turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618

ლაღად ასვლა სალაღოს მთაზე.

 

  მთა სალაღო, იგივე ლაღის მთა. 2500 მეტრის სიმაღლის ეს მთა ყველას გვაქვს შემჩნეული ვინც ერთხელ მაინც ვყოფილვართ ანანურში ან ყაზგბეგისკენ მიმავალ გზაზე... შემოდგომისას სულ ვამჩნევდი დათოვლილ მთებს ჟინვალის თავზე მაგრამ მხოლოდ ბოლო წელია დავინტერესდი რა სიმაღლისანი იყვნენ, რა სახელისანი ანდაც საიდან ქონდათ ასასვლელი... ასვლა ბევრი მხრიდან შეიძლება, თუმცა ჩვენი დოლის ხევი ავარჩიეთ. სოფელ დოლისქედისკენ გადავუხვიეთ და ასე, სოფელ ვაშლობიდან უკვე დავიწყეთ მის ერთ-ერთ ფერზე ასვლა...
  აქავრობას უკვე კარგად ვცნობდით, რამდენიმე კვირის წინ, მის გვერდით მდებარე მთაზე, მთა "მაღალზე ვიყავით" ასულები.

   ფერდი, რომლითაც ასვლა გვსურდა სწორედ მთა მაღალიდან ავარჩიეთ. ეს იყო გრძელი, მუდმივ სიმაღლის მკრეფელი ფერდი, რომელიც სოფელ ვაშლობისთავზე იწყებოდა და სალაღოს მთის წვერზე სრულდებოდა...
ერთდღიან გასვლად მოვაწყეთ, პატარა ჩანთები გვქონდა ჩირებით და შოკოლადით გატენილი. ის საკვები რაც ენერგიისთვის გჭირდება და წყალი. მსუბუქად ვმოძრაობდით... შესაბამისად საკმაოდ სწრაფადაც... 


 გზად მესაქონლე კაცი შეგვხვდა, ცხენებით ეშვებოდა ქვემოთ სოფლისკენ. წუხდა. მთა არავის უნდა ახლა... იყო დრო, არც ისე ადრე, გასულ საუკუნეს, მსოფლიო ომისთვის ამ სოფლებიდან, თითოდან 400 კაცი გაიწვიესო... ახლა 4 სახლიღა დგას... ისინიც უპატრონოდ მიტოვებულნი...რას ვიზამთ, მთაში აღარაფერი ყრია ალბათო... და გაგვშორდა... რთული წარმოსადგენი იყო ჩემთვის. ამ ნასახლარებიდან, დაცლილი სოფელბიდან 400 კაცის გაყვანა... გააზვიადა ვითომ? 100 მაინც რომ გაეყვანათ? მაინც ბევრია აქავრობის ახლადელი სახისთვის... გულისწყვეტის განცდაა... გაწყვეტილი სოფლის სახე. სხვის ომში გადახვეწილა ქვეყანა.


 ავდიოდით, ავდიოდით, კიდევ ავდიოდით... ოთხზე უკვე მთის წვერზე ვისხედით და მზეს ვეფიცხებოდით... 
სალაღოს მთის წვერი არ აღმოჩნდა ის რასაც ველოდი... შორიდან ეს წვეტიან მთად ჩანდა და ახლა კი აქ წვერი მინდვრად ქცეულიყო... ცხენს ჭენებით დაღლიდი. აქვე ვნახეთ ნიშა, სავარაუდოდ ჰოლიკოპტერის დასაჯდომად იყენებენ ხოლმე. მოკლედ ასე იყო თუ ისე მზეს მივეფიცხეთ დავისვენეთ და მყიფე დაღმართებისკენ გავემართეთ... 


  გადავიარეთ პატარა ქედი. სწორედ ამ ქედზე ნისლები წამოგვეწივნენ, დაგვანისლეს კიარადა, დაგვანესტიანეს... ოდესმე ხეობიდან ამომავალი ნისლისთვის მთის კიდეზე მდგომს სახე შეგიშვერიათ? ეს არის განცდა ოდნავ უფრო თბილი მაგრამ მსგავსი, როდესაც ნაყინის მაცივარს ვხსნით, შუშას გადაწევ და სინესტე და სიგრილე გეცემა ფილტვებში... ვიდექით ასე სახე შეშვერილები. ვინიავებდით ფილტვებს. სწორედ ამ დროს ნისლი ისე გაძლიერდა რომ სრულად დაგვფარა, ჯიპიესი რომ არ გვქონოდა გარდაუვლად დავეშვებოდით სხვა ფერდზე და გზას ერთი-ორი "სახალისო " კილომეტრით დავიგრძელებდით...


  როგორც მუდამ ჩვევია, აღმართები ჩაიწელნენ... მყიფედ ვადგამდით ყოველ ნაბიჯს, მუხლების არსებობას ვგრძნობდით ყოველი მეტრის დაწევისას. 


   ტყეში შევედით და დაგვხვდა დისნეის გადასაღები მოედანი. ხელუხლებელი ბედნიერება. დაღმართს აღარ ვჩიოდით, თუმცა ეგ კია, რაც უფრო ქვემოთ ჩავდიოდით ხეობაში მით უფრო მეტად რთულდებოდა მოძრაობა, ფეხ ქვეშ ფოთლბი მეცლებოდა და ხან სად ავსრიალდებოდი ხოლმე ხან სად... ასე სრიალ - სრიალით ჩავაღწიეთ მდინარემდე... 


  ახალი დაბრკოლება, მაისია, თბილა მაგრამ ფეხის დასველება არ გვინდა, ქვიდან ქვაზე დახტიხარ რომ მდიანრეში არ ჩავარდე. ახალ ხიდებს აგებ, უზარმაზარ მორებს ვეჭიდებით ორი ლანდგასული გოგო რომ მდინარეზე გავდოთ და მასზე მშრალად გავლა შევძლოთ... მიაქ მდინარეს... ისევ გადახტომა თუ გვიშველის. არაა სხვა გზა... ხან ერთ ნაპირზე მივდივართ, ხან მეორე ნაპირზე გვიწევს გადასვლა, დავხტივართ და ვხალისობთ... თითქმის ჩავედით, ბოლო ნახტომია: მე ჩავვარდი. ცალი ფეხით მაგრამ მაინც, მუხლამდე დამისველდა ლამის... არაუშავს, ხომ გავერთეთ, ვერ დავჯაბნე მთის მდინარე მაგრამ არც თავი დავაჩაგვრინე...

 
  ჩამოვედით მანქანასთან და შიმშილი ვიგრძენით. არაფერია იმაზე კარგი განცდა როცა მთის ქედებზე 25 კილომეტრს, ივლი ხან ირბენ, მთის მდინარეებთან იჭიდავებ და ბოლოს მარტივად დაბრუნდები შინ, ცხელ აბაზანასთან, მდუღარე ჩაის ჭიქასთან თუ რბილ საბანთან....
ასე დასრულდა ჩვენი ერთი დღე. სალაღოს მთაზე ლაღად გატარებული... 


  თქვენც გირჩევდით. თანაც დროა უკვე, მას ან სხვა მთას დაადგით თვალი. ზაფხული მალე გავა და თოვლი მიზეზად გაგიხდებათ ზამთარში

მსგავსი სიახლეები