კურორტ გომარდულში ზამთრის სეზონი იხსნება

აჭარის კურორტ გომარდულში ზამთრის სეზონი 30 დეკემბერს იხსნება.

სეზონის გახსნის აღსანიშნავად კურორტზე მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განთებები და ნაძვის ხე. მუსიკალური პროგრამა მოიცავს როგორც ცოცხალ მუსიკას და ფოლკლორს, ასევე DJ-ს.

ღონისძიებაზე დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობებიც.

მონაწილეობის მიღების მსურველებისთვის ბათუმიდან გომარდულამდე იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. 

კურორტი გომარდული შუახევის მუნიციპილატიტეტში ზღვის დონიდან 1150 მეტრზე მდებარეობს. კურორტზე პირველი თოვლი  ნოემბერში მოდის . თოვლის სიმაღლე ხშირად 2–3 მეტრამდე აღწევს. თოვლში სრიალის მოყვარულთათვის 250 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასაა გაკეთებული. სოფელში ძირითადად მცირე ზომის ხის სახლებია. კურორტი დამსვენებელს სთავაზობს  საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და  კოტეჯებში დაბინავებას. ადგილობრივები სტუმრებს ცნობილი აჭარული კერძებით  უმასპინძლდებიან, როგორიცაა  ბორანო და კაიმაღი.

გომარდული, აჭარა, შუახევი

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
17 %
B. საერთოდ არ მივმართავ
44 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
39 %