turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

თვითმფრინავების ეკონომ კლასში ადგილებს შორის მანძილი გაიზრდება

აშშ-ს საავიაციო ფედერალური ადმინისტრაცია ნოემბერში კვლევებს ჩაატარებს რათა  დაადგინოს, დღესდღეობით რამდენად შეესაბამება თვითმფრინავების ეკონომ კლასში ადგილების ზომები და მათ შორის მანძილი ევაკუაციის მოთხოვნებს. ამ ინფორმაციასThe Sun ავრცელებს.

 

კვლევების შედეგების გაანალიზება გამოავლენს, თუ რამდენად სწრაფად შეუძლიათ მგზავრებს თვითმფრინავის დატოვება. შედეგებმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის ცვლილება: სამგზავრო ადგილების მინიმალური ზომა და მათ შორის მანძილი გადაიხედება და შეიძლება გაიზარდოს.

 

მოქმედი რეგულაციების თანახმად, მგზავრების ევაკუაცია უნდა მოხდეს 90 წამში, თუმცა ამაში არ არის გათვალისწინებული მინიმალური დაშორება ადგილების მწკრივებს შორის. ამავდროულად, არ არის გათვალისწინებული ადამიანი ხდება ჭარბი წონა და ავიაკომპანიები, ფულის დაზოგვის მიზნით,  თავიანთ თვითმფრინავებში მაქსიმალური ადგილების განთავსებას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
42 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
31 %