turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

Thomas Cook-ის გამო ესპანეთში 500 სასტუმრო იხურება

ბრიტანული ტურისტული გიგანტის Thomas Cook -ის კრახის გამო  ესპანეთში ასობით სასტუმრო უკვე დაიხურა და კიდევ ასობით ემზადება დასახურად. -  ამის შესახებ „ესპანური სასტუმროების ასოციაცია“ იუწყება.

„Thomas Cook"-ის დახურვის  გამო უკვე  500 სასტუმრო დაიხურა, და თუკი სახელმწიფო რამე ზომებს არ მიიღებს ეს სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდება.  -  გამოაცხადა ჰუან მოლასმა, ესპანური სასტუმროების ასოციაციის უფროსმა, რომლის ორგანიზაცია 15 000 სასტუმროს წარადგენს.

ტომას კუკზე 100ზე მეტი სასტუმრო უშუალოდ იყო დამოკიდებული, საბედნიეროდ სხვებისთვის კიდევ არის გადარჩენის შანსი. კანარის კუნძულების ერთი სასტუმრო  ახლახანს რებრენდინგი და მოდერნიზაცია განიცადა, ეს 20 მილიონი ევრო დაუჯდა  და ახლა დაეჯახა რეალობას და მისი 700 ნომერი ცარიელი იქნება. სამწუხაროდ ამ სასტუმროს უკვე მოუწია 200 თანამშრომლის გაშვება.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ კანარის და ბალეარის კუნძულები, სადაც გაკოტრების პირას სასტუმროების 40% აღმოჩნდა.

ესპანეთის ტურიზმის საბჭოს სხდომაზე  7 ოქტომბერს წარდგენილი იყო ფორს-მაჟორული მოქმედების გეგმა. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ ახლახანს მსოფლიოს ერთ-ერთმა უძველესმა ტურისტულმა სააგენტომ  Thomas Cook-მა საქმიანობის დასრულება გამოაცხადა. კომპანიას უკვე დიდი ხანია ფინანსური პრობლემები აქვს და ბოლო დროს მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მის რესტრუქტურიზაციაზე. როგორც ჩანს საბოლოო ჯამში კომპანიამ ვერ შესძლო პრობლემების მოგვარება და გამოაცხადა, რომ წყვეტს საქმიანობას. ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი 600 ათასი კლიენტი ისვენებს, მათ შორის 150 000 თვითონ ბრიტანეთის მოქალაქეა. სამშობლოში მათ დაბრუნებაზე უკვე უშუალოდ ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაცია  (CAA) იზრუნებს .

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
28 %
აზიაში
4 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
3 %
სახლში
14 %