turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ჰელოუინი - ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ამ დღის შესახებ

ჰელოუინი - Halloween (All Hallows Evening ან  Beggars Night) - ყველა წმინდანის დღის წინა ღამე (All Saint’s Day). ამბობენ, რომ ჰელოუინი მინიმუმ ორი ათასი წლისაა და კელტების წარმართულ ზეიმად ითვლებოდა. კელტებს ჰქონდათ ზუსტი თარიღები საიდანაც იწყებდნენ ცხოვრების ახალი ეტაპის ათვლას - „სეზონის დასაწყისი“. 31 ოქტომბერს აღინიშნებოდა სამაინის მოსვლა რაც ზამთრის მოსვლას ნიშნავდა. 

VII საუკუნეში რომის პაპმა ბონიფაც IV-მ   1 ნოემბერი ყველა წმინდანის დღედ გამოაცხადა. ეს დააწესა  იმისათვის, რომ ინგლისელი ხალხი  წარმართული წეს-ჩვეულებისგან გადაეჩვია. მოგვიანებით 2 ნოემბერი გახდა ყველა სულის დღე - როდესაც იხსენიებდნენ გარდაცვლილებს. თუმცა ხალხის მეხსიერება მაინც ინახავდა წარმართულ ტრადიციებს და  ბოლომდე დავიწყება შეუძლებელი აღმოჩნდა. 

 

ბოლო წლების განმავლობაში, დღესასწაული საფუძვლიანად დაბრუნდა ევროპაში, ის  აზიის ზოგიერთ ქვეყანაშიც პოპულარულია. ბავშვები ეწყობიან კოსტუმებში: ურჩხული, პრინცესა, ზღაპრის ან თუნდაც ფილმის გმირი. ამ დღეს შეგიძლია იყო ის ვინც გინდა. ასე გამოწყობილი ბავშვები დადიან მეზობელ სახლებში და „მოლაპარაკებებს“ აწარმოებენ (trick or treat) - სახლის მასპინძელმა ან ტკბილეული უნდა აჩუქოს მათ ან, უარის შემთხვევაში,  რაიმე ხუმრობის „მსხვერპლი“ გახდეს. იმართება თემატიური წვეულებები, ფოიერვერკი, მასკარადები და ნებისმიერი სახლის ფანჯარაში დაინახავთ გოგრას, რომელიც მასში ანთებული სანთლებით აფრთხობს  ბოროტ სულებს.

 

სხვათა შორის, გოგრის ასე გამოყენება ამერიკელთა გამოგონებაა. მანამდე, ირლანდიასა და შოტლანდიაში  სანთლებს შიშისმომგვრელ ნიღბებში ანთებდნენ. ეს ნიღბები  ხისგან და კარტოფილისგან იყო გამოჭრილი, ინგლისში კი ჭარხლისგანაც კი. ადრე სწამდათ, რომ 31 ოქტომბერს ორ სამყაროს შორის საზღვარი თითქმის ქრება და სულებს შეუძლიათ დედამიწაზე დაბრუნება და ხეტიალი. ამიტომაც გოგრების, ნიღბების და კოსტიუმების დანიშნულებაა  სულების შეშინება და დაფრთხობა.

 

თანამედროვე სამყაროში  ჰელოუინი უკვე თითქმის აღარ ატარებს ძველ დატვირთვას. ახლა ახალგაზრდობას უბრალოდ უხარია კოსტიუმირებული წვეულებების გამართვა, გოგრების მორთვა და უბრალოდ სასიამოვნო დროის გატარება მეგობრებთან ერთად. ბავშვები კი სიხარულით დარბიან კარდაკარ და აგროვებენ ტკბილეულობას. 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
35 %
ევროპაში
30 %
აზიაში
2 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
15 %