title
Turebi Ge

შოკოლადის დედაქალაქი რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ბრიუგე ევროპის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც ჯერ-ჯერობით საქართველოს ტურისტებისთვის არც ისეთი პოპულარული მიმართულებაა.

 


ბრიუგე მდებარეობს ბელგიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ ფლანდრიის პროვინციის დედაქალაქია. ისტორიულ წყაროებში ქალაქი მე-12 საუკუნიდან მოიხსენიება და თვითონ სახელწოდება, სავარაუდოდ, ჰოლანდიური სიტყვისგან „ბრუგ“ ანუ „ხიდი“ გამომდინარეობს.


ბრიუგე არა მხოლოდ ბელგიის შოკოლადის დედაქალაქია, არამედ ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია მთელ ევროპაში. ბრიუგე ევროპის ერთ-ერთი უძველესი და რომანტიკული ქალაქია, რომელიც გაგაოცებთ ფერადი სახლებით, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით, ძეგლებით, ულამაზესი ხიდებითა და ხედებით. მსოფლიოში ეს ქალაქი ცნობილია, როგორც „ჩრდილოეთ ვენეცია“ .

 


ბრიუგე თავის დროზე კომერციულ ცენტრად ითვლებოდა, ამჟამად კი საპორტო ქალაქია. მას ზღაპრულ ქალაქს ეძახიან, ვინაიდან შუასაუკუნეების ვიწრო და წყნარ ქუჩებში სეირნობისას მოიხიბლებით ბელგიური ვაფლისა და შოკოლადის სურნელით, სიმწვანითა და ძველი შენობების დათვალიერებით. 


ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, გროტე მარკტზე ნახავთ ბელფორტის სამკერვალოს, რომელიც ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობა და სიმბოლოა. ადრე ეს სამრეკლო სხვადასხვა საშიშროებების შესახებ აფრთხილებდა მოსახლეობას. და ახლაც, საათის გამოცხადების გარდა, ქალაქს ცეცხლის შესახებ აფრთხილებს.

 

 

გროტე მარკტი (Grote Markt) ითარგმნება, როგორც სავაჭრო მოედანი და, როგორც უძველეს დროში, ახლაც ასრულებს თავის ფუნქციას, აქ ძალიან ბევრი დახურული ბაზარი და მაღაზია მდებარეობს. ქალაქის დასათვალიერებელი ყველა ექსკურსია ზუსტად ამ მოედანზე იწყება. 

 

 

ბრიუგეს არქეოლოგიური მუზეუმი მოიცავს ქალაქის ცხოვრების ყველა პერიოდს შუასაუკუნეებიდან დაწყებული დღევანდელი დღით დამთავრებული. მუზეუმში ექსკურსიები თამაშის სახით მიმდინარეობს, რომლის პროცესში მნახველები ბევრ საინტერესო ისტორიულ დეტალს იგებენ.

 


ბრიუგეში ჩასვლისას აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ წმინდა სისხლის ბაზილიკა (Basilica of the Holy Blood). აქ მე12 საუკუნეში ჯვაროსნული ომის შემდეგ იესოს ქრისტეს სისხლით გაჟღენთილი ქსოვილი ჩამოიტანეს. 

 


ბრიუგეში ნახავთ აგურით აშენებულ მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მაღალ შენობას. ესაა 122.3 მეტრის სიმაღლის, ღვთისმშობლის ტაძარი (Church of Our Lady). 
ქალაქში თუ რამდენიმე დღით აპირებთ გაჩერებას, მაშინ, ჩვენი რჩევაა, დაათვალიეროთ  კარტოფილი-ფრის, ბრილიანტების, ლუდსახარშის, შოკოლადის და სინათლის მუზეუმები. 

 

ტურები ბრიუგეს მიმართულებით: ბრიუგე
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
0 %
B. საერთოდ არ მივმართავ
33 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
67 %