დავით გარეჯი მსოფლიოს ყველაზე ველური და ლამაზი ადგილების სიაშია

National Geographic-მა მსოფლიოს ყველაზე ველური და ლამაზი ადგილების სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში დავით გარეჯის მღვიმეებიც მოხვდა. "გარეჯის მღვიმეები აღმოსავლეთ საქართველოში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. გამოქვაბულებში დაახლოებით 5 000 ბერის სენაკი იყო. ერთი მღვიმე დღესაც ფუნქციონირებს მონასტრის სახით და უდაბნოს ველის სიჩუმეს ბერების გალობა არღვევს" - წერს National Geographic-ი.

 

დავით გარეჯი

 

ჩამონათვალში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფარერის კუნძულებია. დანიის სამეფოს კუთვნილებაში მყოფი კუნძულები ატლანტის ოკეანეში, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის მდებარეობს. აქაურობას განსაკუთრებულ მისტიკას ბალახებით დაფარული სოფლის სახლები მატებს.

 

ფარერის კუნძულები

 

მათ გვერდითაა არგენტინული ჰუ-ჰუის პროვინცია. არიდული და მიმზიდველი უდაბნო ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარეობს. შუქ-ჩრდილების მუდმივი ცვალებადობა და მარილის ზედაპირი უდაბნოს ფოტოგრაფების საყვარელ ადგილად აქცევს.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %