turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

გვატემალა - მაიას ცივილიზაციის გული

რა შეიძლება ჰქონდეს საერთო  ვულკანებს, კოლონიალურ ქალაქებს, ფერად ბაზრებს, ლურჯ ტბებს, ლამაზ სანაპიროებს, ჯუნგლებს და უძველეს ნანგრევებს? ყველა მათგანი შეგიძლიათ ცენტრალური ამერიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, გვატემალაში იხილოთ. ქვეყანა მაიას ცივილიზაციის გულში მდებარეობს.  გვატემალაში ბევრი ადგილია, რომლის მონახულებაც ძალიან საინტერესო და ლამაზ მოგონებებს გპირდებათ.

Tikal

Tikal-ი მაიას ცივილიზაციის დედაქალაქი იყო. ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ძეგლია. Tikal-ი  ჩვ. წ. აღ-მდე 4 საუკუნით თარიღდება. მისი აყვავების პერიოდში, ქალაქში დაახლოებით 3000 შენობა იყო. ადგილის ვიზიტისას აუცილებლად ეწვიეთ Great Plaza-ს, რომელიც პირამიდის ნანგრევებითაა გარშემოტრყმული.

ანტიგუა

ანტიგუა კოლონიალური  ქალაქია, რომელიც გვატემალის მაღალმთიანი რეგიონის ცენტრში მდებარეობს. ის გვატემალას სამეფოს დედაქალაქი იყო, დღეს კი ცნობილია კარგად შენახული ბაროკოს არქიტექტურით და ესპანური ტაძრების ნანგრევებით.

Panajachel

Panajachel-ი პატარა კოლონიალური ქალაქია, რომელიც Atitlan-ის ტბასთან და Sierra Madre-ეს ვულკანებთან მდებარეობს. Atitlan-ის ტბა ცენტრალური ამერიკის ყველაზე ღრმა ტბაა. მისი გეოგრაფიული მდებარეობა მას საოცრად თვალწარმტაცს და გამორჩეულს ხდის.  Panajachel-ი საუკეთესო ქალაქია ხელნაკეთი სუვენირების მოყვარულთათვის.

Semuc Champey

Semuc Champey-ი წმინდა წყალს ნიშნავს. ის შუაგულ ჯუნგლებში მდებარეობს და პატარა ჩანჩქერებისგან შედგება, მისი ტერიტორიის ნაწილი კლდეებითაა გარშემორტყმული. გვატემალას ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა.

ვულკანი Pacaya 

Pacaya-ა მოქმედი ვულკანია, რომელიც ბოლოს 2010 წელს ამოიფრქვა. ის ანტიგუასთან ახლოს მდებარეობს. სუსტი გულის მქონე ადამიანებისთვის არაა განკუთვნილი, თუმცა ვულკანიდან მართლაც დაუვიწყარი ხედი იშლება.

Museo Popol Vuh

გვატემალის სტუმრობისას აუცილებლად ესტუმრეთ Museo Popol Vuh-ს. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმია, სადაც მაიას ტომის და კოლონიალური კულტურული ღირსშესანიშნაობები შეგიძლიათ იხილოთ, მათ შორის: ნიღბები, სკულპტურები, მოწყობილობები და სხვა.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
29 %
აზიაში
2 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
16 %