მიკი მაუსი, ოკულტიზმი პრინცესების დღე - 18 ნოემბერი.

#365days #18ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 18 ნოემბერს

 

მიკი მაუსის დღე 

 

 


მიკი მაუსი ყველასათვის ცნობილი პერსონაჟი, რომელიც იუბ აივერქსმა და უოლტ დისნეიმ შექმნეს. ის პირველად 1928 წელს დაიხატა და ამჟამად, არა მხოლოდ დისნეის, ყველაზე ცნობილი პერსონაჟია, არამედ უოლტ დისნეის კომპანიის ლოგოტიპის ნაწილიცაა.

როგორ უნდა აღნიშნოთ ეს დღე? ყველაზე მარტივია უყუროთ ძველ მულტფილმებს ამ თაგვის მონაწილეობით ან იყიდოთ სათამაშოები, თუმცა მთელი ოჯახისთვის ყველაზე დაუვიწყარი საჩუქარი იქნება დისნეილენდში წასვლა

 

ოკულტიზმის დღე

 


ოკულტიზმის (ლათ. საიდუმლო, ფარული) მიხედვით ამქვეყნად არსებობს ზებუნებრივი ძალები, რომელთანაც ურთიერთობის დამყარება მაგიითა და ჯადოქრობით არის შესაძლებელი. ოკულტიზმი შედგება მაგიისგან, ექსტრასენსორიკისგან, ასტრონიმიისგან, მკითხაობისგან, ქირომანტიისგან და სხვა. 


ოკულტიზმის ზოგი ნაირსახეობა არაა საშიში, ძალიან ხშირად ისინი გამოიყენება ჩვენი ცნობიერების გასაფართოებლად და იმის გასარკვევად, თუ რა არსებობს ჩვენი მატერიალური არსების მიღმა. თავად სიტყვა გამომდინარეობის ლათინური სიტყვიდან occultus, რომელიც დაფარულს, საიდუმლოს ანუ „დაფარულ ცოდნას“ ნიშნავს.


ამბობენ რომ ეს დღე შენი შინაგანი და სულიერი სამყაროს გაძლიერებით უნდა გაატარო. ტაროზე მკითხაობით ოდესმე თუ დაინტერესებულხართ? უიჯის დაფის დახმარებით თუ გიკონტაქტიათ სულებთან? ღამღამობით რამე უცნაური ხმები ხომ არ გესმის? მოჩვენებებით სავსე მისტიურ სახლებში ხომ არ შესულხარ? ამ ყველაფერის გაკეთება ზუსტად დღეს შეგიძლია.

 

პრინცესების დღე


შეგიძლია თავი სამეფო ოჯახის წევრად იგრძნო, ვინაიდან დღეს პრინცესების დღეა. ეს დღე ეძღვნება იდეას, რომ არ აქვს მნიშნველობა ვინ ხარ ან სად ხარ, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია იყოს პრინცესა (მიხვდებოდით, რომ ეს გოგონებს ეხება).


პრინცესების დღე 2017 წელს ოფიციალურად გამოცხადდა და იმის შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.


როდესაც ადამიანი პრინცესებზე ფიქრობს, თითქმის ყოველთვის წარმოიდგენს დისნეის გმირ პრინცესებს, რომლებსაც ქალისთვის დამახასიათებელი ყველა თვისება აქვთ. თუმცა თვითონ ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს მე-18 საუკუნეში დიდ ბრიტანეთში მეფე ჯორჯ I-ის მმართველობის დროს. მანამდე ყველას ლედის ეძახდნენ. 


თვითონ პრინცესების დღე დისნეის გარეშე შეიქმნა. ის შემოიღო პატარა კომპანიამ Nest Entertainment, რომელმაც Sony Entertainment-თან „პრინცესა გედის“ შექმნა დაიწყო, რომელიც ერთ-ერთი ბოლო ხელით დახატული მულტფილმი გახდა. ფრანშიზას 80 წუთის ხანგრძლივობის 8  ფილმი აქვს, რომელიც გედების ტბის ნაწარმოებზე არის დაფუძნებული. ეს დღე დაწესდა ბავშვებისთვის, მათი წარმოსახვით უნარის გასამდიდრებლად. 

 

ლატვიის დამოუკიდებლობის დღე.

 


ყოველწლიურად 18 ნოემბერს ლატვიაში დამოუკიდებლობის ანუ ლატვიის რესპუბლიკის გამოცხადების დღეს აღნიშნავენ (Latvijas Republikas Proklamēšanas diena).


1918 წლის 18 ნოემბერს რიგაში ხელი მოეწერა „დამოუკიდებლობის აქტს“, რომლის მიხედვითაც ლატვია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.


მიუხედავად ამისა, შემდეგი ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მაინც მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი, რომლის მონაწილეები ნაციონალური ბურჟუაზიული მართველობა და სოციალ-დემოკრატიული (ბოლშევიკები) ძალები იყვნენ. საბოლო ჟამში 1920 წელს რუსეთსა და ლატვიას შორის ხელი მოეწერა მშვიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც საბოლოოდ აღიარეს ლატვია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. 


დამოუკიდებლობის დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით წითელ-თეთრ-წითელ დროშებს გამოფენენ და ძალიან ბევრი სადღესასწაულო ღონისძიება იმართება. 

 

ანტიბიოტიკების სწორედ გამოყენების, მსოფლიო კვირეული

 

 

2015 წლიდან მსოფლიო ჯამრთელობის ორგანიზაციის (WHO) ინიციატივით ნოემბრის შუა რიცხვებში ანტიბიოტიკების გამოყენების მსოფლიო კვირეული ტარდება (World Antibiotic Awareness Week).

 

ანტიბიოტიკების არასწორედ გამოყანება, შედეგები და ადამიანის ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო ხშირად ხდება ექიმთა შორის განხილვის საგანი, რაც ამ საკითხების აქტუალობაზე მეტყველებს.
 
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %