კინტრიშის ეროვნული პარკი, როგორ მოვხვდეთ ეროვნულ პარკში და რა სანახაობები გველის.

დაცული ტერიტორია აჭარაში, კერძოდ ქობულეთის რაიონში მდებარეობს, იგი 13514 ჰა-ს შეადგენს და ზღვის დონიდან 300-2500 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ეროვნული პარკი მდიდარია რელიქტური ტყეებითა და მცენარეთა ენდემური სახეობებით. 

როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიაზე? 

ეროვნულ პარკში ორი სხვადასხვა სირთულის კეთილმოწყობილი ბილიკი შეგხვდებათ, თუ დაინტერესებული ხართ ერთ დღიანი საფეხმავლო ტურით მაშინ "თამარის თაღოვანი ხიდი" ხოლო 2 დღიანი საფეხმავლო ლაშქრობისათვის "უთხოვარისა და ტბა ტბიყელის" ბილიკი გამოგადგებათ.

კინტრიშის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრი ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხემავანი-ში მდებარეობს. 

რას ვნახავთ კინტრიშის დაცულ ტერიტორიაზე? 

გარდა იმისა რომ არაჩვეულებრივი ხედებითა და ბუნებით გამოირჩევა ეროვნული პარკი აქ ძირითადი ისტორიული ძეგლებიცაა, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

პეტრეს ციხე - იგი ადრეული ფეოდალური ხანის ძეგლია, მას ქაჯეთის ციხედაც მოიხსენიებენ.

წმ. მარიამის სახელობის ეკლესია - იგი XIX-ს ში ბერძნებისა და ქართველების მიერ აგებული ისტორიული ძეგლია. აქ ყოველწლიურად აღინიშნება მარიამობის დღესასწაული.

ბასრიმელეს ქვის თაღოვანი ხიდი - XIX ს -  ში აიგო და ქობულეთიდან დაახლოებით 20 კმ დაშორებით მდებარეობს. 

რა ფიზიკური აქტივობებით შევძლებთ თავის შექცევას ? 

ეროვნულ პარკში შეგიძლიათ მოაწყოთ საცხენოსნო ტურები, ასევე სათავგადასავლო ლაშქრობები, აქ თქვენ შეძლებთ იქირაოთ ისეთი სალაშქრო აღჭურვილობები როგორიცაა: პარალონი, კარავი, საძილე ტომარა, ზურგჩანთა, საპიკნიკე ადგილები და სხვა დამატებითი აღჭურვილობები. 

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
25 %
აზიაში
6 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
5 %
სახლში
10 %