turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 604

Notice: Undefined variable: UB in /datastore/web/blog.turebi.ge/htdocs/libs/Functions.php on line 618
title
Turebi Ge
მსოფლიო date 09 ოქტომბერი 2019 count 9001

სრულიად უფასოდ: ახალი რეგულაცია ტურისტებისთვის იტალიაში

ახალი რეგულაცია  ძალაში შევიდა კვირას,6 ოქტომბერს.

იტალიის ხელისუფლება აბრუნებს სახელმწიფო მუზეუმებსა და არქეოლოგიურ ადგილებში უფასო შესვლის შესაძლებლობას, რომელიც გაუქმდა წინა მთავრობის ხელში. სიახლე ძალაში შევიდა კვირას, 6 ოქტომბერს (იგულისხმება უფასო შესვლა ყოველი თვის პირველ კვირა დღეს)

უფასო შესვლის შესაძლებლობა არ მოქმედებს იმ ძეგლებზე და ღირშესანიშნაობებზე, რომელიც ეკუთვნის ადგილობრივ ხელისუფლებას და არა სახელმწიფოს. ამის მიუხედავად, ტურისტებს უკვე თავისუფლად შეუძლია დაათვალიეროს  ცნობილი ღირშესანიშნაობები, როგორიცაა  კოლიზეუმი, პომპეი, აკადემიის გალერეა ფლორენციაში, სამეფო სასახლე კაზერატში და მირამარეს სასახლეს.

კოლიზეუმი, პომპეი

აკადემიის გალერეა ფლორენციაში, სამეფო სასახლე კაზერატში

მირამარეს სასახლეს

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე იტალიის ხელისუფლებამ შემოიღო რიგი შეზღუდვები და ჯარიმები ტურისტებისთვის: მაგალითად არ შეიძლება ქუჩაში მაისურის გარეშე სიარული, წყლის დალევა შადრევნებიდან ტუჩის მიდებით  -  მხოლოდ ბოთლის ავსება. “სიყვარულის საკეტების“ ჩამოკიდება ხიდებზე, სურათის გადაღებისთვის ფულის აღება, ესპანურ კიბეზე აკრძალულია ეტლისა და ბორბლებიანი ჩემოდნის ტარება.  პირველ ეტაპზე დარღვევა შემოიფარგლება გაფრთხილებით, ხოლო შემდეგ ეტაპზე უკვე შეიძლება 450 ევროს ჯარიმა გამოგიწერონ.

მსგავსი სიახლეები