რას აღნიშნავენ მსოფლიოში 8 ოქტომბერს

დაშახრა (დუშხერა)

დაშახრა (Dussehra) - ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ინდური დღესასწაულია, აღინიშნება აშვინის (სექტემბერი-ოქტომბერი) თვეში 10 დღის მანძილზე, რომლიდანაც 9 ღამე გამოყოფილია თაყვანისცემისთვის (აქედან მოდის დღესასწაულის კიდევ ერთი სახელი - ნავარატრი, ანუ „9 ღამის ზეიმი“) ხოლო მეათე დღე აღინიშნება როგორც დევის თაყვანისცემის დღე, რომლის გაპიროვნებაც ხდება როგორც შატკი, დურგა (აქედან მოდის ზეიმის კიდევ ერთი დასახელება- დურგა-პუნჯა ან დურგოტსავი), კალი, პარვატი, ლაკშმი და სარასვატი.

 

იურისტის დღე

8 ოქტომბერს ყოველწლიურად აღინიშნება უკრაინაში იურისტის დღე. ეს პროფესიონალური დღესასწაული დაარსდა 1997 წლის სექტემბერში. მან გააერთიანა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე იურისტები.

 

სატანკო ეკიპაჟის დღე

8 ოქტომბერი 2019 წელი, დღესასწაული სომხეთში

ეს დღე აღინიშნება სომხეთში, რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მიერ ყოველწლიურად 8 ოქტომბერს.

 

დამოუკიდებლობის დღე - ხორვატიაში

8 ოქტომბერს აღინიშნება ხორვატიის დამოუკიდებლობის დღე.  ეს სახელმწიფო დღესასწაული დაარსდა იუგოსლავიისგან ხორვატიის განთავისუფლების წლისთავზე 1991 წელს.  დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხორვატიაში წინ უძღვოდა მაისის რეფერენდუმი, რომლის დროსაც ამომრჩეველთა 93,94%-მა ხმა მისცა ხორვატიის რესპუბლიკის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას.

 

გმიი პარტიზანი დღე  კუბაზე

ეს დღე გამოცხადდა 8 ოქტომბერს კუბაზე, ფიდელ კასტროს მიერ კომანდანტის სიკვდილის შემდეგ რომელიც გახლდათ ერნესტო ჩე გევარა. ეს იყო 15 ოქტომბერს 1967 წელს კუბის ტელევიზიასა და რადიოში. კომენდანტე კასტრო დაწვრილებიტ აღწერს ჩე გევარას სიკვდილის გარემოებებს, სახალხოდ ამჟღავნებს მისი მკვლელების ვინაობას რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი დანაშაულის ყველანაირი კვალის გაქრობას.

დასკვნაში ფიდელ კასტრო კითხულობს კუბის მინისტრთა საბჭოს დადგენილებას, რომელშიც აღწერილია  თუ რა დამსახურება აქვს ჩე გევარას კუბის და ლათინური ამერიკის მოსახლეობის თავისუფლებისათვის ბრძოლაში. გამოცხადდა 30 დღიანი გლოვა, ხოლო 8 ოქტომბერი გახდა „გმირი პარტიზანის დღე“.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %