Turebi Ge

5 ყველაზე მზიანი ქალაქი მსოფლიოში

როგორია ცხოვრება, როდესაც ლურჯ ცაზე ღრუბლები არ არის და მზე მუდმივად ანათებს? ამ კითხვაზე პასუხი ყველაზე კარგად მოცემული 5 ქალაქის მაცხოვრებლებმა იციან. მათ ქალაქში მზე თითქმის მუდმივად კაშკაშებს.

 

ფენიქსი, არიზონა, აშშ

 

ფენიქსში მზიანი დღეების რაოდენობა ყველაზე მეტია, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ქალაქში. ადგილობრივების თქმით, მზიანი ამინდები განწყობაზე  და ფსიქიკაზეც დადებითად მოქმედებს. თუმცანესტიანი ამინდებიც თავისებურად უხარიათ, რადგან ასეთ დროს ქალაქს განსაკუთრებული სნი აქვს და ბუნება ცოცხლდება. რაც მთავარია, ფენიქსში ცხოვრება საკმაოდ იაფია და ქალაქში და მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ ბევრი გასართობი ადგილიცაა.

 

ფენიქსი

 

დარვინი, ავსტრალია

 

ავსტრალიის ყველაზე მზიანი ქალაქები თავმოყრილია ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში. მათ დედაქალას კი ქალაქი დარვინი წარმოადგენს. თავის მეზობლებთან შედარებით, დარვინშ მზიანი დღეების რაოდენობა ნაკლებია, თუმცა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ პირველობს. აქ შეგიძლიათ ამინდის პროგნოზს თვალი არ ადევნოთ, რადგან ტემპერატურა თითქმის ყოველდღე დაახლოებით 32 გრადუსია.

 

დარვინი

 

ნიზუა, ომანი

 

არაბეთის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობის გამო, ომანს მზიანი ქალაქები მრავლად აქვს. მუდმივი მზიანი დღეები ნიზუას მცხოვრებლებს უადვილებს მიმდებარე ტერიტორიის შესწავლას. ქალაქიდან 60 კმ-ის დაშორებით მოლაშქრეებისთვის პოპულარული "მწვანე მთა მდებარეობს". აქაურებისტის წვიმის მოსვლა დღესასწაულის ტოლფასია.

 

ომანი

 

ამანი, იორდანია

 

შუაგულ ზამთარშიც კი, როდესაც ტემპერაურა 5 გრადუსზე ჩამოდის, ამანის ქუჩებში მზე მაინც ანათებს. მზიანი ამინდების გამო გარე ცხოვრების წესიც მუდმივად აქტიურია. ქუჩაში მუდმივად მოძრაობს ხალხი, შაბათ-კვირას კი პიკნიკებს და ლაშქრობებს უთმობენ. გარეთ ჭამა საკმაოდ იაფი დგაიჯდებათ, ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კი ბაღების ტერიტორიაა განთავსებული.

 

ამანი

 

იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა

 

მზიანი დღეები არ ნიშნავს, რომ ქალაქში მუდმივად თბილოდეს. ამის დასტური იოჰანესბურგია. ის სამხრეთ აფრიკის ყველაზე რბილი კლიმატის მქონე ქალაქია. ცივი, სველი და ცხელი - ასე აფასებენ ადგილობრივები ქალაქის კლიმატს. არ არსებობს შემთხვევა, რომ ქალაქში 3 ან მეტი დღით წვიმდეს. მზიანი დღეებში მოსახლეობა ძირითად დროს გარეს, პარკებსა და სკვერებში ატარებს.

 

Downtown Johannesburg    

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
36 %
ევროპაში
28 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
11 %