title
Turebi Ge

7 ქალაქი რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ წმ. ვალენტინის დღეს


ზამთარი - დღესასწაულების დაუსრულებელი პერიოდია, მაგრამ ყველაზე რომანტიკული და ლამაზი მოდის თებერვალში. ეს, რა თქმა უნდა, ვალენტინობის დღეა! საყვარელი ადამიანისთვის უკეთესი საჩუქარი, ვიდრე მოგზაურობა, ძნელია იპოვო.


დღეს წარმოგიდგენთ 7 ყველაზე რომანტიკულ ქალაქს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ წმ. ვალენტინის დღეს.

 

 

ვერონა, იტალია

 


ყველა რომანტიკოსისთვის პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა, ლეგენდარული ვერონა - ქალაქი რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სიყვარულის ისტორია „რომეო და ჯულიეტა“ დაიბადა. ტრადიციულად ქალაქში ამ დღეს ტარდება გრანდიოზული დღესასწაულები, რომლებიც ერთი კვირა გრძელდება. ამ ერთ-ერთ ყველაზე რომანტიკულ ქალაქში წმ. ვალენტინის დღეს იკრიბება უამრავი მოსიყვარულე წყვილი მთელი მსოფლიოდან.
ვერონაში მუდამ რომანტიკული ატმოსფეროა.

 

პარიზი, საფრანგეთი

 


პარიზი - შეყვარებულების ქალაქი წლის ყველა სეზონზე, მაგრამ სიყვარულის დღეს მისი ქუჩები და მოედნები უფრო მეტად ეფლობიან რომანტიკულ ატმოსფეროში. ამ ქალაქში არც კი არის საჭირო, რომ რამეზე იფიქრო, არ არის საჭირო რაიმე ღონისძიებები მოძებნა, ვინაიდან მისი ღირშესანიშნაობებიც გეყოფათ მშვენიერი დროისტარებისთვის. დატკბებით ულამაზესი პარიზის ზამთრის პეიზაჟით, გაისეირნებთ მარის და ხელოვნების ხიდებზე, ისწალვით სიყვარულის ახალ სიტყვებს განთქმულ სიყვარულის კედელთან, და, რა თქმა უნდა, დატკბებით ეიფელის კოშკის კაშკაშა შუქებით.
ამ დღეს ქალაქის ყველა რესტორანი და საკონდიტრო ემზადება დღესასწაულისთვის და ახარებენ შეყვარებულებს კერძებითა და ტკბილეულობით.

 

ვენა, ავსტრია

 


ვენა - კიდევ ერთი უძველესი ევროპის კუთხე, რომელიც რომანტიკით ეგებება მოსიყვარულე წყვილებს ამ დღესასწაულის აღსანიშნავად. შეგიძლიათ გაისეირნოთ გულებითა და ნათურებით მორთულ ცენტრალურ ვიწრო ქუჩებში, მოინახულოთ წმინდა სტეფანეს ტაძარი, შეიაროთ ხელოვნების ისტორიის მუზეუმში, საღამოს კი ოპერაში ან ფილარმონიაში დაესწრო სპეკტაკლს, ბალეტს ან ინსტრუმენტალურ კონცერტს. რა არის ამაზე რომანტიკული?!


ვისაც მოსწონს უფრო აქტიური დროის ტარება, შეუძლიათ არ ინერვიულონ! მათთვისაც არის უამრავი თავგადასავალი ვენაში.

 

ვენეცია, იტალია

 


იტალია შექმნილია სიყვარულისთვის და რომანტიკისთვის, და სადაც არ უნდა წახვიდე, მისი პეიზაჟები და ატმოსფერო ყველგან მოგხიბლავთ. ვენეცია ათწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს წამყვან პოზიციას შეყვერებულთა რეიტინგში, და მის ქუჩებში, გონდოლებსა და რესტორნებში არაერთხელ ისმოდა ხელისა და გულის შეთავაზებები.

 

ნიუ-იორკი, აშშ

 


შეიძლება ნიუ-იორკის ზამთრის პეიზაჟები არც თუ ისეა განწყობილია რომანტიკის მიმართ,  როგორც ევროპის ქალაქები, მაგრამ ვალენტინობის დღესასწაულზე ქალაქი ნამდვილად ივსება ზღაპრული ატმოსფეროთი. თაიმ-სკვერი და ცენტრალური პარკი, ქუჩები და მანჰეტენის ვიტრინები, ძველი პორტი და ბრუკლინის ხიდი...ვერსად ვერ დაემალები ამ დღესასწაულს, ყველაფერი იძირება სადღესასწაულო განათებებსა და გაფორმებებში.

 

ლისაბონი, პორტუგალია

 


ლისაბონი - შესანიშნავი ვარიანტია წყვილისთვის, რომანტიკული მოგზაურობის, რომლებსაც ურჩევნიათ მშვიდი ადგილი. ზამთრის ლისაბონში ამ დღეს ვერ იპოვით იმ „გიჟურ“ ატმოსფეროს, რომელიც სხვა ქვეყნებშია, და ეს ნამდვილად არ არის ამ ქალაქის მინუსი, რადგან თავის კედლებში ყოველთვის ინახავს რომანტიკას.

 

ბრიუგე, ბელგია

 


თუ ამ დღეს თქვენ გინდათ „გაქრეთ“, მხოლოდ  და მხოლოდ მარტო თქვენს საყვარელ ადამიანთან ერთად იყოთ, ისე რომ ვერავინ ვერ გიპოვოს და არ დაარღვის თქვენი სიმშვიდე - უნდა გაემგზავროთ ბრიუგეში, ბელგიაში. ამაზე მშვიდ ქალაქს ევროპაში თქვენ ვერ იპოვით: ძველი ქალაქის ვიწრო ქუჩები, პატარა ხიდები და შუასაუკუნეების სახლები.

 


რა არის ვალენტინობის დღე შოკოლადის გარეშე ?! აქ დაახლოებით 50 კერძო შოკოლადის ატელიეა, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ამ ქალაქს აქვს შოკოლადის დიდი მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ლეგენდარული ბელგიური შოკოლადის შექმნის შესახებ და, რა თქმა უნდა, დააგემოვნოთ კიდევაც ის.

და თქვენ სად აპირებთ სიყვარულის დღის აღნიშვნას?


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
39 %
ევროპაში
26 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %