turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

8 000 წლის ღვინო საქართველოდან

როდესაც კახეთზე ვიწყებთ საუბარს მაშინვე გვახსენდება ჩურჩხელა და კახური ღვინო. როგორ შეიძლება არ წარმოვიდგინოთ აქაური ყურძენი, ვენახები და ღვინო. 

 


როგოროც ცნობილია კახური მევენახეობის ისტორია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე6 ათასწლეულში დაიწყო, ამას ადასტურებს არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ყურძნის წიპნები და ღვინის დასაწურად და შესანახად აღმოჩენილი ნივთები, რომელიც ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში მოიხმარდნენ. 2017 წელს The New York Times ერტ-ერთი სტატია ზუსტად ამ თემას მიუძღვნა სტატია, რომლის სათაური იყო „8 000 წლის დაძველების ღვინო პრეისტორიული  საქართველოდან“.

 

სიტყვა „ღვინოს“ წარმოშობაზე მსოფლიოში დიდი დავაა, თუმცა იმასაც არ გამოვრციხავთ, რომ „ღვინო“ ქართული წარმოშობისაა. მსოფლიოში დაფიქსირებულია 2000 ჯიშის ღვინო, აქედან 500 ქართულია. 

 

 

ყველასათვის ცნობილია რომ საქართველოს თითქმის ყველა ეკლესია-მონასტრებს საკუთარი მარნები და საწნახელები ჰქონდა და საკუთარ ღვინოს წურავდნენ. თუნდაც ალავერდის საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე აღმოჩენილია 40 ქვევრიანი მარანი, ასევე იყალთოში იპოვეს უძველესი ღვინის ქარხნის ნაშთები. საინტერესოა, რომ ყვარელში იპოვეს ღვინის საცავი, რომელიც მოწყობილია კლდეში 13.5 კილომეტრიან გვირაბში. ამ გვირაბში ტემპერატურა მიდმივად 14-16 გრადუსია, რაც საჭიროა ღვინის დაძველებისთვის. 

 

 

კახეთის რეგიონში ღვინოს თითქმის ყველა ოჯახი წურავს. გლეხური წესით და დამზადებული ღვინო არაფრით ჩამოუვარდება ცნობილ ქარხნულ ღვინოებს. ოჯახური მეურნეობის გარდა, კახეთში დღეს მრავალი ღვინის საწარმო მუშაობს, თუმცა იქ სასმელი უმეტესწილად ევროპული წესით ყენდება.

 

 

კახეთში ყოველ შემოდგომაზე რთველი იმართება, ეს თავისებული დღესასაწაულია, რომლის დასრულებისას „ღვინის ფესტივალს“ მართავენ. 

 

 

კახეთში გავრცელებული ყურძნის ძირითადი ჯიშებია:


რქაწითელი- თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში, რომელიც კახეთის თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული და სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის სიმწიფეში. 


კახური მწვანე - თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში, რომელსაც  საგარეჯოს რაიონში, კერძოთ სოფელ მავანის მიდამოებში შეხვდებით. 


ხიხვი - უძველესი თეთრყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში, რომლისგანაც მაღალხარისხიან შემაგრებულ ლიქიორის ტიპის ღვინოებს ამზადებენ. ძირითადად გურჯაანში გხვდება.


ქისი - ქართული თეთრყურძნიანი აბორიგენული ვაზის საღვინე ჯიში, რომელსაც შუალედური ადგილი უკავია რქაწითელსა და კახურ მწვანეს შორის. ქისის ღვინო გამოიყენება როგორც სასუფრედ, ასევე შამპანიურის დამსაზადებლად.


საფერავი - წითელყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიში. რომლელიც მგრძნობიარეა კლიმატურ პირობებთან, ამიტომ მისი გავრცელების არეალი კახეთში შეზღუდულია. საფერავი იძლევა განსხვავებულ სუფრის ღვინოს და გამოირჩევა მაღალი შაქრიანობით, მისგან მზადდება როგორც მშრალი, ისე ნახევრადტკბილი ღვინო „ქინძმარაული“.

 


კაბერნე-სოვინიონი - ფრანგული წითელყურძნიანი ვაზის ჯიშია. მასობრივად ბურგუნდიის მხარეშია გავრცელებული, სადაც გამოიყენება სახელგანთქმული ბურგუნდიული ღვინის დასამზადებალად.

საქართველოში ის გავრცელებულია თელავისა და ყვარლის რაიონები, მისგან მაღალხარისხოვან სუფრის წითელ ღვინოს ამზადებენ.

 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
31 %
აზიაში
4 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
12 %