24 ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ადგილი დედამიწაზე. ნაწილი III

მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს, დედამიწაზე უამრავი ადგილი, ძეგლი და საინტერესო ლანდშაფტი არსებობს. ადგილები, რომლებიც პირველი დანახვისთანავე ჟრუანტელს გგვრის და დიდი ხნის მანძილზე არ გავიწყდება.

17.  სასაფლაო ჩაუჩილა, პერუ

9774260-R3L8T8D-950-713ffd2bf188f928b2f1408c06de48cb_970x სასაფლაო ჩაუჩილა პერუს სამხრეთ სანაპიროზე, ნასკას პლატოდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. ნეკროპოლი მეოცე საუკუნის ოციან წლებში ააღმოაჩინეს. მკვლევარების თქმით, სასაფლაოზე ნაპოვნ სხეულებს შორის იყო ისეთები, რომელთა ასაკი 700 წელს აღემატებოდა, ხოლო უკანასკნელი მიცვალებულები მეცხრე საუკუნეში დაკრძალეს. ჩაუჩილას მიცვალებულების დაკრძალვის მეთოდი ორიგინალურია - ყველა სხეული მუხლებზე ზის, ხოლო სახეებზე "თითქოს მარადიული ღიმილი აქვთ შეყინული". სხეულების ნაშთებმა პერუს მშრალი და ცხელი კლიმატის წყალობით მოაღწიეს ჩვენს საუკუნემდე.

18. ტოფეტი, ტუნისი

9774910-R3L8T8D-950-139ad9c158d4121abc81ebf49050d7aa_970x კართაგენელების რელიგიის ყველაზე ბნელი და სევდიანი ნაწილი ბავშვთა მსხვერპლშეწირვის ისტორიებია, განსაკუთრებით, ჩვილი ბავშვების. მსხვერლშეწირვის დროს აკრძალული იყო ტირილი, რადგან ნებისმიერი ცრემლი და ამოკვნესა მსხვერპლის "საფასურს" დაბლა წევდა. 1921 წელს აღმოაჩინეს ადგილი, სადაც უამრავი ურნა იყო ჩამწკრივებული. ურნებში იყო როგორც ცხოველების, ასე პატარა ბავშვების სხეულის დამწვარი ნაშთებია. ამ ადგილს ტოფეტი უწოდეს.

19. გველების კუნძული, ბრაზილია

9779960-R3L8T8D-950-isla-queimada-grande კეიმადა გრანდი  პლანეტის ყველაზე საშიში და ცნობილი კუნძულია. კუნძული დაუსახლებელია. აქ მოზარდ უღრან ტყეში უარაცხელი რაოდენობით გველი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა შხამიანია და წუთებში იწვევს ადამიანის სიკვდილს. ბრაზილიის მთავრობამ კუნძული აკრძალულ ზონად გამოაცხადა და დღეს აქ ყველა ადამიანის შესვლა აკრძალულია. ადგილობრივი მცხოვრებლები უამრავ საშინელ ისტორიას ყვებიან გველების კუნძულის შესახებ.

20. ბუზლუჯა, ბულგარეთი

9782360-R3L8T8D-950-1c1b551306df103554363eb174f4456a_970x-19782210-R3L8T8D-950-764def2b9bd9cf42d5ced74cea460547_970x ბულგარეთის ყველაზე დიდი მონუმენტი ბუზლუჯას მთაზე, ზღვის დონიდან 1441 მეტრზე მდებარეობს. შენობა 1980-იან წლებში აშენდა ბულგარეთის კომუნისტური პარტიის მიერ, მშენებლობა 7 წელი გრძელდებოდა და მასში მონაწილეობა 6 ათასზე მეტმა მშენებელმა და ექსპერტმა მიიღო.  ინტერიერი ნაწილობრივ მარმარილოთი იყო მოპირკეთებული, ხოლო კიბეები წითელი მინით იყო დაფარული. დღეს ეს ძეგლი მიტოვებული და გაძარცვულია.

21. მიტოვებული სამხედრო ჰოსპიტალი, გერმანია

9729110-R3L8T8D-950-ee3a6e02efa74c3aa7c1c89df441d9a7_970x

პირველი და მეორე მსოფიო ომების დროს ამ კომპლექსში სამხედრო ჰოსპიტალი იყო გახსნილი.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰოსპიტალი საბჭოთა ოკუპაციის ზონაში მოხვდა. კომპლექსი 60 შენობისგან შედგება, რომელთა ნაწილი დღეს რესტავრირებულია. ხოლო მიტოვებული შენობების უმეტესობა გაძარცვულია, ფანჯერებზე მუყაოა აკრული და შესვლა აკრძალულია. თუმცა ექსტრიმის მოყვარულ ადამიანებს ეს ხელს არ უშლის.

22. დაუმთავრებელი მეტრო, ცინცინატი, აშშ

9788710-R3L8T8D-950-665fcd23d4f64b7404a7445a69b5c855_970x ცინცინატის მეტროს მშენებლობა 1884 წელს დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ქალაქის მოსახლეობა შემცირდა, მეტტროს საჭიროება აღარ იყო და მისი მშენებლობა 1925 წელს შეაჩერეს. 16-კილომეტრიანი ხაზი მხოლოდ ნახევრადაა აშენებული. დღეს მიტოვებულ მეტროში ექსკურსიები იმართება, თუმცა ცნობილია, რომ ადამიანები დამოუკიდებლადაც ჩადიან მეტროს გვირაბებში.

23. საგადას დაკიდული კუბოები, ფილიპინები

9732510-R3L8T8D-950-075dcf981754c8e55accf42beb3b41e7_970x

24. ჩერნობილი, უკრაინა

maxresdefault 1980-იან წლებში ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ უკრაინის ქალაქი პრიპიატი დიდი ხნის მანძილზე იყო დახურული ტურისტებისთვის. დღეს აქ ძალიან მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც ჩადიან ტურისტები და ყველასგან მიტოვებულ ქალაქში ეირნობენ, რომელიც მოსახლეობამ უკანმოუხედავად დატოვა. ნაწილი Iნაწილი II  
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
26 %