turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

საფრანგეთის 10 ულამაზესი სოფელი

საფრანგეთში ქალაქების გარდა, არანაკლებ ლამაზი და საინტერესო სოფლების მონახულება არის შესაძლებელი, რომლებიც შუასაუკუნეების შემდეგ თითქმის არ შეცვლილან და თითეული თავის უნიკალურ ისტორიას მოგიყვებათ

Eguisheim  - პატარა სოფელი ელზასში, კოლმარის მახლობლად, რომელიც ცნობილია თავისი შესანიშნავი ღვინოებით და შუასაუკუნის ქალაქის უცვლელი ხედებით.

Flavigny-sur-Ozerain - ბურგუნდიის ეს პატარა სოფელი ცნობილი გახდა პოპულარული ფილმის "შოკოლადი" გადაღების შემდეგ, უძველესმა შენობებმა შესანიშნავი დეკორაციების როლი შეასრულეს. სიამაყის მეორე მიზეზი მსოფლიოში უნიკალური ანისულის ტკბილეულობაა, რომელსაც უკვე ათას წელზე მეტია ადგილობრივი მონასტრის ბერები აწარმოებენ.

Pérouges - არის ლამაზი ქვის სოფელი ლიონის მახლობლად, რომელიც კარგად არის შემონახული შუა საუკუნეების დროიდან და განთქმულია თავისი ნაღების და ლიმონის ტორტით, რომელიც, სტუმრობისას, აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

Beynac-et-Cazenac - მდებარეობსსაფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში  და ყველაზე ლამაზ სოფლად ითვლება: ულამaზესი პეიზაჟები ციცაბო კლდეებით, რომლის მწვერვალზე დგას ციხე.

Saint-Cirq-Lapopie - მდებარეობს ესპანეთის მახლობლად. მდიანრის პირას უძველესი ქვის გამწვანებული სოფელია განლაგებული, რომლის მწვერვალზე სოფლისთვის დამახასიათეელი ციხე-სიმაგრე დგას.  

Saint-Guilhem-le-Désert -  ადგილობრივი ეკლესია ლანგედოკის რომანული არქიტექტურის მარგალიტია. სოფელი გარშემორტყმულია  ხელშეუხებელი ბუნებით, მასიური მთებით და შთამბეჭდავი ხეობით. ნებისმიერი ტურისტი მოიხიბლება სოფლის ვიწრო ქუჩებით და ქვის სახლებით, რომელსაც  რენესანსის ეპოქისთვის დამახასიათებელი ორმაგი ფანჯრები აქვთ.

Barfleur -  ნორმანდიაში, ჩრდილოეთით, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. სოფელი გაჟღენთილია ზღვის მარილიანი ჰაერით და წყალმცენარეების არომატით. ეს პატარა სოფელი შეგვიძლია  ჩრდილოეთ საფრანგეთის მარგალიტად ჩავთვალოთ .

Les Baux-de-Provence - მთის კიდეზე , ციცაბო კლდეებს შორის არის განლაგებული.  სამწუხაროდ უკვე დანგრეული, ციხე-სიმაგრის კედლებიდან  ულამაზესი  პეიზაჟები იხსნება . საინტერესოა, რომ ზუსტად ამ სოფლის საპატივცემულოდ დაარქვეს მინერალს ბოქსიტი.

Riquewihr- თქვენ აქ გელოდებათ ელზასისთვის დამახასიათებელი  ტრადიციული სახლები, რომელიც მე –16 საუკუნის შემდეგ დიდად არ შეცვლილა. შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, ეს სოფელი  ადგილობრივი ღვინის ვაჭრობის ცენტრად იქცა. ამიტომაც აქ სტუმრობისას აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ღვინო.

Autoire -  მთებში დაკარგული პატარა, ზღაპრული სოფელი. ის განთქმულია ციხესიმაგრის წაწვეტებული კოშკებითა და შუასაუკუნეების ქვის სახლებით.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %