title
Turebi Ge

მტირალას ეროვნული პარკი (მთიანი აჭარა)

თუ ზაფხულის ცხელი დღეების გატარება გადაწყვიტეთ აჭარაში, მხოლოდ ზღვისპირეთით ნუ შემოიფარგლებით, რადგან საოცარი სანახაობა სწორედ მთიან აჭარაში გელოდებათ. ერთ-ერთი ასეთი ადგილი მტირალას ეროვნული პარკია, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

ავ ზღვასა და აჭარის მთათა სისტემას შორის მდინარეების, ჩაქვისწყლისა და ყორაღისწყლის წყალგასაყარზე მტირალას მთა მდებარეობს, იგი საქართველოს ყველაზე ნალექიან ადგილადაა მიჩნეული, ეროვნული პარკის სახელწოდებაც სწორედ აქედან გამომდინარეობს.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით ყველა ტიპის ტყის მცენარეულობას, მათ შორისაა წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეებიც.

პარკი აგრეთვე გამორჩეულია ფაუნის კუთხითაც, აქ ბინადრობს მურა დათვი, თხუნელა, ფოცხვერი, შველი, მელა და ა.შ.

საქართველოში სწორედ ეს არის ის ადგილი სადაც უამრავი ბირდვოჩინგით (ფრინველებზე დაკვირვება) გატაცებული ადამიანი აკვირდება ფრინველებს, ამისათვის საუკეთესო პერიოდი აგვისტოს მეორე ნახევრიდან იწყება და ოქტომბრის თვემდე გრძელდება.

როგორ მოვხვდეთ მტირალას ეროვნულ პარკში ?

ეროვნული პარკის დათვალიერება დაბა ჩაქვიდან უნდა დაიწყოთ, დაბა ჩაქვიდან დაახლოებით 15 კმ დაშორებით სოფელ ჩაქვისთავში მდებარეობს ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი, აქ შეგიძლიათ შეისვენოთ, დაათვალიეროთ საგამოფენო დარბაზი, იქირაოთ სალაშქრო აღჭურვილობა და აიყვანოთ გიდი, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს ორგანიზებულ ლაშქრობას.

რა გველოდება მტირალას ეროვნულ პარკში ?

გარდა იმისა რომ მისტიკური ბუნება და საოცარი ჰაერი მიიპყრობს თქვენს ყურადღებას, აქ შეგიძლიათ ასევე უამრავი საინტერესო და სათავგადასავლო გასართობებით ისარგებლოთ.

ეროვნულ პარკში ორი მარკირებული და კეთილმოწყობილი ბილიკია, სადაც შეგიძლიათ საცხენოსნო, სალაშქრო ტურებით სარგებლობა, ამასთანავე პარკში ზიპლაინის მოყვარულები შეძლებთ ბაგირზე დაშვებას, რომელიც ფუნქციონირებს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით.

სად შეძლებთ წახემსებას ?

ლაშქრობისას, ერთ-ერთი სასიამოვნო მომენტი პიკნიკია, ეროვნული პარკის დათვალიერებითა და ხედებით ტკბობას რომ მორჩებით საპიკნიკე ადგილის მოძებნა არ გაგიჭირდებათ, აქ შეგიძლიათ იქირაოთ ადგილი, იმდენ კაცზე რამდენზეც გსურთ და მოაწყოთ პიკნიკი.

პ.ს. - ეროვნულ პარკში ასევე შეძლებთ იქირაოთ ღამისგასათენებელი ადგილი, რომლის ღირებულებაც ერთ ადამიანზე 20 ლარს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
31 %
გააჩნია მიმართულებას
31 %