5 მიზეზი, რატომ უნდა ესტუმროთ რომს 2017 წელს

თუ 2017 წელს ევროპაში მოგზაურობას გეგმავთ და ჯერ არ იცით საიდან დაიწყოთ, ჩვენ რამდენიმე იდეას მოგაწვდით. მაგალითად, რამდენიმე საბაბი არსებობს იმისთვის, რომ 2017 წელს რომაული არდადეგები მოიწყოთ.

Mercato Centrale - ეს საუკეთესო სიახლეა რომის გასტრონომიის სფეროში. ტერმინის სადგურში განთავსებული საოცარი დარბაზი გურმანებისთვის 2016 წლის შემოდგომიდან ღიაა. აქ შეგიძლიათ მრავალფეროვანი საკვები შეიძინოთ ან ადგილზე მიირთვათ, შეარჩიოთ ადგილი ქუჩის კვების სტილის კაფეში ან დაჯავშნოთ მაგიდა Oliver Glowig-ის რესტორანში. Mercato Centrale მთელი წლის განმავლობაში დილის 7-დან შუაღამემდე მასპინძლობს სტუმრებს!

რომი

 

Il Museo Universale - თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, ეს გამოფენა თქვენთვისაა!. ნაპოლეონის მიერ იტალიის ოკუპაციის დროს 1796-1814 წლებში ათასობით იტალიური ტილო გადაიტანეს ლუვრში და საფრანგეთის სხვადასხვა მუზეუმში. სწორედ აღნიშნული ტილოების ნაწილი ნაწილი დაბრუნდა იტალიაში და გამოფენილია Il Museo Universale -ზე. აქ ნახავთ ტიციანის, გიდო რენის, ტინტორეტოს და სხვა ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებს. ექსპოზიცია 12 მარტამდე გრძელდება.

 

 

2017 წელს იტალიაში სტუმრობის მიზეზი სპორტის მოყვარულებსაც აქვთ. ექვსი ერის რაგბის ჩემპიონატში იტალიის ეროვნული ნაკრები თებერვალ-მარტში ოლიმპიურ სტადიონზე 3 შეხვედრას გამართავს: უელსთან (5 თებერვალს), ირლანდიასთან (11 თებერვალს) და საფრანგეთთან (11 მარტს).

 

 

მიუხედავად იმისა, გიტაცებთ თუ არა სირბილი, რომის მარათონი მაინც საინტერესო სანახაობას გპირდებათ. ამ დღეს რომის ცენტრი საფეხმავლო ზონად იქცევა. მარათონი კოლიზეუმიდან იწყება და მთელ ამ სანახაობას ფონად ცოცხალი მუსიკა გასდევს. მუსიკალური რეპერტუარი და შემსრულებლები კი მრავალფეროვანია: ბრას ბენდი, კლასიკური და ჯაზ ანსამბლები, როკ ჯგუფები და დიჯეის შოუები მარათონის გზაზე 40 სხვადასხვა წერტილში არიან განთავსებული. რომის მარათონი 2 აპრილს გაიმართება.

 

რომის მარათონი

 

ღია კარის დღეები რომში - ასეთი რამ რომში 2017 წელს მხოლოდ მაისის პირველ კვირას, 7 მაისს მოხდება. ამ დღეს ვიზიტორებისთვის გაიხსნება ისეთი სასახლეები, ბიბლიოთეკები, ხელოვნების და არქეოლოგიური კოლექციები, სახელმწიფო დაწესებულებები თუ კერძო სახლები, რომლებიც, როგორც წესი, დახურულია. უმეტესი მათგანის ნახვა სტუმრებისთვის უფასო იქნება, თუმცა რეკომენდირებულია წინასწარ დაჯავშნა.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %