title
Turebi Ge

Georgian Airways რამდენიმე მიმართულებით ფრენებს აუქმებს

 

ავიაკომპანია „Georgian Airways“ რამდენიმე მიმართულებით დროებით აუქმებს ფრენებს - გვაუწყებს პირველი არხი , სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით. 


კონკრეტულად დროებით უქმდება ფრენები შემდეგი მიმართულებით:

 

  • თბილისი-ბარსელონა 2019 წლის 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე, ასევე 2020 წლის 12 იანვრიდან 2020 წლის 4 მარტამდე.
  • თბილისი-ბრიუსელი 2019 წლის 21 ნოემბრიდან 12 დეკემბრამდე და 2020 წლის 16 იანვრიდან 5 მარტამდე.
  • თბილისი-ბოლონია 2019 წლის 8 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე და 2020 წლის 10 იანვრიდან 4 მარტამდე
  • თბილისი-ლონდონი 2019 წლის 23 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე და 2020 წლის 15 იანვრიდან 11 მარტამდე.


გაითვალისწინეთ, ბარსელონის, ბოლონიის, ბრიუსელისა და ლონდონის მიმართულებით ფრენები, მითითებული თარიღების შუალედში განრიგის მიხედვით შესრულდება.

 

  • თბილისი-პრაღა უქმდება 2019 წლის 19 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე 
  • თბილისი-ბერლინი 2019 წლის 6 და 16 დეკემბერს, ხოლო 2020 წლის 17 იანვრიდან 6 მარტამდე გაუქმდება ფრენები ყოველ პარასკევს და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება მხოლოდ ერთი სიხშირით.
  • თბილისი-კიევი 2019 წლის 6 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე ოთხშაბათობით გაუქმდება და ამ პერიოდის განმავლობაში ფრენები შესრულდება კვირაში ორჯერ
     
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
41 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %