ვაშლოვანის ეროვნული პარკი, როგორ მოვხვდეთ და რა ღირსშესანიშნაობები გველოდება დაცულ ტერიტორიაზე.

ვაშლოვანის ეროვნული პარკი ეროვნული პარკი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობას, მისი საერთო ფართობი 25114 ჰა-ია. ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის: ვაშლოვნის სახელმწიფო ნაკრძალი და თავად ვაშლოვნის ეროვნული პარკი.

როგორ მოვხვდეთ ეროვნულ პარკში?

თუ თბილისიდან გამგზავრებას აპირებთ, ორთაჭალის ავტოსადგომიდან შეგიძლიათ დედოფლისწყაროს მიმართულებით გაემგზავროთ, ან თელავის მიმართულებით, საიდანაც ავტომობილით 1, 45 სთ დაგჭირდებათ პარკში მისასვლელად. აქ სავალი ბილიკები კეთილმოწყობილია, მის გასწვრივ ბუნგალოები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები მრავლადაა, რაც საოცარ კომფორტს უქმნის ვიზიტორს.

რის მონახულებას შევძლებთ პარკში?

ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე უნიკალური ადგილებია, რომლის მსგავსსაც საქართველოში ვერ მოინახულებთ, ეს არის საოცარი კომბინაცია ტყისა და უდაბნოსი, ულამაზესი ხედები, გასაოცარი სიმშვიდე და ამასთანავე ბობოქარი ბუნება, ფლორისა და ფაუნის გასაოცარი ჯიშები თქვენს ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს.

ეროვნული პარკის ბილიკების გასავლელად აუცილებელია მიმართოთ ადმინისტრაციულ ცენტრს და გაიაროთ რეგისტრაცია.

პარკში შეგიძლიათ, სათავგადასავლო, საცხენოსნო, საკემპინგე ლაშქრობების მოწყობა, ასევე ფლორაზე და ფაუნაზე დაკვირვება. 

რა ღირსშესანიშნაობებს შევხვდებით?

პარკი როგორც უკვე ავღნიშნეთ გასაოცარი სილამაზითაა გამორჩეული, აქ რამოდენიმე ადგილია რომელიც კიდევ უფრო მეტად გაგაოცებთ და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აგავსებთ: ქილაკუპრას ტალახის ვულკანი, ელიას მთის მონასტერი, დალის მთის წყალსაცავი, ხორნაბუჯის ციხე, არწივის ხეობა, ეს იმ ძირითადი ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალია, რომელსაც პარკში შეხვდებით.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
10 %
B. საერთოდ არ მივმართავ
43 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
47 %