title
Turebi Ge

ცრუ ღირშესანიშნაობები, რომელიც ტურისტებს იზიდავს

დღეს ჩვენ მოგიყვებით რამდენიმე პოპულარული ღირშესანიშნაობის შესახებ, რომელიც ხშირად აღიქმება ადგილად, სადაც რეალური მოვლენები ვითარდებოდა. თუმცა ამ ადგილებთან დაკავშირებულ ლეგენდებს რეალობასთან არაფერი აქვთ საერთო. 

ყველა ქვეყნას არ აქვს საინტერესო ღირშესანიშნაობები. მათ მოსახლეობას სწყინთ, რომ უძველეს ქალაქებსა და დედაქალაქებში არის ბევრი სანახაობა და მათთან არა. ამიტომაც იქმნება ახალი ღირშესანიშნაობები და ძეგლები, რომლის შექმნაში წიგნები და ჰოლივუდი კარგად ეხმარებათ.

შერლოკ ჰომსის სახლი

 


ცნობილი დეტექტივი შერლოკ ჰომსი, არტურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟია. ამიტომაც მისი სახლი მხოლოდ მუზეუმია. ამ სახლში არასოდეს უარსებია ჰოლმს, არც მისის ჰადსონს და მითუმეტეს არც დოქტორ ვათსონს. საინტერესოა რომ ჰოლმსის სახლ-მუზეუმი არ მდებარეობს ბეიკერ-სტრიტის 221ბ -ში, არამედ 230 ნომერში. კონან დოილის წიგნში გაწერილი ქუჩის ნომერი რეალობაში ამ ქუჩაზე არ არსებობს.

ხიდი მდინარე კვაიზე 

 


ტაილანდის ერთ-ერთი მთავარი ღირშესანიშნაობა ხიდი მდინარე კვაიზე, პირველია დამსვენებლების ტურების სიაში. არც არის გასაკვირი, ყველას სურს ნახოს პატიმრების მიერ აშენებული ხიდი, რომლის შესახებ  თავის ფილმში დევიდ ლინი ყვება.  


პატიმრების მიერ აშენებული ხიდი ჯერ კიდევ 1944 წელს ააფეთქეს. ტურისტებს აჩვენებენ მხოლოდ მის ასლს, რომელიც ააშენებულია ხარისხიანი აღჭურვილობით ჩვეულებრივი მუშების მიერ. კიდევ ერთი ტყუილი მდგომარეობს იმაში, რომ მდინარის სახელწოდება არა კვაი, არამედ მეკლონგია. ამის გარდა ფილმი „ხიდი მდინარე კვაიზე“ არასოდეს გადაღებულა ტაილანდში.  

 

პანორამული რესტორანი “პიც გლორია“

 


თუ თქვენ გაგიმართლათ და მოხვდით შვეიცარიის ულამაზესი მწვერვალზე, შილტჰორნზე - აუცილებლად შეგატყობინებენ აქაური პანორამული რესტორნის შესახებ, სადაც იღებდნენ ეპიზოდებს ბონდიანას ერთ-ერთი ფილმიდან On Her Majesty's Secret Service (მისი აღმატებულობის საიდუმლო სამსახურში). თავიდან თქვენ რათქმაუნდა დაიჯერებთ ამას და მოგინდებათ ამ სასწაული ხედის მქონე რესტორანში დალიოთ ერთი ფინჯანი ყავა მაინც. მაგრამ სიმართლე მაინც უნდა იცოდეთ, ფილმის ეს ეპიზოდები ჰოლივუდის პავილიონებში გადაიღეს, და თვითონ  რესტორანი უკვე ფილმის გადაღების შემდეგ ააშენეს. 

 

ჯულიეტას აივანი

 


ყველამ იცის, რომ ჯულიეტა, ისევე როგორც შერლოკ ჰომსი, არ არსებობდა, ის მხოლოდ ნაწარმოების პერსონაჟია. მაგრამ ეს არ აჩერებს უამრავ ტურისტს მოიტანოს ყვავილები და წერილები ვერონაში, ჯულიეტას აივანთან. რეალურად კი შექსპირის ნაწარმოებში აივანიც კი არ არის ნახსენები,  ჯილიეტა რომეოს სანახავად ვერანდაზე გამოდიოდა.

 

შანგრი-ლა, ჩინეთი    


შანგრი-ლა გამოგონილი სახელმწიფოა, რომელსაც 2001 წელს ჩინეთის ერთ-ერთ მხარეს ჯეიმს ჰილტონის „დაკარგული ჰორიზონტის“ რომანის საპატივცემულოდ დაერქვა. იმის გათვალისწინებით, რომ აქ უამრავი აღმოსავლური ტაძარია და ულამაზესი მთის პეიზაჟებია, ამ ტყუილისთვის, ტურისტების მოსაზიდად, მხოლოდ მადლიერები უნდა ვიყოთ. 

 

დრაკულას სასახლე

 


რუმინეთის ჩრდილო-დასავლეთით, ტრანსილვანიის მთიან ნაწილში მდებარეობს ბრანის სასახლე, რომელიც ყველასათვის ცნობილია, როგორც დრაკულას სასახლე. ლეგენდის თანახმად, ეს სასახლე   გრაფი ვლად ცეპეშის პირადი რეზიდენცია გახდა, რომელსაც მისტიკური ამბების  წყალობით გრაფი დრაკულა შეარქვეს. თუმცა იძახიან რომ გრაფს აქ არასოდეს უცხოვრია. თუმცა მწერალი ბრემ სტოკერის წყალობით ეს ადგილი მსოფლიოში ყველაზე პოპულარი და მისტიური ღირშესანიშნაობების სიაში შევიდა. 

 

მთვლემარე ხეობა

 


ხდება ისეც, რომ მაცხოვრებლებს არ უნდათ ტურისტების მოტყუება, მაგრამ ეს უკანასკნელები მაინც აგრძელებენ კითხვების დასმას. ასეც მოხდა მთვლემარე ხეობის შემთხვევაშიც, რომელიც ნიუ იორკის შთატში ერთ-ერთ პატარა დასახლებაში მდებარეობს. აქ ჩამოსვლისას ტურისტები მაშინვე ითხოვენ მთვლემარე ხეობის მონახულებას, რომლის შესახებ ვაშინგტონ ირვინგის წიგნის მიხედვით ტიმ ბარტონმა საკმაოდ საშიში ფილმი გადაიღო.


როდესაც ირკვეოდა, რომ მსგავსი სახელწოდების ქალაქი არ არსებობდა, ტურისტებს იმ დონემდე სწყინდათ, რომ ქალაქის მერმა ტურისტების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ქალაქს სახელწოდება შეუცვალა. და ეს ძალიან სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა: მთვლემარე ხეობა შტატის ყველაზე პოპულური ადგილი გახდა. 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
37 %
ევროპაში
27 %
აზიაში
6 %
თურქეთში
3 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
11 %