Turebi Ge

20 სრულიად არამიწიერი პეიზაჟი

ზღაპრულ სამყაროებში თურმე დედამიწაზეც შეგიძლია იმოგზაურო. ამისთვის არაა საჭირო კოსმოსში გაფრენა ან წიგნების და ფილმების ჯადოსნურ სამყაროში გადაშვება.

1. ხედი მდინარეზე, ისლანდია

15934210-R3L8T8D-1000-48

2. სალარ დე უიუნი, ბოლივია

15934260-R3L8T8D-1000-36მარილის საბადო დაახლოებით 10 000 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ცენტრში მარილის ფენის სისქე 10 მეტრზე მეტის აღწევს. მშრალ სეზონში, როცა წყლის უმეტესი ნაწილი ორთქლდება, ტბის ზედაპირზე მარილის ფენა ამოდის. მარილი თეთრია- შესაბამისად – ტბის ფსკერიც თეთრი და წვიმების სეზონზე, როცა წყლის თხელი ფენით იფარება, ზეცას და ღრუბლებს სარკესავით ირეკლავს. ერთი შეხედვით – ცაზე მიაბიჯებ.

3. კრისტალების გამოქვაბული, მექსიკა.

15934310-R3L8T8D-1000-35 ეს გამოქვაბული მუშებმა აღმოაჩინეს 1910 წელს. გამოქვაბული   120 მ-ის სიღრმეზე მდებარეობს და სავსეა უზარმაზარი, ლამაზი, ნათელი და გამჭვირვალე  კრისტალებით. კრისტალები ვიზუალურად  ფანტასტიკის განცდას  ქმნის.  ეს არის ადგილი სადაც უცხოა მზის სხივები. Discovery Channel–მა 2011 წლის თებერვალში აღნიშნა, რომ შესაძლოა  არსებობდეს სხვა გამოქვაბულებიც, თუმცა ახლა უკვე  გამოქვაბული თავდაპირველ  დატბორვის  მდგომარეობას უბრუნდება .

4. ვულკანის და მდინარის შეხვედრის ადგილი ისლანდია

15934410-R3L8T8D-1000-47

5. მთა რორაიმა, ვენესუელა.

15934460-R3L8T8D-1000-34ეს მთა ვენესუელის, ბრაზილიისა და გაიანის საზღვარზე მდებარეობს. მთის სიმაღლე 2 774 მეტრია და აქ ეროვნული პარკი მდებარეობს.  რორაიმას ეროვნული პარკი გეოლოგიური თვალსაზრისით დედამიწის ერთ-ერთი უძველესი ადგილია: მისი ასაკი 2 მილიარდ წელს შეადგენს.

6. ციცინათელების გამოქვაბული, ახალი ზელანდია

15934560-R3L8T8D-1000-30გამოქვაბული ახალი ზელანდიის ხელუხლებელი ბუნების კიდევ ერთი საოცრებაა. აქ მცხოვრები ათასობით ლუმინესცენტური მწერი განუმეორებელ სანახაობას უქმნის გამოქვაბულში მოხვედრილ ტურისტებს.

7. ნაციონალური პარკი Anavilhanas, ამაზონი, ბრაზილია

15934610-R3L8T8D-1000-49.png

8. ვულკანი დალოლი, ეთიოპია

15934660-R3L8T8D-1000-37გაინტერესებთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მარსის ან/და იუპიტერის ზედაპირი? მაშინ დალოლს და მის მიმდებარე ტერიტორიებს უნდა ეწვიოთ. ულამაზესი პეიზაჟი თითქოს მხატვრის ტილოდანაა გადმოსული. დალოლი დედამიწაზე ყველაზე დაბალ ვულკანად ითვლება, რადგან მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონეზე 45 მეტრით დაბლა მდებარეობს. მეორე მხრივ, უძველეს მანუსკრიპტში, რომელსაც ენოჰის წიგნი ეწოდება, ეს ტერიტორია აღწერილია, როგორც ჯოჯოხეთის უძირო ხვრელი, რომელიც მალე ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრება და მთლიანად შთანთქავს. ჩანაწერებში უამრავჯერაა ნახენები სამყაროს დასასრული, და ყოველ ჯერზე აღნიშნულია, რომ აპოკალიფსი სწორედ ამ ადგილიდან დაიწყება – ანუ ვულკანის ამოფრქვევის მომენტიდან. 

9. ტბა ნატრონი, ტანზანია

15934760-R3L8T8D-1000-41 ნატრონის ფერადი ტბა ტანზანიაში მდებარეობს და მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის სიაშია შესული. ტბის ზოგიერთ მონაკვეთში მისი წყლის ტემპერატურა 50 გრადუსზე მეტია. ნატრონის ტბა უხვმარილიანია, წყალში მცხოვრები მიკროორგანიზმები კი წყალს საოცარ სანახაობად გარდაქმნიან – მარილი პერიოდულად წითელ და ვარდისფერ შეფერილობას იღებს.

10. მყინვარული ლაგუნა იეკულსაურლოუნი, ისლანდია

15934810-R3L8T8D-1000-42.png ყინულის დნობის წყალობით შექმნილი ტბის ფართობი ახლა უკვე  18 კმ²-მდეა. ტბის სიღრმე  200 მეტრს აღწევს და მისი ნაპირები უამრავი ყინულის ნამსხვრევითა დაფარული

11. ციცინათელების ტყე, იაპონია

15934860-R3L8T8D-1000-45

12. მარმარილოს გამოქვაბული, ჩილე

15934910-R3L8T8D-1000-46 ჩილეს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობ მარმარილოს გამოქვაბულებია, რომელსაც მარმარილოს ტაძარსაც უწოდებენ. გამოქვაბულები პატაგონიაში, გენერალ კარერას ტბასთან მებარეობს.

13. ცინგი-დე-ბემარახას ნაკრძალი, მადაგასკარი

  15934960-R3L8T8D-1000-44უცნაური კლდეები პირდაპირ მიწიდან იზრდებიან და წაწვეტებული კიდეები ზეცისკენ აქვთ მიმართული. ამ საოცარ ადგილს “ქვის ტყეს” ეძახიან. სახელწოდებამ შეიძლება ადამიანი დააბნიოს, თუმცა სახელწოდებას ხეებთან მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ კლდეების ეს მასივი ფორმით ძალიან წააგავს ტყეს. უცნაური კლდეები პირდაპირ მიწიდან იზრდებიან და წაწვეტებული კიდეები ზეცისკენ აქვთ მიმართული. ამ საოცარ ადგილს “ქვის ტყეს” ეძახიან. სახელწოდებამ შეიძლება ადამიანი დააბნიოს, თუმცა სახელწოდებას ხეებთან მხოლოდ ის კავშირი აქვს, რომ კლდეების ეს მასივი ფორმით ძალიან წააგავს ტყეს.

14. ჰილიერის ტბა, ავსტრალია

15935060-R3L8T8D-1000-39მლაშე ტბა მიდლ-აილენდის ნაპირზე, გოლდფილს-ესპერანსის რეგიონში, დასავლეთი ავსტრალია. გამოირჩევა ვარდისფერი შეფერილობით.მიუხედავად მარილის შემცველობის დონისა, ჰილიერის ტბაში ბანაობა უსაფრთხოა. თუმცა, ტბამდე მისასვლელი გზების რაოდენობა ძალზედ მწირია. ამასთანავე, ტბის იზოლირებას იწვევს ის ფაქტიც, რომ იგი ტყითაა გარშემორტყმული. მის დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა საჰაერო ტრანსპორტი. ვარდისფერი შეფერილობის წყაროდ, ტბაში არსებული ერთადერთი ცოცხალი ორგანიზმი — მიკროორგანიზმი მლაშე დუნალიელამიიჩნევა, რომლის პიგმენტიც წყალს ფერს უცვლის. იგი გამოყოფს მარილს, რათა შექმნას წითელი საღებავი, შესაბამისად, ფერი.

15. დენქსიას ფერადი გორები, ჩინეთი

  15935110-R3L8T8D-1000-33 ეს პეიზაჟი ჩინეთში, განსუს პროვინციაში მდებარეობს. მინერალების განსხვავებული შემცველობის და შემდგომი ეროზიების წყალობით პეიზაჟის სანახავად მსოფლიოს უამრავი კუთვხიდან ყოველწლიურად ათასობით ტურიტი ჩამოდის.

16. ჩაძირული თვითმფრინავი კეი-ნორმანისაეროპორტთან, კუნძული ეკზუმასი

15935210-R3L8T8D-1000-50.png

17. ნაციონალური პარკი ლასენ-ვოლკანიკი, აშშ

15935260-R3L8T8D-1000-38.pngპარკი კალიფორნიის ჩრდილო ნაწილში მდებარეობს და ფერად-ფერიადი პეიზაჟით გამოირჩევა.

18. გეიზერი ფლაი, აშშ

15944460-R3L8T8D-1000-55გეიზერის ამოფრქვევის სიმაღლე 1.5 მეტრია და განლაგებულია კერძო რანჩოს  ტერიტორიაზე, რომლის მფლობელიც ტოდ ჯეკსიკია. 1916 წელს წყაროს მოსაპოვებლად ამ ადგილებში ჭაბურღილი ჩადგეს, თუმცა  ფერადი გეიზერის შემქნას მისცეს დასაბამი. მოგვიანებით ცხელი  წყალი ზედაპირზე ამოიფრქვა, რომლის  მინერალებისგან ლამაზი ლანდშაფტები შექმნა.  ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები გეიზერს ცისარტყელის  შეფერილობას აძლევს.

19. ანტილოპას კანიონი, აშშ

15947060-R3L8T8D-1000-SlotCanyons ნტილოპას კანიონი მდებარეობს  ამერიკის შტატ არიზონას  ჩრდილოეთით, იუტას საზღვართან, ქალაქ პეიჯის მახლობლად  და შედის დიდი კანიონის გრანდიოზულ კომპლექსში. ეს კანიონი ნავახოს ტომის მიწაზეა განლაგებული და ინდიელთა საკუთრებაა. ნავახოს ინდიელებმა მონათლეს როგორც ტსე, რაც ნიშნავს ,,ადგილი, სადაც წყალი კლდეებს ამტვრევს”.  ანტილოპადან კოლორადოს გრანდ-კანიონამდე დაახლოებით 150 მილია. კანიონში მოსახვედრად აუცილებელია გიდის დაქირავება. ანტილოპის კანიონი გაიხსნა 1997 წელს.  კანიონის მოსანახულებლად  საუკეთესო პერიოდი მარტი–აპრილი და ოქტომბერ–ნოემბერია, რადგან აქ მზის სხივი  ღრმად აღწევს   გამოქვაბულის  სიღრეებს და კედლები ხდება   სხვადასხვა შეფერილობის.

20. ვულინგიუანის ეროვნული პარკი, ჩინეთი

15947860-R3L8T8D-1000-6798186133_924af31019_oტერიტორია გამოირჩევა 3 100 მაღალი, კვარციტის სვეტით, რომელთაგან ზოგიერთის სიმაღლე 800 მეტრია, გარეგნულად კი კარსტული ფორმაციისაა. არეალი ქალაქ ჩჟზანძიაძეს შემადგენლობაში შედის და მდებარეობს პროვინციის დედაქალაქ ჩანშადან 270 კმ-ის მოშორებით
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
0 %
B. საერთოდ არ მივმართავ
33 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
67 %