turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ბოდრუმი - თურქეთის გამორჩეული მარგალიტი

თურქეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მარგალიტი -ბოდრუმი. ის ერთნაირად მოხიბლავს ისტორიის, მდიდრული დასვენების და თავგადასავლების მოყვარულებს. ბოდრუმი ეგეოსის ზღვის სამხრეთ რეგიონში მდებარეობს. მის ტერიტორიაზე მდებარეობდა ჰალიკარნასის მავზოლეუმი,  მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი. დღეს ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იზიდავს ტურისტებს თავისი ისტორიული ნანგრევებით, ულამაზესი სანაპიროებით და კლდის მწვერვალზე მდებარე კურორტებით.

ტურები ბოდრუმის მიმართულებით იხილეთ Turebi.Ge-ზე.

რა ჯდება მოგზაურობა ბოდრუმში?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების და ტურების მიხედვით. თუმცა თანხა რომლითაც ბოდრუმში შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 800ლარიდან იწყება.

რაშედისსაფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • მგზავრობა;
  • სასტუმროში განთავსებას;
  • კვებას (ტურის მიხედვით);
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • ტრანსფერი;

ღირსშესანიშნაობები

წმ. პეტრესსასახლე

ბოდრუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს წმ. პეტრეს სასახლე, მას ხშირად ბოდრუმის სასახლესაც უწოდებენ. ის 1402-1437 წლებში ჰოსპიტალიერმა რაინდებმა ააგეს. მშენებლობაში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები, რის გამოც სასახლეში შეგიძლიათ იხილოთ ფრანგული, ინგლისური და სხვა კოშკები. ოტომანთა იმპერიის დროს, სულთანმა სულეიმანმა სასახლე ბრძოლით აიღო და მეჩეთად გადააკეთა. დღეს წმ.პეტრეს სასახლე ფუნქციონირებს როგორც წყალქვეშა არქეოლოგიური მუზეუმი.

მავზოლეუმი

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ოდესღაც ამ ნანგრევებზე მსოფლიოს 7 საოცრებიდან ერთ-ერთი ჰალიკარნასის მავზოლეუმი იდგა, რომელიც ძვ.წ.აღ 376-353 წწ-ში აშენდა. ჰალიკარნასი ბოდრუმის ძველი სახელია. მავზოლეუმის სიმაღლე 46 მეტრს აღწევდა და იმ დროის ყველაზე ცნობილი სკულპტორის მიერ შექმნილი ფრიზებით იყო მორთული. ძეგლმა ბევრ საუკუნეს გაუძლო, საბოლოოდ კი ის ჰოსპიტალიერმა რაინდებმა დაანგრიეს და მისი ქვები წმ.პეტრეს სასახლის ასაშენებლად გამოიყენეს.

ბოდრუმის თეატრი

ბოდრუმის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობას მისი ძველი რომაული თეატრი წარმოადგენს. ბოლო პერიოდში მოხდა მისი რესტავრაცია. თეატრი მე-4 საუკუნეში მოქმედებდა და 13 000 მაყურებელს იტევდა. ზაფხულობით ის სხვადასხვა კონცერტებისთვის და პროგრამებისთვის გამოიყენება.

წარმოგიდგენთ ბორდუმის საუკეთესო კურორტს

6 ვარსკვლავიანი სასტუმრო Mandarina Oriental-ი, ბოდრუმში, Paradise Bay-ში მდებარეობს. თავისი ორი კერძო სანაპიროთი, ზღაპრულად ლამაზი რესტორნებით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, მსოფლიო დონის სპა-სალონით, სასტუმროს სტანდარტული და ლუქს ნომრებით და ვილებით, ის ყველაზე გამოცდილ და პრეტენზიულ სტუმარსაც კი მოხიბლავს. მისი მდიდრული დიზაინი და არქიტექტურა იმდენად ფენომენალურია, რომ ძალიან ბევრი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო მასთან შედარებით იაფფასიან მოტელს მოგაგონებთ.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
42 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
31 %