15
როგორ აღნიშნავენ ვალენტინობას მსოფლიოში
28 იანვარი 2020
პირველად ვალენტინობის დღე V საუკუნეში რომში აღნიშნეს, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე. დღესდღეობით 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში. დანარჩენი სამყარო კი ამ დღეს როგორც სიყვარულის დღეს ისე აღიქვამს.
შეეძლო თუ არა ასობით წლის წინ რომაელ ეპისკოპოსს ვალენტინს, რომელიც უამრავი წყვილი დააორწინა, წარმოედგინა, რომ მისი სახელი სამუდამოდ იცხოვრებს, როგორც სასიყვარულო ურთიერთობების შთამგონებელი?
ევროპის თითოეულ ქვეყანაში ამ დღესასწაულმა ოპოვა საკუთარი ტრადიციები, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ მისი ტერიტორიისთვის.
საფრანგეთი
14 თებერვალს საფრანგეთში შეყვერებულებს სამკაულებს ჩუქნიან, და ასევე ხელს სთხოვენ. თუმცა წმ. ვალენტინის დღე ფრანგებისთვის - არ მარტო შეყვარებული წყვილების დღეა, არამედ ყველასი ვისაც უყვარს - ნათესავები, მეგობრები ან და უბრალო ნაცნობები. ასევე აქ ჩუქნიან კამფეტებს, შოკოლადის მუსებს, რომანტიკ
...