის მიხედვით, აქ ჯვრის აღმართვის შედეგად ადამიანს წარმატება ეწვევა.  სწორედ ამის გამო  აქ უამრავი ადამიანი მოდის და საკუთარი წვლილი შეაქვს კიდევ ერთი ჯვრის აღმართვით.

13. კაბაიანის მუმიები, ფლიპინები

9771560-R3L8T8D-950-58b308728e76f0d1bf135bd1952604df_970x მუმიები ჩვენი წელთაღრიცხვის 1200-1500 წლებით თარიღდება და მათი დამზადებისას მუმიფიკაციის რთული პროცედურები გამოიყენებოდა. დღეს მათ განსაკუთრებით კარგად იცავენ, რადგან  ხშირი იყო მუმიების მოპარვის შემთხვევები. მუმიებს ადგილობრივი მაცხოვრებლები იპარავდნენ. რატომ? იმიტომ რომ როგორც ერთ-ერთმა მძარცველმა აღნიშნა, მუმია მას ეკუთვნოდა, რადგან მუმია მისი შორეული წინაპარი იყო.

14. ხიდი ოვერსტოუნი, შოტლანდია

9772360-R3L8T8D-950-861dff1c3804f12362e720356bfe3906_970x ხიდი სოფელ მილტონის ახლოს მდებარეობს. მეოცე საუკუნის შუა წლებიდან ხიდზე უცნაური, აუხსნელი მოვლენები ხდებოდა: ათობით ძაღლი ხიდიდან ხტებოდა და 15 მეტრიანი სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ ქვებზე ეხეთქებოდა. ის უმცირესობა, ვინც გადარჩა და არ დაიღუპა, უკან ბრუნდებოდა და თავიდან ხტებოდა. ხიდი ოთხფეხა მეგობრების მკვლელად გამოცხადდა და ძაღლების მეპტრონეები აქ სეირნობას ვერასოდეს ბედავენ.

15. გამოქვაბული აკტუნ-ტუნიჩილ-მუკნალი, ბელიზი

9772560-R3L8T8D-950-00ef1eb44dc46ffc50a626ab184fabd4_970x

9772660-R3L8T8D-950-4985e2ff096519b18debe741a7fdf46f_970x გამოქვაბული მაიას ცივილიზაციის არქეოლოგიური ძეგლია და ქალაქ სან-იგნასიოს ახლოს მდებარეობს. აქ აღმოჩენილია ადამიანები ჩონჩხები, კერამიკული და ქვის ნაკეთობები. განსაკუთრებით კარგადაა ცნობილი "ბროლის გოგონა" - მოზარდი გოგონას ჩონჩხი, რომელიც სავარაუდოდ მსხვერპლად შეწირეს ღმერთებს. ჩონჩხი დროთა განმავლობაში მინერალების ფენით დაიფარა და შუქის ქვეშ ბრწინავს. სწორედ მიტომ მიიღო ასეთი სახელწოდება. ბელიზში ტურისტებს შეზღუდული რაოდენობით უშვებენ. იმისათვის, რომ გამოქვაბულში მოხვდეს, ტურისტი რთულ, ჯუნგლებში გამავალ ბილიკზე 45 წუთი მიდის, შემდეგ კი გამოქვაბულში ხვდება. რადგან გამოქვაბულის შესასვლელი დატბორილია, მზდ უნდა იყოთ იმისთვის, რომ დასველდებით. გამოქვებული პატარ-პატარა გამოქვებულებისგან შედგება, რომელთა შორის საბოლოო. ყველაზე ღრმა "ტაძაარს" წარმოადგენს. აქ 14 ადამიანის ჩონჩხის ნაშთებია ნაპოვნი.

16. ციხე-სიმაგრე ლიპი, ირლანდია

9773060-R3L8T8D-950-88399b6088de7a1f2b73827b1cc676ea_970x ციხე-სიმაგრე მსოფლიოში ერთერთ ყველაზე დაწყევლილ ადგილად ითვლება. განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობა, რის გამოც ტურისტები მსოფლიოს ყველა ქვენიდან ჩამოდიან, უზარმაზარი მიწისქვეშა დილეგია, რომლის იატაკიც წვეტიანი შუბებითაა დაფარული. დილეგი ციხე-სიმაგრის რესტავრაციის დროს აღმოაჩინეს. აქ არსებული ადამიანის ჩონჩხების რაოდენობა შოკისმომგვრელი იყო - მის გასატანად 4 ურემი გახდა საჭირო. ადგილობრივი მოსახლეობის აზრით ამ ციხე-სიმაგრეში დილეგში გარდაცვლილთა სულები ჯერ კიდევ არიან. ნაწილი Iნაწილი III  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %