turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ფესტივალი „ჭაჭა“ - 2 ნოემბერს თელავში

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტის“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის -გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2019 წლის 2 ნოემბერს  ქალაქ თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე გაიმართება ყოველწლიური ფესტივალი „ჭაჭა".

ფესტივალი „ჭაჭა“ მოიცავს მცირე თეატრალიზებულ წარმოდგენებს, რომელიც გააცოცხლებს კახეთის რეგიონის ეთნოგრაფიას, ტრადიციას და რიტუალებს. კონკრეტულად კი კახელი გლეხების ურთიერთდამოკიდებულებას, კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოსული გლეხების მიერ ჭაჭის გამოხდის პროცესს;

ფესტივალის ფარგლებში ქართულ  ნატურალურ პროდუქტს „ჭაჭა“, როგორც რეგისტრირებულ დაცულ გეოგრაფიულ აღნიშვნას პოპულარიზაციას გაუწევს და პრეზენტაციას გააკეთებს საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ქართული ჭაჭის მწარმოებელი კომპანიები;

ჭაჭის გამოხდასთან ერთად გაიმართება კახური სამზარეულოს კერძების დამზადება;

 

ფესტივალის მიმდინარეობისას მთელი დღის მანძილზე 12-00 საათიდან 18-00 საათამდე ღონისძიებას წარუძღვება საქართველოში ცნობილი პიროვნება, თელავის თეატრის წამყვანი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი  ვანო იანტბელიძე, რომელიც ცალკ-ცალკე წარმოაჩენს თითოეულ კომპანიას და გლეხს, მათ მიერ წარმოდგენილ ჭაჭას, თავისი პატარა საიდუმლოებებით.

მთელი დღის მანძილზე ფესტივალის მიმდინარეობას დაამშვენებენ კახური ფოლკლორული ჯგუფები ტრადიციული კახური მრავალხმიანი სიმღერებით და კაფიებით.

ფესტივალის მსვლელობისას ჟიურის წევრები ჩაატარებენ ვორქ-შოფებს, რათა ქართულ ნატურალურ პროდუქტს - ყურძნის ბრენდს „ჭაჭა“-ს გაუწიონ მეტი პოპულარიზაცია და  მოწვეულ სტუმრებს გააცნონ ამ ნატურალური ქართული პროდუქტის ისტორია, მისი სასარგებლო თვისებები და შეაყვარონ იგი.

 

ამ ფორმატში გაცოცხლებული კახეთი ძალიან საინტერესო იქნება არა მხოლოდ უცხოელი სტუმრებისა და ტურისტებისთვის, არამედ საქართველოს მოქალაქებისთვისაც.

ფესტივალის მიმდინარეობისას იმუშავებს ჟიური, რომლის წევრები დააგემოვნებენ და ცალკ-ცალკე შეაფასებენ კახეთის სხვადასხვა სოფლიდან ჩამოსული გლეხების გამოხდილ ჭაჭას და  ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ გამოხდილ ჭაჭას;

ფესტივალის დასასრულს 18-00 საათზე გაიმართება ჟიურის გადაწყვეტილების გაჟღერება, რომელსაც მუსიკალურად გააფორმებს მაკა ზამბახიძე და ჯგუფი NON STOP და გაიმართება მათი კონცერტი.

ფესტივალი ჭაჭა“ გაიმართება Check in Georgia ფარგლებში.

მოწვეული სტუმრები ფესტივალის დაწყებისთანავე ჩაერთვებიან ყველა ზემოთ ჩამოთვლილ აქტივობებში, ღონისძიების წამყვანებთან ერთად - კერძოდ,

  • მონაწილეობას მიიღებენ  ჭაჭის გამოხდის პროცესში;
  • დააგემოვნებენ კომპანიების მიერ წარმოდგენილ ჭაჭას;
  • ჭაჭის დეგუსტაციასთან ერთად, კახური მასპინძლობის გათვალისწინებით დააგემოვნებენ იმ კახურ კერძებს, რომლებიც უხდება ჭაჭას;
  • გაეცნობიან კახური კოლორიტული ბაზრის თავისებურებებს, იქ წარმოდგენილ სურსათ-სანოვაგეს;
  • გამორჩეულ ტურისტებს ორგანიზატორებისგან ელოდება სიურპრიზები ფესტივალის დასკვნით კონცერტზე.

ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ:

საქართველოს კულტურის პალატის ოფიციალური ვებ-საიტი

ფესტივალი "ჭაჭა" - Facebook-ზე

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
49 %
არა
24 %
გააჩნია მიმართულებას
27 %