turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

რას აღნიშნავენ მსოფლიოში 9 ოქტომბერს

ფოსტის საერთაშორისო დღე.

ფოსტის საერთაშორისო დღე (World Post Day) აღინიშნება გაეროს ქვეყნებში. ტარდება ყოველწლიურად 9 ოქტომბერს მე-14 კონგრესის გადაწყვეტილებით - საერთაშორისო საფოსტო კავშირის მიერ, (Universal Postal Union) 1874 წელს კავშირის შექმნის დღეს. ხოლო თვითონ ფოსტის საერთაშორისო დღე გამოცხადდა კონგრესზე ტოკიოში 1969 წელს.

 

ჯონ ლენონის დაბადების დღე

“The Beatles”-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და ჯგუფის წევრი, ცნობილი მომღერალი, პოეტი და კომპოზიტორი, მე-20 საუკუნის პოპულარული მუსიკოსი  - ჯონ ლენონი, რომელსაც დღესაც ყავს ბევრი თაყვანისმცემელი და შედის ყველა დროის, მსოფლიოში საუკეთესო გიტარისტების სიაში ჟურნალ “Classic Rock”-ის შეფასებით.

ჯონ უინსტონ ლენონ (John Winston Lennon)  დაიბადა 1940 წლის 9 ოქტომბერს, როგორც ბევრი წყარო ამტკიცებს, ზუსტად ლივერპულზე გერმანიის მხრიდან საჰაერო თავდასხმის დროს.

პირველი ასვლა მთა არარატზე

1829 წლის 9 ოქტომბერს (27 სექტემბერი) იყო  პირველი ასვლა ყველაზე მაღალ (5 156 მეტრი) „ბიბლიური“ მთის არარატის დასავლეთ მწვერვალზე.

 

კორეული ანბანის  დღე

 

9 ოქტომბერს, სამხრეთ კორეაში აღინიშნება კორეული ანბანის გამოცხადების დღე (Hangul Proclamation Day).  კორეულ ენის ანბანს უწოდებენ ჰანგილს (Hangul), დღესდღეობითაც აღნიშნავენ მეფე სეჯონ დიდებულის (King Sejong the Great) მიერ შექმნილი ანბანის დღეს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
26 %
გააჩნია მიმართულებას
32 %