რას გვთავაზობს გუდაური ახალ სეზონზე

მსოფლიოში უამრავი ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი არსებობს, სადაც მოთხილამურეები და სნოუბორდის მოყვარულები ყოველწლიურად ჩადიან. თუმცა ალბათ არ იცით, რომ გუდაურის ტრასების დიდი შესაძლელობების გამო, სრიალის მოყვარული ტურისტები ალპურ კურორტებს გუდაურს ამჯობინებენ. 

ჩვენი გუდაური ამიერკავკასიის ახალგაზრდა და პერსპექტიური სამთო-სათხილამურო კურორტია. აუცილებლად აღსანიშნავია, რომ 2014 წელს National Geographic-მა გუდაური ზამთრის დასვენებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად დაასახელა. 

თითქმის ყოველწლიურად აქ იხსნება ახალი სასრიალო ტრასები და დასვენებისათვის უფრო კომფორტული ადგილები. კურორტი აქტიურად და მიზანმიმართულად ვითარდება, რომ შეესაბამოს საერთაშორისო სტანდარტებს და ტურისტების მოთხოვნებს.

 

გუდაური ნებისმიერი დამსვენებლის მოთხოვნას დააკმაყოფილებს. აქაური თოვლის საფარი და ფერდები მოთხილამურეების გარდა, სნოუბროდით მოსრიალეებსაც იდეალურ გარემოს უქმნის. კომფორტი შექმნილია ნებისმიერი ტურისტისთვის: აქ უამრავი სხვადასხვა სიდიდის სასტუმრო, ჰოსტელი და ცალკე აპარტამენტებია.

 

დიადი კავკასიონის ქედის სამხეთი კალთის ამ გლუვ ფერდობებზე უხვი თოვლი და ხშირი მზე იცის, ამის წყალობით გუდაური შესანიშნავი ადგილია თხილამურების მოყვარულთათვის! აქ საბაგიროებს ზღვის დონიდან 3,276 მ სიმაღლეზე ავყავართ (მთა საძელე).
 

გუდაურში სათხილამურო სეზონი დეკემბერში იწყება და თითქმის აპრილამდე გრძელდება. საინტერესოა, რომ პირველი სასტუმრო, მარკო პოლო გუდაურში 1988 წელს გაიხსნა, პარალელურად აშენდა საბაგირო გზაც და გუდაურმა, სამთო-სათხილამურო კუროტის სახით, განვითარებაც დაიწყო. 

აქაური სასრიალო გზები განკუთვნილია როგორც სამოყვარულო მოთხილამურისთვის, ასევე პროფესიონალი სპორცმენისთვისაც. ამჟამად კურორტი დამსვენებლებს სთავაზობს საბაგიროების 4 სახეობას: ბიგელი, სკამებიანი საბაგირო, გონდოლა და მოძრავი ხალიჩა. ჯამში სულ 18 საბაგიროა. აქ ნახავთ 20 სასრიალო ტრასას, რომელიც დამწყები (5 ტრასა), საშუალო (9 ტრასა), გამოცდილი (4 ტრასა) და პროფესიონალური სირთულის ( 2 ტრასა) მიხედვით იყოფა.

 

გუდაურში ხანგრძილივი დასვენების გარდა, შეგიძლიათ მოაწყოთ ერთდღიანი ტურებიც, ის თბილისიდან მხოლოდ 120 კილომეტრითაა დაშორებული და მისვლა ერთ საათსა და 30-50 წუთშია შესაძლებელი. აქ მოხვედრა თბილისიდან ადვილია, დილის 8-დან საღამოს 6 საათამდე დიდუბის ავტოსადგურიდან გუდაურის მიმართულებით მიკროავტობუსები (სამარშრუტო ტაქსები) ერთ საათში ერთხელ დადიან, ზუსტად ამავე საათებში მარშრუტი ხორციელდება გუდაურიდანაც. ერთი გზის საფასური: 7-10 ლარია.

 

გუდაურში ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს მოთხილამურე პატრული: გამოცდილი მაშველები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში დაზარალებულს პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევენ. 

მაგრამ ყველაზე მთავარი რითაც იზიდავს გუდაური უცხოურ ტურისტებს ეს არის - თავისუფალი სრიალი და ჰელი-სქი (Heli-ski) ანუ თავისუფალი სრუალის ერთ-ერთი სახეობა, რომელშიც გაუკვალავ თოვლში სრიალი იგულისხმება.

რათქმაუნდა, ყველა არ იქნება სრიალით დაინტერესებული, და ზუსტად მათთვისაც აქ უამრავი სხვა გასართობი საშუალება არსებობს. კარგ ამინდში ნებისმიერ მსურველს, ინსტრუქტორთან ერთად, შეუძლია პარაპლანით ისარგებლოს და სიმაღლიდან დატკბეს საქართველოს თოვლიანი მთების დათვალიერებით. ნაკლებად ექსტრემალური დასვენების მოყვარულებს ნებისმიერ დროს ბურანით გასეირნება შეუძლია. 
 
„საქართველოს მთის კურორტებმა“ უკვე დაიწყეს 2019/2020 წლის სათხილამურო სეზონის აბონემენტების გაყიდვა. სტანდარტული ფასების გარდა, მოქმედებს სხვადასხვა ფასადაკლება. 

 

რაც შეეხება, სასტუმროებს:

 

უცხოურ ტურისტებს Luxury Hotels Guides-ი სთავაზობს გუდაურის ტოპ-5 ყველაზე Luxury სასტუმროს (მაღალფასიანს, კომფორტულს, რომელსაც უმაღლესი შეფასება აქვს Booking-ზე და Airbnb-ზე). ხუთეულის სათავეში, რათქმაუნდა, Marco Polo Hotel Gudauri-ია. აქ ფასი არააქტიური სეზონის დროს 399-დან იწყება, ხოლოდ აქტიურ სეზონზე 450 ლარიდან.

 

მეორე ადგილი უკავია ოთხვარსკვლავიან სასტუმროს Gudauri Inn, რომელიც დამსვენებლებს 60 კომფორტულ და საოცარი ხედის მქონე ოთახებს სთავაზობს. აქ ფასი 350 ლარიდან იწყება. რეიტინგში მესამე ადგილას არის Hotel GoodAura -  Booking.com-ის მიხედვით აქ დეკემბერში ფასები 410 ლარიდან იწყება. მეოთხე ადგილზეა Hotel Carpe Diem Gudauri, რომელიც დამსვენებლებს თავგადასავლების და კომფორტული დასვენების კარგ მიქს სთავაზობს. აქ ფასები 313 ლარიდან იწყება. 


და ბოლოს Luxury Hotels Guides-ზე ნახავთ Booking-ის მიხედვით ყველაზე  გაყიდვად სასტუმროს “Gudauri Hotel Loft”. ნომრის სტანდარტული ფასი 600 ლარიდან იწყება (თუმცა Booking-ზე სხვადასხვა ფასდაკლებებსაც იპოვით). 

ჩვენ ჩავიხედეთ TripAdviser-ზეც და აქაც ტოპ სასტუმროებში ისევ და ისევ მარკო პოლო დაგვხვდა. თუმცა ხუთეულში ამჯერად სხვა სასტუმროებიც შევიდა: FreeRider Hotel, რომლის ფასი დეკემბერში 228 ლარიდან იწყება. მესამე ადგილასაა Hotel Gudauri Hut სტანდარტული ნომერს 302 ლარიდან დაჯავშნით. შემდეგ მოდის  მყუდრო სასტუმრო Shirim – 269 ლარიდან და ხუთეულს ასრულებს Quadrum Ski and Yoga Resort, რომლის ერთი ოთახის ფასი 318 ლარიდან იწყება. 

 

უკვე დროა დავგეგმოთ ზამთრის შვებულება, სეზონი ხომ სულ მალე გაიხსნება...

 

გუდაურის მიმართულებით ტურების ნახვა: გუდაური
გუდაურის სასტუმროები Turebi.Ge-ზე
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
29 %