მსოფლიოს ყველაზე ფერადი ქალაქები

კაშკაშა, ნათელი ფერები ჩვენს ცხოვრებას განსაკუთრებულს ხდიან, შთაგვაგონებენ და გვამხიარულებენ ამ, ზოგჯერ მოსაწყენ, სამყაროში.

 
ჩვენ წარმოგიდგენთ რამდენიმე ულამაზეს და ჯადოსნური ფერით სავსე ქალაქს, რომლის ქუჩებში სეირნობისას ნამდვილი ეიფორიის განცდა შეგექმნებათ.

 

 

ისამალი, მექსიკა

 


„ჯადოსნური ქალაქი“- ასე არის ცნობილი ისამალი მექსიკაში. შენობების წყალობით ის „ბანაობს“ ჭყეტელა ყვითელ ფერში. ამის წყალობით, ისამალში, რეალური ამინდის მიუხედავად, თითქოს ყოველთვის თბილა. ყველაზე განთქმულ შენობებს შორის აქ არის მე-16 საუკუნის სან-ანტონიო-დე-პადუიას ბაზილიკა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ის თავს შეგაყვარებთ არა მხოლოდ თავისი სილამაზით, არამედ ისტორიითაც.

 

სენტ-ჯონზი, კანადა

 


სენტ-ჯონზი არის ლაბრადორისა და ნიუფაუნდლენდის პროვინციების დედაქალაქი და კანადის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა ჯელიბინი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა ფერის სახლების ერთობლიობას, ოკეანიდან ჩანს. ეს წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობაა.

 

რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

 


2010 წელს, ბრაზილიის მთავრობამ მიიღო რიო-დე-ჟანეიროს დანგრეული გარეუბნების წესრიგში მოყვანის ინიციატივა. ჰოლანდიელი მხატვრები, რომლებიც დახმარებისთვის დროულად გამოჩნდნენ, გარეუბნები გიგანტურ ტილოებად აქციეს. დღეს რიო-დე-ჟანეიროს ფერადი ქუჩები ცნობილი ღირშესანიშნაობაა ტურისტებისთვის. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი უბანი  - ფაველა სანტა-მარიაა.

 

ვროცლავი, პოლონეთი

 


პოლონეთის ისტორიული რეგიონის დედაქალაქი ვროცლავი ქვეყნის ყველაზე ლამაზ ქალაქად შეგვიძლია ჩავთვალოთ. აქ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი უნიკალური ღირშესანიშნაობა, მათ შორის 100-ზე მეთი ხიდი, ულამაზესი რესტორანი და კაფე, ასევე კულტურული და ისტორიული ადგილები. თუმცა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ღირშესანიშნაობა, უდავოდ, ფერადი სახლების რიგებია. ეს შენობები აცოცხლებენ ქალაქს თავისი ფერადი კედლებით.

 

ბუენოს-აირესი, არგენტინა

 


ბუენოს-აირესის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებაპრებს ლა ბოკას რაიონი, რომელიც განთქმულია ღია ცის ქვეშ უზარმაზარი მუზეუმით. თუმცა აქ სეირნობისას ტურისტები მუზეუმზე უფრო მეტად მოიხიბლებიან ადგილობრივი მხატვრების მიერ მოხატული ქუჩის კედლებითა და  სხვადასხვა ფერის სახლებით.

 

ვალპარაისო, ჩილი

 


საპორტო ქალაქი, რომელიც ჩილის ისტორიული და კულტურული ცენტრია. აქ მდებარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მუზეუმი, ტაძარი, ეკლესია და ისტორიული ძეგლი. სანაპირო ზონა წყალზე მოტივტივე ლამაზი ნავებით, ალბათ ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილია. ბოჰემური და ფერადი ნახატები კედლებზე - ადგილობრივი მოსახლეობის ნამუშევრებია.

 

კოპენჰაგენი, დანია

 

ახლა ვისაუბრებთ უშულოად ნიჰავნაზე, ქალაქის უძველეს, გასართობ და სანაპირო უბანზე, რომლის გასწვრივ მდებარე სახლები სხვადსხვა კაშკაშა ფერითაა შეღებილი. აქ იპოვითმე-17 და მე-18 საუკუნეების სახლებს, რომლებიც დღესდღეობით რესოტორანებად, ბარებად და კეფეებად არის გადაკეთებული. ამ დაგილს უწოდებენ „მემკვიდრეობის ნავსადგურს“. ფერადი ფასადებითა და გემებით - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია ტურისტებს შორის.

 

კუნძული ბურანო, იტალია

 


ვენეციური პროვინციის ოთხი კუნძულისგან შემდგარი ეს არქიპელაგი გთავაზობთ დატკბეთ თავისი ლამაზი ქუჩებითა და მათ შორის განთავსებული არხების, სადაც მშვიდად დაცურავენ გონდოლები. ბურანოს ქუჩები და არხები გაფორმებულია ულამაზესი, ფერადი შენობებით. სხვათა შორის, ფერები შემთხვევითობის პრინციპით არ იყო შერჩეული: არსებობს რამდენიმე საუკუნის წინ ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ ჩამოყალიბებული სისტემა. ამიტომ სახლის მესაკუთრემ პირველ რიგში უნდა მიიღოს ოფიციალური  ნებართვა, თუ რა ფრად შეღებას სახლს.

 

პატაია, ტაილანდი

 


პატაია თავისი ეგზოტიკური პლაჟებისა და ცისფერი სანაპირო წყლების წყალობით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი კურორტია. თუმცა ტურისტებს აქ არამხოლოდ ბუნება და გართობა იზიდავს, არამედ არქიტექტურაც. პატაია რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ქალაქია და გასაკვირი არ არის, რომ ის ყოველთვის სავსეა ტურისტებით.

 

შეფშაუენი, მაროკო

 


ქალაქი მაროკოში  - ბერბერთა „ლურჯი ქალაქი“ დედამიწაზე - მსოფლიოში ცნობილი გახდა თავისი არქიტექტურითა და ლურჯი და ცისფერი შენობებით. შენობების ცისფერი (ლურჯი) ფერი, რომელიც იზიდავს ტურისტებს ეს არის ებრაელი ემიგრანტების მემკვიდრეობა, რომლებიც 1930-იან წლებში მოხვდნენ მაროკოში. შემდეგ კი ეს ფერი ქალაქის სიმბოლო გახდა. ამჟამად „ლურჯი ქალაქი“ UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არის შესული.

 


 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %